x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108876
  • ვიდეო:351227
  • სურათი:477587
რატომ შეიძლება გქონდეს მისხალი სიმპატია მაინც ჰიტლერისადმი

image


ზოგმა იცით და გახსოვთ, ალბათ, ეს ამბავი ისტორიიდან, ლუდის პუტჩის მერე იტალიაში გაქცეული გერინგი რომ ათ წელიწადში ამნისტიით გერმანიში დაბრუნდა და ჰიტლერმა მეორე ადამიანად აქცია. მაშინ ისიც გემახსოვრებათ, რომ ეს ნარკოდამოკიდებული ვილჰელმი რომ ადოლფის წყალობით გერმანიის საჰაერო ძალების, ლუფტვაფეს მთავარსარდალი გახდა. აი, ვერმახტისთვის უმაღლესი, რაიხსმარშალის წოდებაც რომ მიენიჭა, მანდ დაუშავა საკუთარ თავს, თანაც მწარედ, ჰიტლერმა!

იმაზე მეტი ბერკეტი არავის უნდა მისცე სამართავად, ვიდრე შენგან ეკუთვნის და ვიდრე ამას იმსახურებს! კომფორტს გემო რომ გაუგო და ფუფუნებამ რომ ამხელა გაბარიტების კაცი სრულიად შეისრუტა, გერმანელი ხალხიც დაავიწყდა და საკუთარი დაპირებებიც, თორემ მანამდე, პირველ მსოფლიო ომში კი ისახელა თავი, როგორც რიგითმა მფრინავმა გულწრფელი პატრიოტიზმით. დიახ! კომფორტამდე და ფუფუნებამდე უყვართ სამშობლო და ერი ადამიანებს გულწრფელად.

მერე? მერე ქონში ცურვას რომ იწყებენ, ტვინისა და გულის ჭანჭიკები დაზეთვისგან ეშვებათ და ინსტიქტებზე დამოკიდებულები ხდებიან.

როგორც იქნა, მთავართან მივედი: ამ სიტყვებით უყვირა 1943 წელს მოკავშირეთა დაბობვის შემდეგ ჰიტლერმა გერინგს:

„ბელადის პროფესია ეს არის დაპირებებისა და მათი შესრულების ზუსტი შესატყვისობა! ამას დაჰპირდით ხალხს?!გერინგ, თქვენ ერი მოატყუეთ! “

წარმოგიდგენიათ? ეს სიტყვები ჰიტლერს ეკუთვნის!

რამხელა პასუხისმგებლობას გრნობდა ჰიტლერიც კი საკუთარი ხალის წინაშე?!

აი, 1945 წელს, როდესაც გერინგს აცნობეს, რომ ჰიტლერი თვითმკვლელობას აპირებდა, ქონიანმა რაიხზე კონტროლის გადაბარების თხოვნით მიმართა ფიურერს. ჰიტლერმა სახელმწიფო და პარტიული თანამდებობებიდან მოხსნა და მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა.

მაგრამ რაღა დროს?!

ზოგჯერ, უფრო სწორად, ხშირად გვიანია თითზე კბენანი. ამიტომ ბოლოს კი არა, თავში უნდა იფიქრო, სანამ ვინმეს ფრთის ქვეშ შეისვამ და უბეში გამოიზრდი!

ისე, როგორ გავამხილო და გულის გულში პატარა კუნჭული რომაა და ჩვენ რომ მეორე მეს ადგილი დავარქვით, იქ გამიელვებს-ხოლმე ჰიტლერის სიბრალული. ალბათ, იმიტომაც, რომ სოციოლოგები ამტკიცებენ, ჰოლოკოსტი ვინმე შეშლილ ჰიტლერს კი არა, ზედმეტმა ბიუროკრატიამ, ზედმეტმა წესრიგმა გამოიწვია და ის დღესაც გრძელდებაო. ან კიდევ ეს საშინელი პროცესი თუ თომას მანს ვენდობით, გერმანულმა მუსიკამ - ბახმა და ბეთჰოვენმა გამოიწვიაო. ასეც რომ არ იყოს, მაინც შეიძლება გქონდეს მის მიმართ მცირეოდენი სიბრალული, რადგან ამ საშინელ მმართველსაც კი თავისი იდეოლოგია ჰქონდა, იდეას ემსახურებოდა, რაც გულით სჯეროდა და სწამდა (კარგი იყო თუ ცუდი), იმ გზას ადგა და არა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე პირადი კეთილდღეობის მოწყობისა და პირადი გამდიდრების შარას.

ეგებ ცუდი იდეოლოგიის ქონას, საერთოდ რომ არ გქონდეს, სჯობდეს კიდეც, მაგრამ მაინც საშინელებაა იდეოლოგიის გარეშე, ინერციით რომ მიჰყვები გაუგებრობას და ბუნდოვანი რომ ხდება რას და რატომ ემსახურები...

0
408
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
408
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0