x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
ცივილიზებული სამყარო სულ იმის ნატვრასა და ძებნაშია, რაც მურსის, პიხარის, ბუშმენთა ტომებს აქვთ
image

ადამიანები მურსის, პიხარის, ბუშმენთა და ა. შ. ტომებიდან ბედნიერები და შინაგანად სრულიად ჰარმონიულები არიან.

ჩვენ?

თუმცა მაინც არ გვინდა ვიყოთ რომელიმე მსგავსი ტომიდან და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ბედნიერებასა და შინაგან ჰარმონიულობაზე, არა?


ჰო, ცივილიზებულმა სამყარომ მოგვცა კომფორტის მრავალნაირი საშუალება, თუმცა დაგვაკარგვინა მთავარი და უმთავრესი ადამიანურ განცდებს შორის - სიმშვიდისა და ბედნიერების ნამდვილი გემო.

არ უნდა გასინჯო უცხო და ხელმიუწვდომელი ხილი, მერე რომ არ მოგენატროს... მოგენატროს და... აღარ იყოს.

რაც არ გაგისინჯავს, რისი გემოც არ იცი, არც არასდროს მოგენატრება.

ასეა,

ამათ, რაც არ გაუსინჯავთ, არც ენატრებათ, თქვენ წარმოიდგინეთ, სურვილიც კი არ უჩნდებათ, რადგან არ იციან, რის სურვილზეა საუბარი.

და არიან ბედნიერები, ბუნებასთან და საკუთარ მესთან ჰარმონიულები.


ჩვენ კიდევ, გაუმაძღრებს, ცივილიზებული სამყაროც გვინდა, ბედნიერებაც, ჰარმონიულობაც, სიმშვიდეც, მაგრამ ყველაფერი ერთად სად არის?

0
1156
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
1156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0