x
მეტი
  • 01.03.2021
  • სტატია:108784
  • ვიდეო:351165
  • სურათი:477237
საინტერესო ფაქტები ცხოველთა სამყაროდან

1. ცისფერი ვეშაპის გული ფოლკსვაგენის ხელაა.


image


2. გაირკვა რომ, სხეულის მასასთან შედარებით, ყველაზე დიდი ტვინი, ხერხემლიანებს შორის, კოლიბრის აქვს. ამ ფრინველის ტვინის და სხეულის მასებს შორის თანაფარდობა — 1\12-ის ტოლია. ხოლო, უხერხემლოებს შორის, იგივე კატეგორიაში, რეკორდცმენი ჭიანჭველაა, რომლის ნეირონული კვანძების მასის, სხეულის მასასთან თანაფარდობა — 1\4-ს შეადგენს.

image3. მტრედი კვერცხს ვერ დებს, თუ სხვა მტრედს არ ხედავს. საჭიროების შემთხვევაში, მეორე მტრედის ნაცვლად, სარკის გამოყენება შეიძლება.

4. თეთრი დათვი — ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ცხოველია დედამიწაზე. ამ ფაქტის გარდა, ის კიდევ ერთი რამით არის გამორჩეული. ამ დათვების ღვიძლი იმდენ А ვიტამინს შეიცავს, რომ მისი დაგემოვნების შემთხვევაში, ადამიანი ითუპება, რადგან მას, ამ რაოდენობის ვიტამინის გადამუშავება ერთდროულად, უბრალოდ, არ შეუძლია.

5. ჰომარს ასაკი არ გააჩნია. ის არც ბერდება და არც კვდება. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ჰომარები მხოლოდ გარე მიზეზების გამო იღუპებიან.


image


6. ღვთისმლოცველა კიბო, თავისი კლასის კიბოსნაირებისგან იმით განსხვავდება, რომ მას ერთი დარტყმით, ადამიანისთვის თითის მოჭრა შეუძლია. მისი მარწუცები ზამბარისებურად არის მოწყობილი და მასში აკუმულირებულია კუნთის შეკუმშვით მიღებული ენერგია. მარწუხის მოქმედების სიჩქარე კი, 80 კმ/სთ-ია, ხოლო დარტყმის ძალა – 150 კგ-ს ტოლფასი, რაც 2500-ჯერ აღემატება მის წონას. მსგავსი მონაცემები ადამიანს რომ გააჩნდეს, ხელის ერთი დარტყმით, რკინის ძელს გააპობდა.

გარდა ამისა, კიბოს ამ სახეობას, კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს. ის იმდენად სწრაფად გადაადგილდება (10 მ/წმ), რომ ირგვლივ წყლის დუღილის შთაბეჭდილება იქმნება.

7. ვირთხები იმდენად სწრაფად მრავლდებიან, რომ ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში, ერთი წყვილის შთამომავლების რიცხვმა, წელიწადნახევარში, შესაძლებელია, 1 მლნ-ს მიაღწიოს.

8. ალპაკას გავრცელების არეალი სამხ. ამერიკაა. უფრო კონკრეტულად, ბოლივია და პერუ. ისინი მაღალმთიან რეგიონებში ბინადრობენ და სხვა კლიმატურ პირობებს ვერ ეგუებიან.

ალპაკას ძვირფასი ბეწვი აქვს, იყენებენ მის ხორცსაც. ამიტომ, ის მოსახლეობასაც ჰყავს მოშინაურებული. ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ ერთი ალკაპას შენახვა არ შეიძლება, რადგან მარტოობის შემთხვევაში, ის დარდით კვდება. ამიტომ, საოჯახო მეურნეობაში, ყოველთვის 2 ან მეტი ცხოველი ჰყავთ.


