x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:108997
  • ვიდეო:351296
  • სურათი:477867
როგორ დავატყვევოთ მამაკაცი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ამბობენ, სამყაროს სიყვარული მართავს, ის ყველაზე აღმატებულიაო. თუმცა, უნდა ფლობდე უნარს, რომ შეძლო სიყვარული. უბრალოდ, არავის არავინ უყვარდება. აუცილებელია, რომ ადამიანებამდე მიიტანო გარკვეული პოზიტიური ასპექტები. უწყვეტი თვითგანვითარება სიყვარულის წარმატების გასაღებია და სულაც არაა მნიშვნელოვანი, მხოლოდ ფიზიკური სილამაზე, მას სულიერი სილამაზეც უნდა დაერთოს.



image



დღევანდელ სტატიაში გაგანდობთ პატარა საიდუმლოს, თუ როგორ მოხიბლოთ და გაუჩინოთ მამაკაცს თქვენ მიმართ ინტერესი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.






1. ვერძი - მამაკაცი ვერძის "შებმას" ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი მოახერხებს, რადგან ის ძალიან მარტივი პიროვნებაა. თუ თავისუფალია მისი გული, მაშინ არც წინააღმდეგობრივი ბარიერი არსებობს. საკმარისია დაანახვოთ მცირედი ინიციატივა და ის, რომ მისი სურვილი გაქვთ და დანარჩენს უკვე ის მოიმოქმედებს.





2. კურო - კმაყოფილება მიანიჭოთ მამრ კუროს, არცთუ ისე მარტივია. უნდა გქონდეთ დიდი ფსიქიკური პოტენციალი და ასევე სილამაზე. კურო ყურადღებას აქცევს ყველაფერს, ქალი უნდა იყოს ლამაზი, მოვლილი და ჭკვიანი, ამიტომ ცოტა რთულია მისი მოთხოვნები ვინმემ სრულად დააკმაყოფილოს.




3. ტყუპები - ექსპერტები მოგვიწოდებენ, რომ "ტყუპი" მამრების მოპოვების დროს ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან თუ შეგატყობენ, რომ ის თქვენთვის პრიორიტეტულია, "თავზე დაგაჯდებათ და ფეხებსაც შეგაწმენდთ". უნდა დაანახვოთ, რომ ძლიერი ხართ და ეს ნამდვილი სიყვარულია და არ ხართ ის მორიგი, რომლის ყოფილების სიაში ჩაწერაც შეეძლება.





image




4. კირჩხიბი - თუ კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცის მოხიბვლას გეგმავთ, მაშინ გეტყვით, რომ აქ განსაკუთრებული ხრიკი ან მაგია საჭირო სულაც არაა. უბრალოდ გამოხატეთ მის მიმართ აღფრთოვანება და დაარწმუნეთ, რომ სწორედ ის ქალი ხართ, ვისაც ელოდა.





5. ლომი - მამრი ლომი არის ის პიროვნება, ვისაც სურს, რომ თქვენს ცხოვრებაში იყოს ყველაზე პირველი და მნიშვნელოვანი. ის მომთმენი, მზრუნველია და ამიტომ მის გვერდით უნდა წარმოაჩინოთ თავი დაუცველ გოგონად, არ უყვარს მასზე ძლიერი ქალები. ვერ იტანს კონკურენციას, ამიტომ ფაქტი, რომ ქალი ძლიერია და შეუძლია ის მართოს, აგიჟებს. ცოტა აღფრთოვანება, კომპლიმენტი და ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა.




6. ქალწული - ქალწული მამრები ყველას ეჭვის თვალით უყურებენ, ამიტომ მუდმივი გამოცდილების ქვეშ არიან და ცხოვრების გასატარებლად ირჩევენ ქალებს, რომლებიც არიან საიმედოები და მის ცხოვრებას გაალამაზებენ. სასურველია, რომ თქვენი მიზნები და ფიქრები დაემთხვეს და მისცეთ მცირე დრო მშვიდად გამოსაძინებლად. უნივერსალური რჩევაა - არ დაკარგოთ მათი ნდობა, არ ჩაიცვათ ვულგარულად და არ ეფლირტაოთ სხვებს, სულ ეს არის, რაც ქალწულს არ მოწონს და წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენზე აზრს შეაცვლევინებს.





