x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძველი მსოფლიოს მედიცინის სასწაულები

image


ეს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი პირველი შემთხვევა არ არის, იმის დასამტკიცებლად, რომ ბევრი ძველი ცივილიზაცია ტექნოლოგიებს ფლობდა, რომელიც ჩვენთვის, თანამედროვე ადამიანებისთვის, ხელმისაწვდომი არც თუ ისე, დიდი ხნის წინ გახდა...


imageინკებამდელი სტომატოლოგია. ფოტო გადაღებულია კუენკას (ეკვადორი) ეთნოგრაფიულ მუზეუმში


წარმოგიდგენიათ, თუ როგორი წვრილი და როგორი სწრაფი უნდა ყოფილიყო ბურღის თავი, რომ ერთ კბილზე სამი ხვრელის გაკეთება ყოფილიყო შესაძლებელი. ბურღის სისწრაფე კი, რა თქმა უნდა დენის წყაროზეა დამოკიდებული. არა და, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კოლუმბამდე ამერიკაში, ბორბალი რა იყო არ იცოდნენ.

imageსამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, ვიდრე ინკების კულტურა ჩამოყალიბდებოდა, ინდიელების სხვა ტომები ცხოვრობდნენ. ინკების კულტურა შედარებით გვიან გაჩნდა, მანამდე კი ისტორიულ არენაზე, ჯერ კიდევ, ჩვენს ერამდე II ათასწლეულში, ანდებში, სხვა ტომები ცხოვრობდნენ და მათ შორის, ყველაზე ძველად, ჩავინის და პარაკასის კულტურა ითვლება.

ეს ტომები მომთაბარე ცხოვრებას არ ეწეოდნენ და მიწათმოქმედებას მისდევდნენ. მოჰყავდათ სიმინდი, პარკოსნები, გოგრა და სხვა ბაღჩეული კულტურები. ცნობილია ისიც, რომ ამზადებდნენ ბამბის ქსოვილს, ანუ მათთვის, «უცხო ხილი» არც ბამბა იყო.

ჩავინის (ძვ. წ. აღრ. XII – VIII სს. – ახ. წ. აღრ. IV ს. ) ცენტრი ჩავინ-დე-უანტარი იყო, რომელიც ცენტრალურ ანდებში მდებარეობდა და თავის მნიშვნელობას, ინკების იმპერიის არსებობის პერიოდშიც ინარჩუნებდა. მოგვიანებით, ჩრდ. სანაპიროზე, სხვა კულტურებიც ჩამოყალიბდა, რომელთა შორის, აღსანიშნავი მაჩიკას კულტურა (დაახლოებით, ძვ. წ. აღრ I – VIII სს.). მან თავისი უნიკალური არქიტექტურით, ოქრომჭედლობით და კერამიკით, განსაკუთრებული ადგილი დაიკავა სამხ. ამერიკელი ინდიელების კულტურულ მემკვიდრეობაში.


imageჩავინ-დე-უანტარის ტაძრის კედელი


ის რომ ამ ხალხებს დიდი მიღწევები ჰქონდათ მედიცინაში. ამის მტკიცებულებას, ზემოთ წარმოდგენილი, იმ დროინდელი, სტომატოლოგიური მანიპულაციების ფოტო და ქ. იკის გარეუბანში, აღმოჩენილი მოხატული ქვები წარმოადგენს.

