x
image
თუთიკო ბერძენა
ჩიპოლას სიბრიყვის 5 კანონის თანახმად, ხელისუფლებაში შეიმჩნევა ბრიყვი ბანდიტების საგანგაშო მომრავლება, ხალხში კი ბრიყვ უბრალოთა რაოდენობის საგანგაშო ზრდა
image
იტალიელი მეცნიერი, ეკონომისტი კარლო ჩიპოლა სიბრიყვეს კაცობრიობისთვის უზარმაზარი საფრთხის მომტანად მიიჩნევს. ჩიპოლას თანახმად, ბრიყვებისთვის ნიშანდობლივია შემდეგი:

ისინი ყოველთვის უხვად არიან;

ისინი არარაციონალურები არიან

ისინი სხვებისთვის პრობლემებს ქმნიან, მათთვის აშკარა სარგებლის მიღების გარეშე.


ამიტომ, ადამიანის სიბრიყვე თავისთავად ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ვფიქრობთ. იდიოტების დიდი რაოდენობა მნიშვნელოვნად ამცირებს საზოგადოების კეთილდღეობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათგან დაცვის საშუალებები არ არსებობს.

"სიბრიყვის 5 ძირითადი კანონი":

პირველი კანონი.

ადამიანი სათანადოდ ვერ აფასებს გარემომცველი იდიოტების რაოდენობას.

ეს ჟღერს ბუნდოვან ბანალურობად და სნობიზმად, მაგრამ ცხოვრება ამტკიცებს მის ბუნებრიობას. მუდმივად შეხვდებით შემდეგ სიტუაციებს:

ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჭკვიანად და რაციონალურად გამოიყურებოდა, წარმოუდგენელი იდიოტი აღმოჩნდება;

ბრიყვები ყოველთვის ყველაზე მოულოდნელ ადგილებში ყველაზე შეუსაბამო დროს არმოჩნდებიან ხოლმე თქვენი გეგმების გასანადგურებლად.

მეორე კანონი.

ალბათობა იმისა, რომ ადამიანი ბრიყვია, არ არის დამოკიდებული მის სხვა თვისებებზე.

წლების განმავლობაში ჩატარებულმა დაკვირვებებმა და ექსპერიმენტებმა დამარწმუნეს იმაში, რომ ხალხი არ არის თანასწორი, ზოგი სულელია, ზოგი არა და ამ თვისებას ბუნება აყალიბებს და არა კულტურული ფაქტორები. ადამიანი ისევეა ბრიყვი, როგორც მაგალითად შეიძლება იყოს წითური ან სისხლის პირველი ჯგუფი ჰქონდეს. ის ასეთი დაიბადა.

განათლებას არაფერი აქვს საერთო საზოგადოებაში გარკვეული რაოდენობის ბრიყვების არსებობის ალბათობასთან. ეს დაადასტურა მრავალმა ექსპერიმენტმა უნივერსიტეტებში ხუთ ჯგუფზე: სტუდენტები, ოფისის თანამშრომლები, მომსახურე პერსონალი, ადმინისტრაციული პერსონალი და მასწავლებლები.

როდესაც გავაანალიზე დაბალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების ჯგუფი, ბრიყვების რიცხვი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ველოდი (პირველი კანონი) და ეს მივაკუთვნე სოციალურ პირობებს: სიღარიბეს, სეგრეგაციას, განათლების ნაკლებობას. მაგრამ სოციალურ კიბეზე ასვლისას, თეთრ საყელოებსა და სტუდენტებს შორის იგივე თანაფარდობა დავინახე.

კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო პროფესორთა შორის იგივე რაოდენობის დანახვა - პატარა პროვინციულ კოლეჯშიც და დიდ უნივერსიტეტშიც პროფესორების იგივე წილი ბრიყვი აღმოჩნდა. შედეგებმა იმდენად გამაოცა, რომ გადავწყვიტე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა ინტელექტუალური ელიტის მონაწილეობით - ნობელის პრემიის ლაურეატებისთვის. შედეგმა დაადასტურა ბუნების ზეძლიერება: იგივე რაოდენობის ლაურეატები ბრიყვები იყვნენ.

