x
მეტი
  • 08.03.2021
  • სტატია:109047
  • ვიდეო:351325
  • სურათი:477973
დაუჯერებელი გარდასახვა: ეს გოგონა პლასტიკურ ოპერაციებამდე სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა

ჩენტინო


მას გარეგნობის გამო სკოლში ბევრს დასცინოდნენ, თუმცა დღეს 26 წლის სელინ ჩენტინოს თავის წარსულ გარეგნობასთან აღარაფერი აკავშირებს.


ციურიხში მცხოვრებმა შვეიცარიელმა 22 500 ევრო დახარჯა, რათა გარეგნობა შეეცვალა. მხოლოდ მკერდზე მას 3 ოპერაცია აქვს გაკეთებული.


თუმცა, აღნიშნული კარგი ინვესტიცია გამოდგა, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩენტინოს ინსტაგრამზე უკვე 325 ათასი გამომწერი ჰყავს.


“დეილი სტართან” ჩაწერილ ინტერვიუში ინფლუენსერმა შემდეგი სახის განცხადება გააკეთა:


“ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მქონდა გადაწყვეტილი, რომ გარეგნობა უნდა შემეცვალა. თავს ძალიან უბედურად ვგრძნობდი, როცა საკუთარ თავს სარკეში ვუყურებდი. ასეთ დროს ყოველთვის ტირილი მინდოდა. თავს საკუთარი სხეულის ტყვედ აღვიქვამდი”.


სკოლაში თანაკლასელები გამუდმებით უმეორებდნენ, რომ ბიჭს ჰგავდა და ყურადღებას მის გრძელ ცხვირზეც ამახვილებდნენ.


“სკოლაში მეგობრები არ მყავდა და ბოლოს იქ სიარული აღარც კი მინდოდა. მსურდა, თანაკლასელებისთვის თავი ისე მომეჩვენებინა, თითქოს დაცინვა ჩემზე არ მოქმედებდა, რათა ჩემს ოჯახს ნაკლები პრობლემები ჰქონოდა”, - განაცხადა სელინმა.


26 წლის ციურიხელმა 22 500 ევრო წლების მანძილზე გასაოცარი ხელმომჭირნეობის ხარჯზე დააგროვა. ის სილამაზის სალონში მუშაობდა და მაღალი ხელფასი არ ჰქონია.


ამჟამად სელინი მისი გარეგნობის გამო მოდელად და ინფლუენსერად მუშაობს და მაღალი ანაზღაურებაც აქვს, თუმცა პირად ცხოვრებაში მაინც არ უმართლებს. ის 7 წელიწადია, სრულიად მარტო ცხოვრობს, მიუხედავად მამაკაცების მხრიდან მის მიმართ ყურადღებისა.


ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ სილამაზე ბუნების საჩუქარია, არადა, თუ ფული და სათანადო სურვილი გაქვს, ჩვენს დროში ისე გაგალამაზებენ, როგორც გსურს, რისი მაგალითიც 26 წლის სელინია. ამრიგად, დღეს სილამაზე მატერიალური შეძლების საკითხი უფროა, ვიდრე ბუნების თუ “ღმერთის” მოწყალების.


ჩენტინო

0
276
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0