image


9. მიუხედავად იმისა, რომ ე. წ. უდაბნოს ხომალდები, ჩვენს წარმოდგენებში, მხოლოდ აზიაში და აფრიკაში ბინადრობენ, როგორც გაირკვა, ავსტრალიაშიც ყოფილან და საუდის არაბეთი ამ ცხოველების ექსპორტს სწორედ იქიდან ახდენს. ამ ქვეყანაში, მეაქლემეობა, რა თქმა უნდა, განვითარებულია. მაგრამ ეს დარგი, ძირითადად, გამოფენებზე (ეწყობა სილამაზის კონკურსები აქლემებს შორის) და სპორტის სხვადასხვა სახეობებზე არის ორიენტირებული, ხოლო ავსტრალიიდან ჩაყვალილ აქლემებს კლავენ და საკვებად იყენებენ.

imageაქლემი ავსტრალიის კონტინენტზე XIX საუკუნეში შეიყვანეს და დღეს, ეს ცხოველები, ველურ ბუნებაში, მრავალრიცხოვან ჯოგებად (1 ჯოგში, შეიძლება, 5-6 ათასი იყოს) ცხოვრობენ.

10. დაჭრილი და შეშინებული ოპოსუმი მიწაზე ენარცხება, თვალები შუშისა უხდება, პირიდან შავი ქაფი გადმოსდის და გარეგნულად, მკვდარს ემსგავსება. მას შემდეგ, რაც საფრთხე გადაივლის, ის ცოცხლდება და იკურნება.

11. ტარაკანი, თავის გარეშე, 9 დღე ცოცხლობს. ხოლო შემდეგ, შიმშილით კვდება.

12. ცნობილია, რომ დიდი ფრინველები არასასურველი მეზობლების თავიდან მოცილებას ცდილობენ. თუმცა, ჩრდ. ამერიკული ბუ, თავის ბუდეში, პატარა გველებს სპეციალურად ასახლებს. ეს გველები მწერებით იკვებებიან და ბუს ნანადირევს (თაგვები, ხოჭოები...) მათი შემოსევისგან იცავენ.


image


13. დედამიწაზე არსებული ყველა ჭიანჭველა რომ ავწონოთ, უფრო მძიმე გამოვა, ვიდრე ადამიანების საერთო წონაა.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, გიგანტური სასწორის ერთ მხარეს დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი რომ დადგეს, ხოლო მეორეზე — პლანეტაზე მობინადრე ყველა ჭიანჭველა, სასწორი ჭიანჭველების მხარეს გადაიხრება. ამ მწერების საერთო რაოდენობა დედამიწაზე 10 კვადრილიონად (10 ათასი ტრილიონი) ფასდება და მიუხედავად იმისა, რომ ჭიანჭველას საშუალო წონა, დაახლოებით, 7 მგრ-ია — ყველა ერთად, ბევრად უბრო მეტს იწონის, ვიდრე პლანეტის მოსახლეობა.

14. უკანასკნელ დრომდე, ყველაზე ძლიერ არსეად დედამიწაზე ხოჭო-ჰერკულესი ითვლებოდა, მაგრამ როგორც ლაბორატორიული ექსპერიმენტების შედეგად დაადგინეს, მასზე ძლიერი, ზომისა და ძალის თანაფარდობის გავითვალისწინებთ, ხიჭო ფუნდურა, იგივე ფუნაგორია (ლათ. Geotrupidae), არის. ამ სახეობის ხოჭოს, თავის წონასთან შედარებით, 1141-ჯერ უფრო მძიმე ტვირთის გათრევა შეუძლია. ეს იგივეა, რომ ადამიანმა 82 ტ. მასის მქონე ტვირთის გადაადგილება მოახერხოს.

15. მამალი სირაქლემა პოლიგამური ფრინველია და მისი ჰარემი, უმეტეს შემთხვევაში, 3-6 სირაქლემისგან შედგება. გამრავლების პერიოდში, ის ერთ დიდ ბუდეს აკეთებს, რომელშიც კვერცხს ყველა დედალი სირაქლემა დებს. ხოლო, შემდეგ, მამალი სირაქლემა და ერთი დედალი სირაქლემა, რომელსაც ის ყველაზე მეტად ენდობა, კვერცხებზე მორიგეობით სხდებიან.

