x
მეტი
  • 08.03.2021
  • სტატია:109044
  • ვიდეო:351310
  • სურათი:477971
ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი-რეკომენდაციები-რა უნდა გააკეთოს პედაგოგმა ამ დროს .

image
რეკომენდაციები

სასწავლო გარემო
o კედლებზე არ უნდა გამოაკრათ ბევრი ვიზუალური მასალა, რათა არ გამოიწვიოს
ყურადღების გაფანტვა;
o რაც შეიძლება მეტად უნდა შეამციროთ მხედველობითი და სმენითი
გამღიზიანებელი;
o მოსწავლეს უნდა შეუქმნათ სტრუქტურირებული გარემო. ეს გულისხმობს ქცევის
წესების და შედეგების განსაზღვრას, რაც ბავშვს დაეხმარება მოახერხოს ქცევის
დადეგვმა სასურველი შედეგის მიღების ან არასასრუველის არიდების მიზნით;
o უნდა მისცეთ საშუალება, რომ საჭიროების შემთხვევაში გაკვეთილზე გამოიყენოს
ყურსასმენები;
o უნდა მისცეთ საშუალება რომ დამშვიდდეს, განიტვირთოს როცა
გაღიზიანებულია;
o კლასში უნდა წაახალისოთ მეცადინეობისას ერთმანეთის დახმარება და ბავშვი
უნდა შეაქოთ სხვების დახმარებისთვის;
o ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვი უნდა წაახალისოთ, რომ, საჭიროების
შემთხვევაში, დახმარება ითხოვოს, ბავშვები ხშირად უარს ამბობენ დახმარების
თხოვნაზე, რათა არ გამოჩნდენენ „სულელები“;
o თუ უჭირს რიგში დგომა და ჯგუფურად სიარული, მოათავსეთ რიგის ბოლოში,
სადაც ბავშვი ნაკლებად შეეხება/შეეჯახება სხვებს.

დრო
o შეუსაბამეთ დრო დავალებების შესრულებისთვის;
o მიეცით ხშირად შესვენების საშუალება და ხშირად უცვალეთ აქტივოებები;
o შეეცადეთ შეუმციროთ დავალებები, სადაც დრო შეღუდულია;
o ერთ ჯერზე მიეცით მხოლოდ ერთი დავალება;
ყურადღება
o შეკითხვის დასმის შემდეგ პაუზა გააკეთეთ და გადახედეთ მოსწავლეებს სანამ
ვინმეს მოსთხოვდეთ პასუხის გაცემას;
o მიანიშნეთ მოსწავლეებს, რომ კონცენტრირდნენ, როდესაც აპირებთ შეკითხვის
დასმას;წაახალისეთ მოსწავლეები, შეხედონ იმ მოსწავლეს, რომელიც გაკვეთილს
ყვება, ან შეკითხვას პასუხობს.
o შექმენით მცირე გაურკვევლობის განცდა (მაგ.: როგორ ფიქრობთ რა მოხდება
შემდეგში);
o თუ ატყობთ, რომ ბავშვს ეფანტება ყურადღება, მიმართეთ სახელით და დაუსვით
რაიმე მარტივი შეკითხვა, რასაც შეძლებს, რომ პასუხი გასცეს;
o გამოიყენეთ „ყურადღების მონიტორინგის ცხრილი“ თვითმონიტორინგისთვის:
მოსწავლე სვამს პლიუსს ყოველ შემთხვევაში, როცა ყურადღებით არის და
მინუსს, როცა ხვდება, რომ ყურადღება ჰქონდა გაფანტული;
o დაავალეთ მოსწავლეს, რომ გვერდის დასაწყისში მიუთითოს დრო რამდენი ხანი
დასჭირდა დავალების შესასრულებლად, მაგ.: როდის დაიწყო, როდის
დაასრულა. ამ შემთხვევაში დროს არ აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა,
რამდენადაც თვითომონიტორინგს. მიეცით საშუალება, რომ ამისთვის
გამოიყენოს საათი, წამზომი, ქვიშის საათი.
o მიეცით საშუალება, თვითონ შეასწოროს საკუთარი დავალება, ეს დაეხმარება
გამოიმუშაოს თვითკორეგირების ჩვევა. გამოიყენეთ არავერბალური, საიდმულო
მიმანიშნებლები, რომ ბავშვი მივაბრუნოთ დავალების გაკეთებაზე;