დღეს ქ. იკის მუზეუმში 5 დარბაზია გამოყოფილი, რომლებშიც უამრავი მოხატული ქვა არის გამოფენილი. ქვებზე არა მარტო ცალკეული ნახატები, არამედ, თანამედროვე კომიქსების მსგავსად, ნახატების მთელი სერიებია წარმოდგენილი.


image


ნახატებს შორის არის გამოსახულებები, რომლებიც ადამიანები გამადიდებელი ლუპებით რაღაცას იკვლევენ და არიან ქირურგები, რომლებიც ოპერაციას ატარებენ. ნახატებიდან ირკვევა, რომ იმ ცივილიზაციის ექიმებს, არა მარტო გულის, არამედ ტვინის გადანერგვაც კი შეეძლოთ.


image


ძველი მსოფლიოს ავტორიტეტული ისტორიკოსების და გეოგრაფების წყაროებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, მედიცინის სფეროში, ინდიელებს არც ეგვიპტელები ჩამორჩებოდნენ:

ჯერ კიდევ პირველი დინასტიის ფარაონის ჰორ აჰას (ძვ. წ. აღ. XXX სს) მმართველობის დროს, ადამიანის სხეულის ანატომიის ატლასი შეიქმნა. რომლიდანაც ჩვენამდე რამდენიმე ფრაგმენტმა და მედიცინა–ფარმაკოლოგიისადმი მიძღვნილმა, 10-მდე პაპირუსმა მოაღწია. ხოლო, მეცნიერ–ეგვიპტოლოგების დასკვნები, რომლებიც უამრავი მუმიის შესწავლაზეა დაფუძნებული, უბრალოდ განსაცვიფრებელია. გაირკვა, რომ ძველ დროში, ეგვიპტელი ქირურგები წარმატებით აკეთებდნენ გულის და პლასტიკურ ოპერაციებს, ორგანოების გადანერგვას და პაციენტებისთვის სქესის შეცვლაც კი შეეძლოთ (როგორც ჩანს, ერთმანეთთან შეუსაბამო სასქესო ორგანოების და ქრომოსომების პრობლემა, ძველ მსოფლიოშიც არსებობდა).

imageამასთან, კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ოპერაციების უმრავლესობა წარმატებით და საკმაოდ პროფესიონალურ დონეზე ტარდებოდა. ხოლო, ოპერაციების შემდეგ, ადამიანები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ.

მაგ., «სმიტის პაპირუსი» (XIX ს. II ნახევარში პაპირუსი ამერიკელი ეგვიპტოლოგის ედვინ სმიტის საკუთრებაში იყო), რომელიც ამერიკელმა ეგვიპტოლოგმა ბრესტიდმა თარგმნა და რომელიც ძვ. წ. აღრ. 1550 წლით არის დათარიღებული, შეიძლება ითქვას, რომ «ქირურგიის სახელმძღვანელოა». პაპირუსი გაფორმებულია ადამიანის სხეულის შინაგანი ორგანოების და ასევე პოსტ-ოპერაციული პერიოდის ნახატებით. რაც იმაზე მეტყველებს, რომ მასში მოცემული ინფორმაცია, ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი არ არის და მის საფუძველს, სამედიცინო პრაქტიკის შედეგები წარმოადგენს.


imageფრაგმენტები სმიტის პაპირუსიდან


უდიდესი შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს ებერსის პაპირუსსაც, რომელიც გერმანელმა ეგვიპტოლოგმა გ. ებერსმა ლაიფციგის მუზეუმისთვის შეიძინა და შემდეგ გამოაქვეყნა კიდეც. პაპირუსი, რომელიც ძვ. წ. აღრ. XVI საუკუნის IV მეოთხედით არის დათარიღებული, მედიცინის თემაზე დაწერილი და ჩვენამდე მოსული, უძველესი წერილობითი წყაროა. ფორმის მიხედვით, – გრაგნილია, რომლის სიგრძე, დაახლოებით, 20 მ-ს შეადგენს. ის სხვადასხვა დაავადების მკურნალობის რეცეპტებს, დიაგნოსტირების აღწერას და რჩევებს შეიცავს. პაპირუსში არის კოსმეტიკური განყოფილებაც, რომელშიც მოცემულია ნაოჭების გასწორების, ხალის მოცილების, კანის ფერის შეცვლის, თმის და წარბების შეღებვის, თმის ზრდის დაჩქარების და სიელმის გამოსწორების რჩევები. პაპირუსის 877 პარაგრაფში, რეცეპტების გარდა, მოცემულია მოსაზრებები ცხოვრებისეულ პრობლემებზეც, ჯამრთელობაზე და სიკვდილზე.



