x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:109002
  • ვიდეო:351297
  • სურათი:477867
მამები და მიჯაჭვულობა

image

ბავშვებს მიჯაჭვულობა უვითარდებათ ნაცნობი ახლობელი ადამიანების მიმართ – არა მარტო დედების, არამედ მამების, და-ძმების, ბებია-ბაბუებისა და პროფესიული მომვლელების მიმართაც. მიჯაჭვულობის ხარისხი სხვადასხვაა და თითოეული დონე ჩვილის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ბოულბიმ (1969) საკუთარ თეორიაში მრავლობით მიჯაჭვულობას საკმარისი ადგილი დაუთმო. მას სჯეროდა, რომ ჩვილებს, განსაკუთრებით დისტრესის დროს, საკუთარი მიჯაჭვულობის დამყარების მიდრეკილება ერთ, მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ადამიანთან აქვთ. შფოთვის ან დარდის დროს ბავშვების უმეტესობა უპირატესობას დედისგან დამშვიდებას ანიჭებენ.

კვლევამ ცხადჰყო, რომ ადრეული მიჯაჭვულობის ტიპი ერთ-ერთია იმ ფაქტორთაგან, რომელიც გვიანდელ ინტიმურ კავშირებზე ზემოქმედებას მოახდენს.

როდესაც ბავშვები დისტრესს არ განიცდიან, ორივე მშობლისკენ მიიწევენ, ხელში აყვანას სთხოვენ, “ელაპარაკებიან” და უღიმიან მათ. დედის მსგავსად, მამის სენსიტიურობაც უსაფრთხო მიჯაჭვულობის მომასწავებელია. ეს ბავშვებთან გატარებული ხანგრძლივი დროის მიხედვით უფრო ძლიერდება. 1-5 წლის ბავშვებზე სრული დატვირთვით მზრუნველი მამები, ბავშვთან განშორებისას დედის მსგავს გრძნობებს ავლენენ. ისინი ისევე წუხან იმ ზეგავლენაზე, რასაც ბავშვის კეთილდღეობაზე ყოველდღიურ განშორებას ახდენს.

ჩვილის ფსიქოფიზიკურ ზრდასთან ერთად, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ – ავსტრალიელ, ინდოელ, ებრაელ, იტალიელ, იაპონიელ და ამერიკელ მშობლებს – ბავშვების მიმართ სხვადასხვა ურთიერთობები უყალიბდებათ. დედები მეტ დროს ფიზიკურ ზრუნვას და სიყვარულის გამოხატვას უთმობენ. მამები კი გასართობ სათამაშო ინტერაქციას, რასაც ბავშვებთან უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. დედისა და მამის მიერ ბავშვების გართობის სტილიც სხვადასხვაგვარია. თუ ხშირ შემთხვევაში დედები, ჩვილებს სათამაშოებით ართობენ, ესაუბრებიან მათ, ეთამაშებიან ისეთ თამაშებს, როგორიცაა “ტაში-ტაში” და “ჭი-ტაა”, მამები სთავაზობენ ისეთ თამაშებს, რომელთაც ფიზიკური დატვირთვა სჭირდებათ, მით უფრო მამრობითი სქესის ჩვილებს.

ბავშვის მზრუნველობით მაქსიმალურად დაკავებულ მამებში ტრადიციული სქესობრივი სტერეოტიპები ნაკლებია. ისინი ძალიან მეგობრულები და თბილები არიან. ბავშვის აღზრდაში მამის ჩარევა ოჯახში ურთიერთობების, განწყობისა და ქცევის კომპლექსური სისტემის ფარგლებში ხდება. თუ ორსულობა დაგეგმილი და სასურველია და არა მოულოდნელი და შემთხვევითი, თანაც მშობლებს სჯერათ, რომ მამაკაცს ჩვილის აღზრდა შეუძლია, მაშინ მამები ბავშვზე მზრუნველობას მეტ დროს უთმობენ. თბილი ცოლქმრული კავშირი ორივე მშობელს, მით უფრო მამებს, ბავშვის აღზრდით დაკავებაში ეხმარება.

