x
image
ლანა92
3 იშვიათი ხილი სამკურნალო თვისებებით, რომელსაც ბაზარზე ვერ იპოვით

image





ხილი ბუნების მომაჯადოვებელი საჩუქარია, ძალიან სასარგებლო, გემრიელი და ლამაზი დაწყებული მსხვილი საზამთროებიდან, დამთავრებული ყურძენზე და ალუბალზე წვრილი ნაყოფით.. არსებობს სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის ხილი, თუმცა ყველა ხილს როდი იპოვით ადგილობრივ ბაზარზე.

წარმოგიდგენთ 3 ყველაზე იშვიათ ხილს:


1. მაგიური ხილი, ან საოცარი კენკრა -

აფრიკა


image



მაგიური ხილი ხარობს მხოლოდ აფრიკის ტროპიკებში და გამოიყურება, როგორც ნედლი ფინიკი. ეს წითელი ფერის, პატარა ოვალური ხილი ძალიან გემრიელია. აქვს ერთადერთი თესლი, კურკა. გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში, რათა ონკოდაავადებულებს მადა დაუბრუნდეს, ასევე, დიეტოლოგები უნიშნავენ პაციენტებს, მიჩნეულია, რომ კალორიულობას ამცირებს ორგანიზმში. იგი, ასევე, ცნობილია "მაგიური ხილის", ან ტკბილი კენკრის სახელწოდებით. ერთადერთი ამ ხილის გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება, გამოიწვიოს კუჭის მჟავიანობა, რამდენადაც აქვს მაღალი მჟავე შემცველობა.




2.ჟაბოტიკაბა - ბრაზილია

image




ჟაბოტიკაბა, ეს უჩვეულო და იშვიათი ხილი გვხვდება ბრაზილიის ზოგიერთ ნაწილებში და გარეგნულად ჰგავს ყურძენს. მისი უჩვეულობა გამოიხატება იმით, რომ ხარობს ხის ტოტებზე. ჟაბოტიკაბას აქვს თეთრი ტკბილი და არომატული რბილობი, რომელსაც იყენებენ ჯემის, ჟელესა და ტკბილეულების დასამზადებლად, ასევე, ღვინის გემო დანამატად. ჟაბოტიკაბას, ასევე, აქვს სამკურნალო თვისებები, ამცირებს ასთმისა და მჟავიანობის სიმპტომებს.





3.კუპუასუ - ამაზონის ტყეები

image


კუპუასუ ხარობს ამაზონის ტყეებში. აქვს სქელი კანის გარსი. რბილობი მსუბუქი, არომატული და გემრიელია და შედგება ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების მთელი ნაკრებს. ეს ხილი განეკუთვნება შოკოლადისებრთა ოჯახს და ამიტომაც გემოთი რამდენამდე ჰგავს შოკოლადს. მიჩნეულია, რომ იგი ამაღლებს იმუნიტეტს, ამცირებს გულის დაავადებების რისკს და ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას.



0
294
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0