მეორე კანონი, ძნელი მისაღებია, მაგრამ მრავალი ექსპერიმენტი ადასტურებს მის რკინაბეტონისებურ სისწორეს. ფემინისტები მხარს დაუჭერენ მეორე კანონს, რადგან გამოიკვეთა, რომ ქალები მამაკაცებზე ბრიყვები არ არიან. მესამე სამყაროს ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის იმედის მიმცემია, რომ განვითარებული ქვეყნები არც თუ ისე განვითარებულები არიან. მეორე კანონის შედეგები საშიშია: ბრიტანეთის მაღალ საზოგადოებაში იტრიალებთ, თუ პოლინეზიაში გადახვალთ თავებზე მონადირე ადგილობრივ მონადირეებს დაუმეგობრდებით, მონასტერში ჩაიკეტებით თუ მთელ ცხოვრებას გაატარებთ გასაყიდი ქალებით გარშემორტყმულ კაზინოში, ყველგან იგივე რაოდენობის იდიოტს შეეჩეხებით, რაც (პირველი კანონი) ყოველთვის გადააჭარბებს თქვენს მოლოდინს.

მესამე კანონი. ბრიყვი ეს ადამიანია, ვის მოქმედებებსაც

მოჰყვება სხვა ადამიანისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის ზარალი და ამას თვითონ მისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს და ზოგჯერ მასაც კი აზიანებს.

მესამე კანონის მიხედვით ადამიანები 4 ჯგუფად იყოფიან: უბრალოები, ჭკვიანები, ბადიტები და ბრიყვები.

თუ პეტრე იმოქმედებს ისე, რომ ის დაზარალდება, მაგრამ პავლეს მოუტანს სარგებელს, პეტრე უბრალო ადამიანია. თუ პეტრე აკეთებს ისეთ რამეს, რაც სარგებელს მოუტანს მასაც და პავლესაც, ის ჭკვიანი ბიჭია, რადგან ის მოქმედებდა გონივრულად

თუ პეტრე მოქმედებებს ისე, რაც მას სარგებელს მოუტანს და პავლე დაზარალდება, პეტრე ბანდიტია

თუ პეტრეს მოქმედება აზარალებს პავლეს და თვითონაც ზარალდება, პეტრე ბრიყვია.

წარმოიდგინეთ, რა ზარალი შეიძლება მიაყენონ ბრიყვებმა ხელისუფლებაში მოხვედრის შემთხვევაში პოლიტიკური და სოციალური უფლებამოსილებების გამოყენებისას. მაგრამ ცალკე უნდა განვმარტოთ, თუ რატომაა ბრიყვი საშიში

ბრიყვი ხალხი საშიშია, რადგან გონიერ ადამიანებს უჭირთ მათი ქცევის ლოგიკის წარმოდგენა. ჭკვიან ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს ბანდიტის ლოგიკა, რადგან ბანდიტი რაციონალურია - მას სურს მეტი სარგებელი მიიღოს და არ არის საკმარისად ჭკვიანი სარგებლის მისაღებად. ბანდიტი პროგნოზირებადია. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ თავი დაიცვათ მისგან.

შეუძლებელია ბრიყვის ქმედებების პროგნოზირება, ის ზიანს მოგაყენებს უმიზეზოდ, მიზნის გარეშე, გეგმის გარეშე, ყველაზე მოულოდნელ ადგილზე, ყველაზე შეუსაბამო დროს. ბრიყვთან დაპირისპირების დროს, ჭკვიანი ადამიანი მთლიანად ჩაბარდება სულელის წყალობა.

სულელის შეტევა, როგორც წესი, მოულოდნელია და საფუძველს მოკლებული. ძნელია მისგან დაცვა, რადგან მის თავდასხმას არ აქვს რაციონალური სტრუქტურა.