imageებერსის პაპირუსის ფრაგმენტი


ჩვენამდე მოღწეული პაპირუსები, როგორც პალეოგეოგრაფიულმა კვლევამ და შინაარსმა აჩვენა, უფრო ადრინდელი სამედიცინო ტრაქტატების ასლებია. მაგ., იგივე ებერსის პაპირუსში, პირდაპირ არის მითითებული, რომ მასში მოცემული თმის ზრდის რეცეპტის მიხედვით, წამალი პირველად, I დინასტიის ფარაონის დედისთვის, ჩვენს ერამდე 3000 წლის წინ მომზადდა. ამავე პაპირუსში მოცემულია ინფორმაცია, სისხლძარღვების შესახებ, რომელიც ქ. ისნაში, I დინასტიის III ფარაონის მმართველობის დროს, ღმერთი ანუბისის სკულპტურის ქვეშ აღმოაჩინეს. იგივე ინფორმაციას შეიცავს ბერლინის პაპირუსშიც.

ძველ ეგვიპტეში იცოდნენ ძვლების მოტეხილობის შეხორცების მეთოდებიც. თუმცა, პაპირუსებში მოტეხილობაზე არაფერი წერია, მაგრამ ამის მტკიცების საფუძველს, მუმიების ძვლები წარმოადგენს, რომლებსაც აშკარად ეტყობა მოტეხილობის და ქირურგიული ჩარევის კვალი. მაგ., კარგად შეზრდილი ძვლების კვალი აღმოჩენილია ძვ. წ. აღრ. III ათასწლეულის დასაწყისით თარიღდებულ მუმიებზე. 1971 წ. კი, ეგვიპტეში ამერიკელმა არქეოლოგებმა დალუქული სარკოფაგი აღმოაჩინეს და დეტალური კვლევის ჩასატარებლად, კალიფორნიაში გადაიტანეს. მისი გახსნის შემდეგ, ნახეს საკმაოდ კარგად შენახული მუმია და დაადგინეს, რომ მისი ასაკი 2600 წელს აღემატებოდა და რომ, ის საკუთარ სარკოფაგში არ იწვა. თავდაპირველად, მასში სხვა მუმია – იუზერმონტუ უნდა ყოფილიყო ჩასვენებული, ხოლო წლების შემდეგ, იგივე სარკოფაგში, რატომღაც, მეორე მუმია მოათავსეს. სწორედ ის არის ჩვენთვის ცნობილი, სარკოფაგის ძველი «პატრონის» სახელით. ეს ადამიანი სიცოცხლეში, საშუალო სიმაღლის, შეძლებული ადამიანი უნდა ყოფილიყო.

მეცნიერებმა მუმია, შესწავლის შემდეგ, კალიფორნიის ისტორიის მუზეუმს გადასცეს, სადაც სარკოფაგი ორ ათეულ წელზე მეტ ხანს იდგა, ვიდრე მისთვის დამატებითი კვლევის ჩატარება არ გადაწყდა. მიღებულმა შედეგმა კი, ყველა საგონებელში ჩააგდო.

1995 წელს მუმიას რენდგენული კვლევა ჩაუტარეს და მის მარცხენა ფეხში ლითონის შტიფტი (მილისებური შემაერთებელი მოწყობილობა) აღმოაჩინეს. ეს 23 სმ-ს სიგრძის, მუხლში ჩაყენებული საგანი იყო. უფრო დეტალური კვლევისთვის, ძვალი გაბურღეს და ძვლის და უცხო საგნის ნიმუშები აიღეს. ციტოლოგიური ანალიზისას, ორგანული რეზინის ნაწილაკები იყო აღმოჩენილი, რომელიც ძვლების შესაწებებლად იყო გამოყენებული. ყველაფერი საუკეთესოდ იყო შეწებებული და როგორც ზევით იყო აღნიშნული, ამ ოპერაციის «ასაკი», დაახლოებით, 2600 წელი არის.