16. ახალდაბადებული პანდა თაგვზე ნაკლებს იწონის.



17. პანდის ორი სახეობიდან, დიდი პანდა დათვი არის, ხოლო პატარა (წითელი პანდა) — ენოტი.

18. ზღვის გოჭი — მღრღნელი არის და არანაირი კავშირი არა აქვს ზღვასთან და გოჭთან. თუმცა, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, გარკვეული ასოციაციები არსებობს: ზღვის გოჭს, ტანთან შედარებით, დიდი თავი და მსხვილი კისერი აქვს, შეუძლია დიდი ხნის მანძილზე, პატარა ფართობის მქონე ბაკში ცხოვრება, ხოლო მის მიერ გამოცემული ხმა — გოჭის ჭყივილს წააგავს. რაც შეეხება ეპითეტს — «ზღვის», სავარაუდოდ, იმიტომ გაჩნდა, რომ ცხოველები სამხ. ამერიკიდან ევროპაში ოკეანის (ზღვის) გავლით შემოჰყავდათ.

imageზღვის გოჭი — სოციალური ცხოველია და ის, მარტო ყოფნის შემთხვევაში, თავს ძალიან უბედურად გრძნობს. შვეიცარიაში ეს აღიარეს და კანონი მიიღეს, რომელიც მხოლოდ ერთი ზღვის გოჭის ყოლას კრძალავს.

19. ცნობილია დათვის მიერ ხაფანგთან ქვების მიტანის შემთხვევები, რომ მისი დახურვის შემდეგ, ხაფანგში მოთავსებული სატყუარა მშვიდად ეჭამა.

20. ზღვის ცხენები, ისევე როგორც ხმელეთის ფაუნის ზოგიერთი წარმომადგენელი, ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთ პარტნიორს ირჩევენ და დაწყვილების შემდეგ, გადაადგილებისას, ერთმანეთს კუდებზე ეჭიდებიან, რომ ერთმანეთი არ დაკარგონ.


image
21. ქათამს თავი ფრთის ქვეშ რომ შეაყოფინოთ და ჰორიზონტალურად, ფეხებით ზევით დაიჭიროთ — დაეძინება.

22. კოლიბრი ერთადერთი ფრინველია, რომელსაც ზურგის მიმართულებით ფრენა შეუძლია.

23. ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ქამელეონი ფერს გარემოს ფონის მიხედვით იცვლიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ქამელეონები ფერს იცვლიან, მაგრამ არა გარემოს მიხედვით, არამედ იმისთვის, რომ ერთმანეთს დაეკონტაქტონ. ფერის ცვლილებით, ისინი თავიაანთ მდგომარეობას გადმოსცემენ: აგრესიას, შეწყვილების სურვილს, მუქარას, სტრესს ან მშვიდ მდგომარეობას.

24. როგორც კვლევებით დადგინდა, ფაუნის სამყაროში ყველაზე ჭკვიანი ყვავია.

25. რვაფეხას ხმელეთზე სიარული შეუძლია და ეს კარგადაც გამოსდის:


imageimage

imageთქვენთვის ასევე საინრერესო იქნება:

imageimageimage1. COVID-19 და შინაური ცხოველები
2. ორანგუტანმა ადამიანს დახმარების ხელი გაუწოდა
3. ძუ ლომმა მაიმუნი მოკლა, მაგრამ მისი შვილი დაიცვა
4. 25 საინტერესო ფაქტი ღამურების შესახებ
5. დათვმა მეტყევეს დახმარებისთვის მიმართა
6. ცხოველი თქვით და... მათ ხანძრის დროს, მილიონობით სხვა ცხოველი გადაარჩინეს

0
101
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0