x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კარტოგრაფების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია

ივერიკარტოგრაფების საქმეზე პოლიტიკური მოტივით დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი უკვე მეოთხე თვეა საპატიმროში იმყოფებიან.

28 იანვარს საქალაქო სასამართლოსთან ივერის და ნატალიას პროცესის პარალელურად, მათი მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

ეს 25 სექტემბერს გაკეთებული ფარული სატელეფონო ჩანაწერია, რომელიც პროკურატურამ მოიპოვა და გამოძიების დასრულების წინა დღეს გადმოგვცა. ჩანაწერში ივერი მელაშვილი და ერთ-ერთი მოწმე, ჩვენი ვარაუდით გივი კეკელიძე, რომელიც წლების მანძილზე სადელიმიტაციო კომისიის წევრი იყო, საუბრობენ საქმის დეტალებზე. გთხოვთ ამ ჩანაწერს ბოლომდე მოუსმინოთ.
ჩანაწერით დგინდება: ა) ყველა შეთანხმებული მონაკვეთი შეესაბამება 1938 წლის საზღვრის ხაზს; ბ) საზღვარი თანხმდებოდა 1:100 000 მორიგე რუკებით, რომელიც 1942 წელს არის გამოცემული და მასზე დაბეჭდილია 1938 წლის საზღვრის ხაზი; გ) გარეჯის მონაკვეთი შეუთანხმებელია (ჩვენმა მხარემ არ დაუშვა მისი შეთანხმება), მიუხედავად იმისა, რომ კარტოგრაფიულად აზერბაიჯანის სასარგებლო სიტუაცია იყო: წერს გიორგი მშვენიერიძე სოციალურ ქსელში
0
55
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0