x
მეტი
  • 28.02.2021
  • სტატია:108733
  • ვიდეო:351135
  • სურათი:477109
რა არის ფსორიაზი?

image
რა არის ფსორიაზი?

ფსორიაზი არის დაუზუსტებელი ბუნების აუტოიმუნური დაავადება.იგი თანაბრად გვხვდება კაცებსა და ქალებსა შორის და 10-40 წლამდე ასაკში ვლინდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი პირველადი გამოვლენა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში.თუ დაავადების დებიუტი ბავშვობაში მოხდა-ის უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

არსებობს მოსაზრება, რომ ეს დაავადება განპირობებულია მემკვიდრული ფაქტორით, გარეგანი ფაქტორებით, მუდმივი ემოციური დაძაბულობით, ალკოჰოლიზმით და სტრესით.ხშირად გენეტიკურად მოჰყვება თაობიდან თაობას, შესაძლებელია, ერთდროულად ჰქონდეს ოჯახის რამოდენიმე წევრს.მაგრამ ფსორიაზის გენი, რომელიც მამისგან ან დედისგან შვილს გადაეცემა და ფსორიაზს გამოიწვევდა, როგორც წესი, არ არსებობს.

გარემო ფაქტორებს შეუძლიათ ფსორიაზის პროვოცირება ან გამწვავება: იგი შეიძლება განვითარდეს ტრავმის ადგილზე, როგორიც არის განაკაწრი, ოპერაციის შემდეგ განვითარებული ჭრილობა, დამწვრობა, ასევე ვირუსული ინფექციის, ალერგიული რეაქციის(წამლისმიერი), ზოგიერთი მედიკამენტის ან კორტიკოსტეროიდების გამიყენების შემდეგ.

რა ხდება ფსორიაზის დროს?

კანი შედგება რამოდენიმე შრისაგან.ბაზალური შრიდან უჯრედები იზრდება და ზედაპირზე ამოდის, განიცდის გარქოვანებას და იქერცლება.ნომაში ეს პროცესი 30 დღე გრძელდება.ფსორიაზის დროს ეს პროცესი კი დაჩქარებულია და ფსორიაზისთვის დამახასიათებელ მიდამოებში უჯრედების განახლების პროცესი 7 დღეში ერთხელ ხდება- ჭარბი უჯრედები აქერცვლას ვერ ასწრებს და ქერქს წარმოქმნის.

დაავადებას ახასიათებს სხვადასხვა კლინიკური ფორმა.ყველაზე ხშირია ბალთოვანი ფორმა.ფსორიაზული ბალთა წარმოადგენს შემოსაზღვრულ ინფილტრირებულ ჰიპერემიულ გამონაყარს, რომელიც დაფარულია მოთეთრო-მონაცრისფრო ქერცლით. ლოკალიზებულია კიდურების მომხრელ ზედაპირზე(მუხლებზე, იდაყვებზე), თავის თმიან მიდამოში(ყურებში, ყურების უკან), დუნდულებზე, გავის არეში, სასქესო ასოზე.შეიძლება აღინიშნებოდეს ასევე დაზიანება ფრჩხილებზე, იღლიებში, ანოგენიტალურ მიდამოში.ქავილი არ არის დამახასიათებელი.

ფრჩხილის დაზიანება წააგავს სოკოვან ინფექციას, იგი წინ უსწრება კანზე გამონაყარს და შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფრჩხილის ფირფიტაზე სათითესმაგვარი ჩანაჭდევებით, დაზოლვით, სისხლჩაქცევებით, ფრჩხილის ფირფიტის აცლა ფრჩხილის საწოლიდან, ფრცხილქვეშა ჰიპერკერატოზით.

მნიშვნელოვანია ასევე ფსორიაზული ართრიტის ფორმა-შეიძლება გამოხატული იყოს ერთი ან რამოდენიმე სახსრის ანთებით და აღენიშნება პაციენტთა 5-9%.დაავადების პროგრესირებამ შეიძლება მოძრაობის შეზღუდვამდეც მიგვიყვანოს.

ნაოჭების ფსორიაზი აზიანებს ინტერტრიგინოზულ არეებს იღლიის, სარძევე ჯირკვლის და საზარდულის მიდამოს ჩათვლით.უფროსი ასაკის ავადმყოფებში გვხვდება.

ხელისა და ფეხის გულების ფსორიაზი გამოხატულია ჰიპერკერატოზით, შეიძლება პესტულების ლოკალური ჯგუფებისაგან შედგებოდეს.

წვეთისებური ფსორიაზი ახალგაზრდა საკში ვლინდება, ვითარდება მწვავედ, განსაკუთრებით ყელის მწვავე სტრეპტოკოკური ინფექციის შემდეგ.სხეულზე, კიდურებზეა ლოკლიზებული გაფანტულად მდებარე მცირე პაპულების სახით.

რა იწვევს ფსორიაზის გამწვავებას?

პირველ რიგში სტრესი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაპროვოცირებელ ფაქტორს, ასევე ზოგიერთი წამალი-ანთების საწინააღმდეგო არასტეროუდული მედიკამენტები, ალკოჰოლი, თამბაქო. საკვები დაავადების გამწვავებას არ იწვწვს, მაგრამ ზოგიერთმა ალერგიულმა პროდუქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ქავილი და ის ადგილას, სადაც მოიქავებს ავადმყოფი შესაძლოა გაჩნდეს ახალი ფსორიაზის ბალთა(კებნერის ფენომენი).

დიაგნოსტიკა.

დიაგნპზის დასასმესად საკმარისის დათვალიერაბაც;კანის ბიოფსია არ იძლევა სპეციფიურ დამაჯერებელ დასკვნას. მნიშვნელოვანის ფსორიაზული ტრიადის განსაზღვრა, ოჯახური ანამნეზი, კებნერის დადებითი რეაქცია კანის ტრავმირების დროს.დაზიანებული ფრჩხილების შემოწმება სოკოვან ინფექციაზე.

მკურნალობა.

ფსორიაზის განკურნება შეუძლებელია სამწუხაროდ, მაგრამ ხანგრძლივი რემისია ხდება.

მკურნალობა დაავადების სიმძიმის შესაბამისად უნდა წარიმართოს.მსუბუქი შემთხვევების დროს საკმარისია ადგილობრივი მალამოები, კერატოლიზური პრეპარატები, ზღვა და მზის მსუბუქი დასხივება, მაგრამ მზით დამწვრობამ სეიძლება გაამწვავოს პროცესი. მძიმე შეთხვევებში იხმარება ციტოსტატიკები.თავის თმიან არეში გამოიყენება ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდები ლოსიონის სახით, ასევე სალიცილის მჟავას და კუპრის შემცველი შამპუნები და ხსნარები.მძიმე შემთხვევებში გამოიყენება ეტრეტინატი და იზოტრეტინიონი, მაგრამ გათვალისწინებული უნდა უყოს ამ პრეპარატების ტერატოგენული ეფექტი.


0
9
შეფასება არ არის
ავტორი:მარია პავლიაშვილი
მარია პავლიაშვილი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0