ამას წერდა შილერიც: ”ღმერთებიც კი უძლურნი არიან სიბრიყვის წინააღმდეგ”.

მეოთხე კანონი. არაბრიყვები ყოველთვის აფასებენ ბრიყვების დესტრუქციულ პოტენციალს.

კერძოდ, არაბრიყვებს მუდმივად ავიწყდებათ, რომ სულელთან ურთიერთობა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ ვითარებაში არის შეცდომაა, რომელიც მომავალში ძვირი ჯდება.

უბრალოები , როგორც წესი, ვერ აცნობიერებენ ბრიყვების საშიშროებას, რაც გასაკვირი არ არის. გასაკვირი ისაა, რომ რომ ბრიყვების საშიშროებას ვერ აცნობიერებენ ვერც ჭკვიანები და ბანდიტები. ბრიყვებთან ისინი თითქოს ისვენებენ და სარგებლობენ თავიანთი ინტელექტუალური უპირატესობით, ნაცვლად იმისა, რომ სასწრაფოდ მობილიზდნენ და ზიანი მინიმუმამდე დაიყვანონ, ვიდრე ბრიყვი რაიმეს ამოისვრის.

გავრცელებული სტერეოტიპია ის, რომ ბრიყვი მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს. არა, ნუ აურევთ ბრიყვებს და უმწეო უბრალოებს ერთმანეთში. არასოდეს დადოთ ალიანსი ბრიყვებთან, ნუ წარმოიდგინეთ, რომ მათი გამოყენება თქვენს სასარგებლოდ შეგიძლიათ. თუ ამას გააკეთებთ, მაშინ აშკარად არ გესმით სიბრიყვის არსი. ამით თქვენ თვითონ უზრუნველყავით მას გაისეირნოს თქვენს სივრცეში და მეტი ზიანი მოგაყენოთ.

მეხუთე კანონი

ხუთი ბაზისური კანონიდან მეხუთე უდავოდ ყველაზე ცნობილია. მეხუთე კანონი ამტკიცებს, რომ

ბრიყვი ადამიანი ბანდიტზე საშიშია.

ეს კანონი და მისი გამომდინარეობა ჯერ კიდევ მიკრო დონეზეა ფორმულირებული. თუმცა, ამ კანონსა და მის გამომდინარეობას მაკრო ხასიათის ღრმა ზეგავლენა აქვს. მთავარი ისაა, რომ იდეალური ბანდიტის ქმედების შედეგი სიმდიდრის და/ან კეთილდღეობის უბრალო გარდაქმნაა. იდეალური ბანდიტის ქმედების შედეგად მის ანგარიშზე ზუსტად იმდენი “დაირიცხება”, რამდენიც “გამოაკლდება” მეორე ადამიანის ანგარიშს. გლობალურად, საზოგადოებისთვის, ამით მდგომარეობა არც უმჯობესდება და არც უარესდება. საზოგადოების ყველა წევრი რომ იდეალური ბანდიტი იყოს, საზოგადოება სრული სტაგნაციის პირობებში აღმოჩნდებოდა, მაგრამ დიდი კატასტროფები არ მოხდებოდა. ყველაფერი ამოიწურებოდა სიმდიდრის მასობრივი გადაცემ-გადმოცემით. თუ საზოგადოების ყველა წევრი რეგულარული მონაცვლეობით იაქტიურებდა, არა მხოლოდ მთელი საზოგადოება, არამედ მისი ცალკეული ინდივიდებიც იდეალური სტაბილურობის პირობებში აღმოჩნდებოდნენ.

