x
მეტი
  • 25.02.2021
  • სტატია:108650
  • ვიდეო:351122
  • სურათი:476887
დროშა ვერ დაკიდენ ამ შ...

გოგიქუთაისის შესასვლელში დროშის სადგარი ისევ მთავარი ეროვნული სიმბოლიკის გარეშეა - ქალაქი მეორე დღეა უდროშოდაა დარჩენილი. მოსახლეობას თვლა აერია, მერამდენედ ხედავენ 47-მეტრიან ბოძს დროშის გარეშე, რომლის აღმართვაც რეალურად ქალაქს 65 ათას ლარამდე დაუჯდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქუთაისი დროშის გარეშე დარჩა. რამდენიმე თვის წინ დროშა ქარმა წაიღო, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ეროვნულ სიმბოლიკას ქარი აზიანებს და მერია ხსნის, ახალი დროშის აღმართვა კი, ბიუჯეტს 1500 ლარი უჯდება.

თუმცა, პრობლემის ამ დრომდე მოუგვარებლობა და თითქმის ყოველ კვირას ახალი დროშის აღმართვა, მესამე სექტორისთვის ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის აბუჩად აგდება და უპატივცემულობის მაჩვენებელია.

გოგი წულაია, რომელსაც ქუთაისის დროშის "ვერ დაკიდება" არაერთხელ გააპროტესტა, მიიჩნევს, რომ სამარცხვინო ფაქტია, როდესაც ხელისუფლება ეროვნულ სიმბოლიკას უდიერად ეპყრობა და პრობლემის მოგვარებას ასე აჭიანურებს.

ოპოზიციაში ხელისუფლებს გულგრილობასა და კორუფციულ ნიშნებზე საუბრობენ.

როდის აღმართავენ დროშას ქუთაისის შესასვლელში უცნობია. თუმცა, ხელისუფლებამ მოსახლეობა უკვე შეაგუა, რომ ქალაქის თავზე ზოგჯერ დახეულმა დროშამ იფრიალოს, ან სულაც უდროშოდ იდგეს 47-მეტრიანი სადგარი.


0
29
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0