x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
50 მეტრიანი გაყინული ჩანჩქერი გორის მუნიციპალიტეტში

თბილისიდან, დაახლოებით 111 კმ-ის დაშორებით, გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტანას აუზში, არის კლდოვანი ფერდობი, სადაც ზამთარში დაბალი ტემპერატურის გამო კედელზე წყლის ნაკადი იყინება.



ეს პატარა ჩანჩქრი მდინარე თხილანას ხეობაში, სოფელ ბიისის მახლობლად მდებარეობს და ამიტომაც უწოდებენ ბიისის ჩანჩქერს.


image


ყინულის ფენის სისქე ზოგჯერ იმატებს და საინტერესო სანახავია. განსაკუთრებით საინტერესოა ეს ადგილი ყინულზე ცოცვის მოყვარულ მეკლდეურებისთვის. აქ ხშირად იმართება ფესტივალები, საწვრთელი და საჩვენებელი ტურნირები.
საშუალოდ ყინულის ფენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია, როგორც დაბალ ტემპერატურაზე აგრეთვე ზამთარში მოსულ ატმოსფერულ ნალექებზე, აგრეთვე დღიური მოლღობის მაჩვენებელზე, ხშირად რაც დღის განმავლობაში ლღვება და წვეთების სახით ფერდობზე ეშვება, ღამის განმავლობაში დაბალი ტემპერატურის გამო, ისევ იყინება და ემატება ყინულის სისქე.
ყინულისთვის განსაკუთრებით ხელსაყელი პირობებია დეკემბრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისამდე, როდესაც დღის ხანგრძლივობაც მცირეა და, აგრეთვე შემცირებულია მზის სხივების ხეობაში ჩაღწევის შესაძლებლობა, ხეობის ციცაბო კლდოვანი რელიეფის (დაახლოებით კანიონისმაგვარი) ფორმის გამო". - ამბობს მეცნიერი.
საქართველოში ბიისის ჩანჩქერის მსგავსად, სხვა ბევრი მდინარე და ტბა იყინება, რამდენიმე ჩანქერი კი უფრო მეტი ხნითაც.
გიორგი დვალაშვილის თქმით, ბევრად უფრო საინტერესო მოვლენაა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის მარჯვენე მხარეს, დარიალის ხეობაში არსებული გველეთის დიდი და პატარა ჩანჩქერების გაყინვა.
თუმცა იქ მისვლა, გაცილებით მეტ დროს და ენერგიას საჭიროებს. ბიისის ჩანჩქერი შედარებით ადვილად მისასვლელია და
თანაბრად ლამაზია, როგორც ზამთარში ასევე ზაფხულში,
სწორედ ამიტომ, გაყინულ ჩანჩქერებს შორის, ბიისის ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბუნებრივი ღირშესანიშნაობაა ტურისტებისთვის.




imageimageimage




0
100
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0