x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:108997
  • ვიდეო:351297
  • სურათი:477867
ტრანსგენდერებს ამერიკულ ჯარში სამსახური ისევ შეუძლიათ: ბაიდენმა შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი უკვე მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა ტრამპის მიერ მისი მმართველობის პირველ წელსვე შემოღებული აკრძალვა, რომლის ძალით ტრანსგენდერებს არმიაში სამსახური აეკრძალათ.


“შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ტრანსგენდერებს მათი გენდერული იდენტობის ნიადაგზე აღარ ემუქრებათ გათავისუფლება ან დემობილიზაცია. პრეზიდენტი ბაიდენი დარწმუნებულია, რომ გენდერული იდენტობა არ უნდა იყოს დაბრკოლება სამხედრო სამსახურის დროს. ამერიკის ძლიერება - მრავალფეროვნებაშია”, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.


აშშ-ის თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა სენატში აკრძალვის გაუქმების შესახებ გამოსვლისას განაცხადა:


“იმ ადამიანს, რომელიც ჯანმრთელია, შეუძლია და რომლის მომზადება შეესატყვისება ყველა მოთხოვნას, უფლება უნდა ჰქონდეს, იმსახუროს შეიარაღებულ ძალებში”.


2019 წელს, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში 8980 ტრანსგენდერი ირიცხებოდა.


ტრამპმა ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა, რომ არ დაუშვებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში ტეანსგენდერებს ემსახურათ. ამის მიზეზად კი “უშველებელი სამედიცინო ღირებულება და დისკომფორტი” დაასახელა.


აკრძალვა ძალაში 2019 წლის აპრილში შევიდა. იმ ტრანსგენდერებს, რომლებიც არმიაში უკვე მსახურობდნენ, ნება დართეს, დარჩენილიყვნენ, მაგრამ ახალი ტრანსგენდერების აყვანა შეწყვიტეს.


პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ ისაუბრა, რომ აკრძალვის დაუყოვნებლივ გაუქმება სურდა. მან საკუთარი სტატუსი პრეზიდენტის რანგში პირველივე კვირის მანძილზე საამისოდ მართლაც გამოიყენა. ბაიდენმა ტრანსგენდერთა უფლებებზე საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისშივე ისაუბრა და იქცა პირველ პრეზიდენტად, რომელმაც გამარჯვების შემდეგ ტრანსგენდერებს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა.


“ჩემი ადმინისტრაცია შეგამჩნევთ თქვენ, მოგისმენთ და იბრძოლებს არამხოლოდ თქვენი უსაფრთხოებისთვის, არამედ ღირსების და სამართლიანობისთვისაც, რაც თქვენ წაგართვეს”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა “ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში.


პრეზიდენტმა მეტი თანასწორობის მისაღწევად ტრამპის მიერ შემოღებული სხვა სამარცხვინო და არადემოკრატიული ინიციატივები და აკრძალვებიც გააუქმა. კერძოდ, რიგი მუსლიმური ქვეყნების მოქალაქეებს კვლავაც ნება დაერთოთ, შევიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეწყდა მექსიკასთან კედლის მშენებლობა და მიღებულ იქნა ინიციატივა რასობრივი თანასწორობის კანონის შესამუშავებლად.


ჯო ბაიდენი

0
68
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0