x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:108998
  • ვიდეო:351297
  • სურათი:477867
"უდიდესი ბედნიერება რაც შეიძლება სიცოცხლეში დაგემართოს არის ბავშვობა"

image
"უდიდესი ბედნიერება რაც შეიძლება სიცოცხლეში დაგემართოს არის ბავშვობა"

ასე ფიქრობდა აგატა კრისტი და არ მეგულება ქვეყნად ადამიანი რომელიც არ ეთანხმება მას...

"ბავშვობა" ერთი სიტყვა და უამრავი ლამაზი და ტკბილი მოგონება...

ამ სიტყვის გაგონება და წამში ღიმილი მოიცავს სახეს...

პირველი ბებო მახსენდება, სასთუმალთან ყოველ დილით რომ მახვედრებდა ჩირს და ჩურჩხელას, დღემდე მიკვირს როგორ ახერხებდა ჩუმად ოთახში შემოპარვას და სასუსნავების დატოვებას? მე როცა ოთახში შევდივარ არა მარტო იმ ოთახში მძინარს, მთელი სახლის ბინადრებს ეღვიძებათ...

გამახსენდა როგორ ვეხვერწებოდი ყოველ პარასკევს მასწავლებელს ბოლო გაკვეთილიდან გავეშვი ჩემი სოფლის ბოლო ავტობუსზე რომ არ დამგვიანებოდა... ბებიაჩემის "მოხვედი ბებო გენაცვალოს"და ბაბუაჩემის თბილი, უსიტყვო გულში ჩაკვრა ავტობუსში ორი საათის გატარებას და ოთხი კილომეტრის ფეხით გავლას წამში მავიწყებდა...

ჩემი ძაღლი ბასარა, რომელის მუდამ სოფლის თავში მეგებებოდა...

ყველაზე კარგი კურორტი ზამთარშიც და ზაფხულშიც ხომ ჩემი სოფელი იყო, სულ არ გვჭირდებოდა საბაგირო ისე ავივლიდით უშველებელ აღმართს, ციგები თუ არ გვყოფნიდა ეგეც არაფერი ცელოფნის პარკსაც არაუშავდა...imageimage

კისრისტეხვით დავეშვებოდით დაღმართზე, ბოლოში ჩასულებს ჩხუბიც ბევრჯერ შემოგვრევია შენ ადრე წახვედი და ამიტომ ეს გამარჯვება არ გეთვლებაო...თუმცა მეორე დაშვებაზე ვიღას ახსოვდა გაბუტვა, ნეკინეკისაც კი არ იყო საჭირო მოჩხუბრების შესარიგებლად...

ერთმანეთს სულს ვუბერავდით და ისე ვუთბობდით გათოშილ ხელებს...

არავინ მალავდა სიცივისგან აწითლებულ ცხვირს ტონალის ქვეშ, არც მოდურად ჩაცმა იყო საფიქრალი, კომბოსტოსავით ვიფუთებოდი ვაი, რომ შემცივდეს და ადრე მომიწიოე სახლში წამოსვლაო...მთავარი იყო სიცხეს არ მოეცა ფანჯრიდან რომ არ გვეცქირა ეზოში მოთამაშე მეგობრებისთვის....

ბავშვობაში მჯეროდა რომ თუ ახალი წლის ღამეს ციდან ფიფქები ჩამოცვივდებოდა იმ წელს სასწაული მოხდებოდა, რაღა დაგილამოთ და ამის ეხლაც მჯერა...საათობით ვიჯექი ფანჯარასთან და ფიფქებს ველოდი, მაშინ თოვდა...

ეს ჩვევა დღემდე გამომყვა ახლაც გავაპარებ მზერას ფანჯრისკენ თუმცა აღარ თოვს...

ბავშვობაზე ვფიქრობდე და არ გამახსენდეს ჩემი სოფლის პატარა მდინარე რომელიც წელამდე ძლივს გვწვდებოდა, საიდან არ მოვათრევდით ხოლმე ქვებს რომ წყალი დაგვეგუბებინა, თუმცა ბებია სულ შფოთავდა "ვაიდა რამე დაგემართოთო"..

თამაშებიც როგორი მხიარული გვქონდა? სახელის წარმოთქმაც კი მხიარულებას იწვევდა ჩვენში "შვიდქვაობანა", "ომობანა", "კუკუდამალობანა", "კლასობანა", "მგელობანა", "რეზინობანა და განსაკუთრებით საინტერესო იყო "ვირობანა"imageimageimageimageimageimage


imageimage

image



მეჩვიდმეტედ დაკერილი ბურთი და გადატყავებული მუხლის თავები, მოპარული შურა ბებოს "შამბალა" და მთელი სოფლის ეზოებში მოპარული "ტაროები"image

კოცონთან გათენებული ღამეები, ნახევრად დამწვარ და ნაცრიან ტაროებზე გემრიელი მაშინ დედამიწის ზურგზე არაფერი არ მეგულებოდა...

ყოველთვის როცა ჩემს ბავშვობას ვიხსენებ თავში ერთი კითხვა მიტრიალებს რა აქვთ მოსაგონებელი ადამიანებს რომლებსაც ზაფხული ბებიებთან და ბაბუებთან არ გაუტარებიათ სოფელში?

#უკანბავშობაში

#დროის დაბრუნება რომ შემძლებოდა ისევ ბავშვობას ავირჩევდი...

სადაც არ შურს და არც ბოროტებას და არც სევდიან თვალებს ვხვდებით...


თქვენ რა გახსენდებათ ბავშვობაზე?



image



სიყვარულით ინტერ-გოგონა



0
66
2-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0