image




7. სასწორი - მამაკაცი სასწორი არაბალანსირებადია, ამიტომ ბერკეტი თქვენს ხელთაა და უნდა შეძლოთ მისი სწორი მიმართულებით წაყვანა და ის, რომ ნამდვილ ვნებას აზიაროთ. დასახმარებლად შეგიძლიათ მათი ჰობი გამოიყენოთ. თუ იმას მოიწონებთ და შეიყვარებთ, რაც მამრ სასწორს უყვარს, ის თქვენ გაგაღმერთებთ. მიუხედავად იმისა, რომ სასწორს არ ადარდებს, რა ზომა მკერდი გექნებათ ან რამდენს იწონით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოუვლელი უნდა იყოთ.





8. მორიელი - მამრი მორიელი, ერთი შეხედვით ძალზედ სასიამოვნო "ტიპია". კაცი, რომელსაც არ უნდა ოჯახს და ცოლს უღალატოს და მიაყენოს გულისტკივილი. თუ განიზრახეთ მორიელის გულის მოგება, რომელიც თქვენი ცხოვრების მეგზური აუცილებლად ბოლომდე იქნება, მაშინ მზად უნდა იყოთ მასთან გულახდილი საუბრებისთვის, თუნდაც ეს მთელი ღამით, გათენებამდე გაგრძელდეს. თუ ნებისმიერ სიტუაციაში მის გვერდით იქნებით, მის გულს აუცილებლად მოიგებთ.




9. მშვილდოსანი - მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი, ძალზედ უცნაური არსებაა, რაც მას უფრო ქარიზმატულს ხდის. ძალზედ ძნელია მათი გაგება, ამიტომ თუ ამ ცეცხლოვანი მამრის გულის მოპოვებას დააპირებთ, უბრალოდ იყავით ის, რაც ხართ. ისინი ნებისმიერ სისულელეს კილომეტრებიდან გრძნობენ, ამიტომ მათი მოტყუების შანსი არ გაქვთ. გსურთ მისი გულის მონადირება? დაარწმუნეთ, რომ მათთან ერთად ნებისმიერი ესპერიმენტისთვის მზად ხართ და ხართ ის, რაც ხართ და არ აზროვნებთ გარკვეული სტერეოტიპების მიხედვით.





image


10. თხის რქა - მამაკაცი თხის რქის გულის მოსაპოვებლად, საკმარისია მისი ნდობა მოიპოვოთ. ის პატიოსნებას და თავმდაბლობას აფასებს. ამიტომ, თუ სასიამოვნო მამაკაცი გამოჩნდება თქვენი ცხოვრების ჰორიზონტზე, რომელიც თხის რქის ნიშნის ქვეშ იქნება დაბადებული, უნდა მიიღოთ მისი თამაშის წესები და ის თქვენი გახდება.





11. მერწყული - თუ მოულოდნელად მამრი მერწყული შეგიყვარდათ, მაშინ იცოდეთ, რომ დრამების და გარკვეული სცენების მოწყობა არ უნდა გაბედოთ, ის აფრთხობს მას. იმეგობრეთ მასთან ორგანულად და ის თავად გაიგებს, რა გჭირდებათ მისგან. თუ ისწავლით მასთან მეგობრობას, იმოქმედებთ მისი წესების მიხედვით და არასოდეს არ დაარღვევთ მისი კომფორტის ზონას, მის გულს მოინადირებთ.




12. თევზები - თევზი მამრის "დაკერვა", მხოლოდ ლამაზი ფიზიკური კრიტერიუმებითაა შესაძლებელი. მისი ყურადღების მიპყრობა ინტელექტითაც შეიძლება, თუმცა ეს უფრო რთული იქნება. ისინი აღმერთებენ ლამაზ ქალებს. ძნელია მათი გაგება, თუმცა თუ მოახერხებთ და საერთო ენას გამონახავთ, ის შესანიშნავი მეორე ნახევარი ან საყვარელი გახდება.




0
770
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
770
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0