მაგრამ როცა ბრიყვი სცენაზე შემოდის, ვითარება სრულიად იცვლება. ბრიყვი სხვას აზარალებს და თავად არაფერს იგებს. შედეგად მთელი საზოგადოება იყვლიფება და ღატაკდება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უბრალოები“ რომელთაც თავიანთი კატეგორიის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი ინტელექტუალური მაჩვენებელი აქვთ, ინტელექტუალური ბანდიტები, და განსაკუთრებით კი ჭკვიანები – ყველანი, სხვადასხვა დოზით, მაგრამ საზოგადოებრივი კეთილდღეობის შენებაში მონაწილეობენ.

ანალოგიურად, ბრიყვი ბანდიტები და ბრიყვი უბრალოები ბრიყვთა მიერ წარმოქმნილ ზიანს კიდევ ზიანს ამატებენ და, ამდენად, მათ დამანგრეველ ძალას კიდევ უფრო აძლიერებენ.

ეს ყველაფერი საზოგადოებათა პერფორმანსის შესახებ რამდენიმე მოსაზრებას გვკარნახობს. მეორე ძირითადი კანონის თანახმად, ბრიყვი ადამიანების რიცხვი მუდმივაა, რომელიც არაა დამოკიდებული დროზე, სივრცეზე, რასაზე, კლასზე ან სხვა ნებისმიერ – ისტორიულ, სოციალურ თუ კულტურულ – ცვლად ფაქტორზე. უმძიმესი შეცდომა იქნება ვიფიქროთ, რომ ბრიყვთა რაოდენობა რეგრესულ საზოგადოებაში მეტია, ვიდრე პროგრესულში. ნებისმიერ საზოგადოებას ბრიყვთა ერთი და იგივე რაოდენობა ღრღნის. საზოგადოების ამ ორ ტიპს შორის განსხვავება იმაშია, რომ რეგრესულში :

ა) საზოგადოების ბრიყვს წევრებს სხვა წევრები საშუალებას აძლევენ, უფრო აქტიურები იყვნენ;

ბ) არასულელი მოსახლეობის შემადგენლობა იცვლება.

ეს თეორიული ვარაუდი ბევრჯერ დაადასტურა ისტორიული შემთხვევების ამომწურავმა ანალიზმა. ისტორიული ანალიზი საშუალებას გვაძლევს, თეორიული დასკვნები ახლებურად, უფრო მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ, მეტი რეალისტური დეტალებით.

მნიშვნელობა არა აქვს, კლასიკურ ხანას ავიღებთ, შუა საუკუნეებს, ახალ პერიოდსა თუ თანამედროვეს, პროგრესით მიმავალ ყველა ქვეყანაში, განვითარებულ საზოგადოებას ბრიყვების თავისი უცვლელი, გამაოგნებელი რაოდენობა ჰყავს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამავე ქვეყნებში ჭკვიანი ადამიანების რაოდენობაც უჩვეულოდ მაღალია. ისინი ბრიყვებს აკონტოლებენ და, ამავე დროს, ქმნიან სარგებელს საკუთარი თავისთვის და საზოგადოების სხვა წევრებისთვის: იმდენს, რამდენიც კმარა, რომ წინსვლა გარანტირებული იყოს.

რეგრესულ ქვეყნებში საზოგადოებაში ბრიყვთა პროცენტი, როგორც ვთქვით, იგივეა. მაგრამ საზოგადოების დანარჩენ წევრებში – განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფ ინდივიდებში – შეიმჩნევა ბრიყვი ბანდიტების საგანგაშო მომრავლება, ხელისუფლებაში არმყოფთა შორის კი – ბრიყვ უბრალოთა რაოდენობის საგანგაშო ზრდა. არაბრიყვი მოსახლეობის შემადგენლობის ასეთი ცვლილება აძლიერებს ბრიყვთა წილის დამანგრეველ ძალას და გარდაუვალი დაღუპვისკენ - ჯოჯოხეთისკენ მიჰყავს ქვეყანა.

1
45
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
45
  
2021, 8 მარტი, 2:04
საოცარი ნაშრომები აქვს ჩიპოლას. კიდევ რა წაგიკითხავთ მისო?
0 1 1