x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:108997
  • ვიდეო:351297
  • სურათი:477867
20 წლის გოგომ 54 წლის მამაკაცი ინტერნეტით გაიცნო და მისი გერლფრენდი გახდა

მაშინ ალისა 20 წლის იყო, ხოლო პეტერი - 54 წლის. სილამაზის სალონის თანამშრომელს აუცილებლად ასაკოვანი მამაკაცის გაცნობა სურდა. როგორც გოგონამ “დეილი სტარს” განუმარტა, ყოველთვის ასაკით ბევრად უფროსი მამაკაცები მოსწონდა.


“ასაკოვანი მამაკაცების მიმართ ყოველთვის ძლიერ ლტოლვას განვიცდიდი. ალბათ სიგიჟეა ამის თქმა, მაგრამ ყოველთვის ჩემი უფროსი ძმის და მამაჩემის მეგობრებს “ვეჩალიჩებოდი”, - უთხრა ამჟამად 22 წლის ლამაზმანმა ჟურნალისტებს.


წყვილი, რომელსაც ერთმანეთისგან 34 წელი აშორებს, უკვე 2 წელია, ერთად ცხოვრობს. პეტერს ალისამდე 15 წლის მანძილზე ცოლი ჰყავდა, რომელსაც 2010 წელს დაშორდა.


„როცა ალისა ჩვენს პირველ დეითზე რესტორნის კიბეზე ამომავალი დავინახე, გული შემიქანდა. მაშინვე მოვიხიბლე მისი სილამაზით. ალისა კარგი ადამიანია და არ ცდილობს, ჩემი სიმდიდრე გამოიყენოს, როგორც ამის გაკეთება ბევრმა სხვა გოგონამ სცადა”, - განუცხადა 56 წლის რომეომ “დეილი სტარს”.


თავის მხრივ ალისაც თავის ასაკოვან კავალერზე ყურებამდე შეყვარებულია:


“პირველი შეხვედრისთანავე ძალიან შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ის მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია, ახალგაზრდულად გამოიყურება და კარგი მოსაუბრეც არის”, - თქვა ქალმა.


ალისას მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და გოგონას ერთ-ერთ მათგანთან მოუხდა ცხოვრება, თუმცა ადრეული ასაკიდანვე ფულს დამოუკიდებლად შოულობდა.


“მე პეტერს ამის შესახებ მოვუყევი და ვუთხარი, რომ მზად ვიყავი, მასთან ბინაში საცხოვრებლად გადავსულიყავი. მას თავის ბინაში დამატებითი საძინებელი და სააბაზანო ჰქონდა. პეტერი ჩემ ორივე მშობელზე უფროსია, მაგრამ ჩვენი ურთიერთობის წელიწადნახევრის თავზე მე მის შესახებ ჩემ მშობლებს ვუამბე და მათაც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ”.


პეტერს ორი შვილი ჰყავს. ერთი 20 წლისაა, ხოლო მეორე 22 წლის და ალისას მათი გაცნობის ძალიან ეშინოდა, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა.


ალისას “ინსტაგრამზე” გამომწერების აზრი წყვილის ურთიერთობის შესახებ ორად გაიყო. მათი ნაწილი სიხარბესა და ანგარებაში სდებს ბრალს ახალგაზრდა ქალს.


ალისა

1
1226
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1226
  
0 1 1