x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:109002
  • ვიდეო:351297
  • სურათი:477867
საქართველოსა და სამხრეთ კორეის განათლების სისტემები - შედარებითი ანალიზი

სიმტკიცე და ბევრი,  ძალიან ბევრი შრომა
სამხრეთ კორეა აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ამ ქვეყანას ნამდვილად აძლიერებს და წარმატებულს ხდის სწორედ განათლების სისტემა, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

რატომ მაინცდამაინც სამხრეთ კორეა? ლიდერ ქვეყნებად განათლების სისტემის მიხედვით (მაგ.“EconomistIntelligenceUnit” -ის კვლევის მიხედვით და სხვა) – ფინეთი და სამხრეთი კორეა მიიჩნევა. ეს შესაძლოა ერთგვარ დაბნეულობასაც ქმნიდეს, იმიტომ რომ ამ ორ ქვეყანაში განათლების სისტემები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

პროფესიონალი მასწავლებლების მაქსიმალურად მაღალი დონე ძალიან დიდ როლს თამაშობს წარმატებული განათლების სისტემის შექმნაში. საქართველოში ამ მხრივ ძალიან ცუდი ვითარებაა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მასწავლებლების უმეტესობა მაგისტრის, ან უფრო მაღალ ხარისხი არ გააჩნია.

სამხრეთკორეულ საგანმანათლებლო მოდელის ჩამოყალიბებაზე გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ისტორიულმა პროცესებმა, რომლებიც ამ ქვეყანაში განვითარდა.

სამხრეთ კორეაში საშუალო განათლება VII-IX კლასებია, ხოლო საქართველოში - X-XII. განსხვავებით ჩვენი ქვეყნისა, უმაღლეს საფეხურზე გადასვლის შემდეგ, სწავლა ფასიანი ხდება და მას ჰაისქული ეწოდება, ამ საფეხურის დაძლევის შემდეგ კი იწყება სტუდენტობის წლები.

კორეელებმა შეძლეს მიეღწიათ ფანტასტიკური შედეგისათვის: ქვეყანაში წიგნიერების დონე 100%-ია. მოსახლეობის 68% ფლობს ბაკალავრის ხარისხს 25-34 წლის ასაკში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია OECD წევრ ქვეყნებს შორის. საქართველო კი კომ­პლექ­სუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, წიგ­ნი­ე­რე­ბის რე­ი­ტინ­გში 51-ე ად­გილ­ზეა.
მოსამზადებელ სკოლებს კორეაში 'ჰაგვონებს' ეძახიან და დაახლოებით იგივეა, რაც ჩვენთან რეპეტიტორებთან მომზადება. ჰაგვონი ერთიანი დაწესებულება კი არა, მრავალმხრივი მიმართულების ცენტრია. კორეელი მოსწავლე სკოლის მერე, დღეში მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 ჰაგვონში მიდის.
კორეაში არა ერთი კარგი უნივერსიტეტია, თუმცა მოსწავლეთა პირველი და მთავარი არჩევანია ე.წ. SKY-ს უნივერსიტეტები. აბრევიატურა SKY წარმოადგენს სამი უნივერსიტეტის სახელთა შერწყმას - სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კორეის უნივერსიტეტი და იონსეს უნივერსიტეტი. სამივე მათგანი სეულში მდებარეობს, კორეის დედაქალაქში. აბიტურიენტთა ნახევარზე მეტს სკოლის დამთავრების მერე უნდა ამ უნივერსიტეტებში მოხვედრა და სწავლა, თუმცა ძალიან ბევრი ვერ ბედავს განაცხადის შეტანას ამ უნივერსიტეტებში გამოცდების შემდეგ იმის გამო, რომ დარწმუნებულები არ არიან მოხვდებიან თუ არა. შეიძლება დაგაინტერესოთ, რატომ არ შეიძლება სხვა უნივერსიტეტებთან ერთად პირველ არჩევანად ეგ უნივერსიტეტები ჩაწერონ და სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრა სცადონ?
სამწუხაროდ, კორეაში უნივერსიტეტებში ჩაბარების სისტემა და პრინციპი მკვეთრად განსხვავდება ჩვენი სისტემისგან. ვინც ატესტატს აიღებს, შეეძლება გავიდეს 'ეროვნულ გამოცდებზე', რომელიც წარმოადგენს ერთიან ტესტს და 100 ქულიანია. გამოცდების დღე მთელი კორეისთვის ერთგვარი სამგლოვიარო დღეა. ამ დღეს ავია რეისებსაც კი არ ნიშნავენ, რათა აბიტურიენტებს ხელი არ შეეშალოთ წერაში. ტესტი 6 საათიანია. უნივერსიტეტის არჩევა ხდება ქულების გაგების მერე, ანუ როგორც კი აბიტურიენტი გაიგებს რა ქულა აიღო, მოუწევს 1 უნივერსიტეტი და 1 ფაკულტეტი აირჩიოს, შემდეგ კი დაელოდოს შედეგებს, მიიღო თუ არა უნივერსიტეტმა. SKY-ში მოხვედრის შანსი მხოლოდ იმათ აქვთ, ვინც 90 ქულაზე მეტი მიიღებს, თუმცა 95 ქულაც კი არაა ხანდახან იმის გარანტია, რომ აბიტურიენტი სასურველ უნივერსიტეტში მოხვდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასკოლო ცხოვრების წესი ჩვენსა და სამხრეთ კორეის სკოლებს შორის ბევრად განსხვავებულია. რაც შეეხება შეფასების სქემა, ჩვენს სკოლებში შეფასება 1 დან 10 ბალიანი სიტემით მიმდინარეობს. ხოლო რაც შეეხება სამხრეთ კორეაში

დასკვნის სახით, იმის თქმა შეგვიძლია, რომ სამხრეთ კორეა და მისი განათლების სისტემა ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გამართულ სწავლის პროცესს წარმოადგენს. მისი ეფექტური მუშაობა მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს, იმედია გარკვეულ მაგალითს ჩვენი ქვეყანაც აიღებს და გამოასწორებს იმ ხარვეზებს, რომლებსაც ვხვდებით სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების მსვლელობის დროს.

აჯობებს ხანდახან ნაკლებად ვიწუწუნოთ და მეტად მოვინდომოთ, რადგან კორეელ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან შედარებით გარემოსა და სისტემისგან ნაკლებ ზეწოლას განვიცდით.
წარმატებებს გისურვებთ სწავლა-განათლებაში და გახსოვდეთ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი. ვისურვებდით ყველამ მიაღწიოთ დასახულ მიზანს!



0
54
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთინო ზარანდია
ქეთინო ზარანდია
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0