image«იუზერმონტუს» მუმია


გამოდის რომ, ძველეგვიპტელ ქირურგებს, თითქმის 3 ათასი წლის წინ, ურთულესი ქირურგიული ოპერაციების ჩატარება შეეძლოთ. მკვლევარების თქმით, მუმიის ხელოვნური ინპლანტანტი ბიომექანიკის იმ პრინციპების დაცვით არის შექმნილი, რომლითაც დღეს, თანამედროვე ორთოპედები ხელმძღვანელობენ.

ძველ ეგვიპტეში კარგად იყო განვითარებული სტომატოლოგიაც. ასეთი დასკვნის საფუძველს, არაერთი მუმიის კბილებზე შემროჩენილი ბჟენები იძლევა.


image


ეგვიპტეში ფართოდ იყო გავრცელებული პროთეზირების პრაქტიკაც: ამოღებული კბილის ჩანაცვლება სპილოს ძვლის კბილით ხდებოდა, რიმელიც ჯანმრთელ კბილებზე ოქროს მავთულით მაგრდებოდა. ხოლო, უბედური შემთხვევის დროს, დაკარგული კიდურის ან მისი ნაწილის შეცვლა ხისგან გამოთლილი პროთეზით ხდებოდა. ასეთი პროთეზის ნიმუშების ნახვა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია შესაძლებელი. მოცემულ სურათზე კი, მუმიის კიდურის ნაწილია, რომელიც ძ. წ. აღრ. XV საუკუნით არის დათარიღებული და დღეს კაოროს მუზეუმის ექსპონატია.


image


«ძველად ექიმებმა უფრო მეტი იცოდნენ ადამიანის ორგანიზმის შესახებ, ვიდრე დღეს ვიცით» — ამტკიცებს ფიზიოლოგიის დოკტორი ალ. ჰაფეზი. მან 2 წლის მანძილზე, ძვ. წ. აღრ. 2700-1250 წწ. დათარითებული, 231 მუმია შეისწავლა და არქეოლოგების და ისტორიკოსთა წრეებში ნამდვილი ფურორი გამოიწვია. მის მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნაში ისეთი ოპერაციების ნუსხაა წარმოდგენილი, რომ ზოგიერთი მათგანის ჩვენს დროში ჩატარება შეუძლებელიც კი არის. მაგ., მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ ერთ მუმიას თავი ჰქონდა გადანერგილი. რაც იმას ნიშნავს, რომ იმ დროს ექიმებმა იცოდნენ, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ, რომ ორგანიზმის იმუნიტეტის უჯრედებს უცხო ქსოვილების უარყოფა არ მოეხდინა.

დოკ. ჰაფეზის აზრით, ძველ ეგვიპტეში სამედიცინო ტექნოლოგიები და მკურნალობის მეთოდები ძალიან მაღალ დონეზე იყო, მაგრამ ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, ბევრი რამ დავიწყებას მიეცა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენამდე არსებობდა ცივილიზაცია, რომელიც განვითარების უმაღლეს დონეზე იყო! თუმცა, ჩვენ ამის დაჯერება არ გვინდა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. 7 პრიმიტიული გამოგონება, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა
2. კოლუმბი პირველი არ იყო! კოკაინი და ნიკოტინი ძველ ეგვიპტეში
3. «ჰარი პოტერის» მთავარი როლის შემსრულებლები 20 წლის შემდეგ (როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ)

4. გიგანტების სამყარო. ადამიანი-გიგანტების სამარხები და არტეფაქტები საქართველოში

5. მსოფლიოს უძველესი და მითიური ცივილიზაციები

6. რატომ გაქრა ცივილიზაცია, რომელმაც პირამიდები ააშენა


1
662
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
662
  
2021, 17 თებერვალი, 1:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1