სხვადასხვა კულტურის კვლევებმა ცხადყო, რომ ბავშვის ხანგრძლივ სათანადო განვითარებაზე დიდი ზეგავლენა აქვს მამის სითბოს. მსოფლიო მასშტაბით მრავალი საზოგადოებისა და ეთნიკური ჯგუფების შესწავლისას მკვლევარებმა განსაზღვრეს მამის სიყვარულის გამოხატვისა და აღზრდის მეთოდები – ისეთი ქცევები, როგორიცაა ჩახუტება, მოფერება, დამშვიდება, თამაში, სიყვარულის სიტყვებით გამოხატვა და ბავშვის ქცევების შექება. – მოსიყვარულე მამის მუდმივი ჩარევა ბავშვის გვიანდელ კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ კომპეტენციას განაპირობებს, ზოგ შემთხვევაში დედის სითბოზე მეტადაც კი. დასავლურ კულტურაში, მამის სითბო ბავშვებს მრავალი სირთულისგან იცავს, მაგალითად, ბავშვობაში ემოციური და ქცევებთან დაკავშირებული პრობლემებისგან, მოზარდობის პერიოდში კი _ უხეშობისა და დანაშაულისგან. არის ოჯახები, სადაც მამები ფიზიკურ მზრუნველობას ნაკლებ დროს უთმობენ, მაგრამ ბავშვების მიმართ სითბოს თამაშის მეშვეობით გამოხატავენ. გერმანიაში ჩატარებული სწავლებისას, ახალფეხადგმულ ბავშვებთან მამების ინიციატივით სენსიტიური თამაშები. თამაშისას შვილის შესაძლებლობების გათვალისწინება, მათ მიერ გამოხატულ ემოციაზე სათანადო რეაგირება – ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში მიჯაჭვულობის უსაფრთხო შინაგან სამუშაო მოდელებს აყალიბებს. მასტიმულირებელი თამაშების მეშვეობით მამები თითქოს კვლევისკენ აქეზებენ ბავშვებს და ნდობის გრძნობას გადასცემენ, რასაც შემდეგში ბავშვის ბევრი უნარის გაძლიერება შეუძლია.

რა ფაქტორები უწყობს ხელს მამის მხრიდან სითბოს გამოხატვას?

განივი ჭრილის კვლევებმა ცხადყო, რომ მამების მიერ ჩვილებთან და ახალფეხადგმულ ბავშვებთან გატარებულ დროსა და მათდამი ზრუნვისა და სიყვარულის გამოხატვას შორის ძლიერი კავშირია. ცენტრალური აფრიკის აკას ტომის (მონადირეთა და შემგროვებელთა ტომი) მამები შვილებთან ფიზიკურ სიახლოვეს, ყველა სხვა ცნობილი კულტურის წარმომადგენლებთან შედარებით, მეტ დროს უთმობენ. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ მამებს ჩვილები თითქმის მთელი დღის განმავლობაში ხელში უჭირავთ, ეხუტებიან და ეთამაშებიან ხუთჯერ მეტად მაინც, ვიდრე მონადირეთა და შემგროვებელთა სხვა ტომის მამები. რა განაპირობებს აკაელი მამების მსგავს ქცევას? აკაელ ცოლ-ქმარს შორის კავშირი უჩვეულოდ ურთიერთშეთანხმებულია. დღის განმავლობაში წყვილი ერთად ნადირობს, ამზადებს საჭმელს, ერთობა და სხვა საქმიანობით კავდება. ამის შედეგად, რაც უფრო მეტ დროს ატარებენ მშობლები ერთად, მით უფრო ხშირია მამის ბავშვებთან სასიყვარულო ინტერაქცია. დასავლური კულტურის ქვეყნებშიც ბავშვებთან დედ-მამის თბილი ინტერაქცია ურთიერთკავშირშია. ამასთანავე ბავშვის ხანგრძლივ ადეკვატურ განვითარებას, დედის სითბოსთან შედარებით, მამის სითბო უფრო მეტად უწყობს ხელს. სხვადასხვა კულტურული თუ ეთნიკური ჯგუფებზე ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა ცხადყო მამის სიყვარულის უდიდესი მნიშვნელობა და ამან შესაძლოა მეტ ახალგაზრდა მამაკაცს უბიძგოს ბავშვების აღზრდისა და მათზე ზრუნვით დაკავებისკენ.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ადამაშვილი
ნინო ადამაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0