გაკვეთილის ახსნა
o გავკეთილის ახსნისას უფრო მეტად დაეყრდენით იმ მეთოდს რომლითაც ბავშვი
უკეთ სწავლობს (სმენითი, მხედველობითი, ტაქტილური თუ
მულტიმოდალური);
o მითითებები მიაწოდეთ ლაკონურად, მკაფიოდ, დადებითი ტონით და საუბრის
დროს უნდა დაამყაროთ თვალით კონტაქტი;
o გაზარდეთ კლასის ჩართულობა ახსნის პროცესში;
o მასალა გახადეთ მაღალ ინტერაქციული, საინტერესო, ცნობისმოყვარეობის
აღმძვრელი;
o ჩართეთ ჯგუფურ დისკუსიებში;
o მიეცით საშუალება რომ დიქტაფონზე ჩაიწეროს ახსნის პროცესი, რათა შემდეგ
მოისმინოს;
o ხაზი გაუსვით მნიშნველოვან ინფორმაციას;
o დაფაზე ჩამოწერეთ ის მნიშნველოვანი ახალი სიტყვები (ტერმინები), რომლებიც
გაკვეთილის ახსნის დროს უნდა გამოიყენოთ, ხაზი გაუსვით მათ გაკვეთილის
დასაწყისსა და ბოლოში;
o გამოიყენეთ დამატებითი ორგანაიზერები;
o გამოიყენეთ თვალსაჩინო მასალა;
o შეინარჩუნეთ კარგი თვალით კონტაქტი;
o უფრო მნიშნველოვანი საკითხი განიხილიეთ გაკვეთილის (დღის დასაწყისში
რადგან ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვები უფრო წრაფად იფიტებიან,
ვიდრე სხვები;
o საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ დამატებითი მასალა, როგორიცაა:
 დაბეჭდილი ტექსტები;
 გახაზული ტექტსტები/სასწავლო "გაიდლაინები“;
 დამხმარე საშუალებები თუ საჭიროა;
 დაეხმარეთ ჩანიშვნების გაკეთებაში;
 კალკულატორები;
 ადაპტირებული ან გამარტივებული ტექსტი;
 გრაფიკული ფურცლები მათთვის, ვისაც აქვს მათემატიკის, წერის
პრობლემები.

დავალების მიცემა
o ინტრუქციის მიწოდების წინ დაამყარეთ თვალით კონტაქტი;
o მიეცით მოკლე მითითებები, ნაბიჯ-ნაბიჯ. ასევე, შეიძლება მითითებები
ფურცელზე იყოს ჩამოწერილი და მოსწავლეს ედოს მაგიდაზე. სასურველია,
მასწავლებელი დავალების შესრულების დროს გარკვეულ პერიოდებში მიუჯდეს
გვერდზე და მიადევნოს თვალი, თუ რამდენად მიყვება ბავშვი მითითებებს;
o მიაწოდეთ დამატებით ფურცელზე დაწერილი ინსტრუქციები;
o შეუმცირეთ დავალების რაოდენობა, საჭიროების შემთხვევაში;
o მიეცით დავალება ნაწილ-ნაწილ პატარა მოცულობებად;
o წერილობითი დავალებები შეიძლება განსაკუთრებით დამღლელი იყოს
ბავშვისთვის, ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს, შეამციროთ საწერი დავალების
რაოდენობა, მისცეთ მეტი დრო, ან გაატანოთ დავალება დასასრულებლად
სახლში;
o ხმამაღლა წაუკითხეთ ბავშვს დავალების პირობა;
o გამოიყენეთ ვიზუალური, ვერბალური მიმანიშნებლები;
o მიეცით საშუალება, რომ დავალება დაბეჭდოს კომპიუტერზე, ან კარნახით
დააწერინოს სხვას;
o ადაპტირება გაუკეთეთ მის დავალებების რვეულს;
o არ გააკრიტიკოთ წერითი შეცდომების გამო.


წახალისება და უკუკავშირი
o გამოიყენეთ დაჯილდოების სისტემა დადებით წამახალისებლად;
o წაახალისეთ ბავშვის ძალისხმევა, შეაფასეთ თუნდაც ნაწილობრივ შესრულებული
დავალება;
o ხშირად შეუმოწმეთ დავალაბა, რადგან მოსწავლემ უკეთესად გაიგოს მასალა;
o ასწავლეთ საორგანიზაციო უნარები და მიაქციეთ ყურადრება რამდენად იყენებს
ამ უნარებს სწავლის პროცესში;
o ითანამშრომლეთ ბავშვის მშობელთან, რომ ისიც ჩაერთოს სასურველი ქცვის
წახალისების პროცესში.
ტესტირების პროცესის ადაპტირება
o თუ ბავშვს აქვს დამატებით დასწავლის უნარის დაქვეითება, ტესტი ჩააბარებინეთ
ზეპირად;
o თუ ბავშვს აქვს კითხვის პრობლემები, დაავალეთ ვინმეს, ტესტი წაუკითხოს
ბავშვს;
o შეუმცირეთ წასაკითხი დავალების რაოდენობა;
o გაუხანგრძლივეთ დრო;
o მიეცით დახურული შეკითხვები;
o შეუმცირეთ ტესტის მოცულობა;
o გახსოვდეთ, რომ უნდა შეუმოწმოთ ცოდნის დონე და არა ყურადღების
კონცენტრირების უნარი.
დისციპლინა
o იყავით „მკაცრი“ და „კეთილი“;
o რასაც იტყვით, შეასრულეთ კიდეც;
o ფრთხილად იყავით, რომ შენიშვნა არ მისცეთ, როდესაც ქცევის პრობლემა
გამოწვეულია იმით, რომ ბავშვმა ვერ გაიგო, ან არასწორად გაიგო ინსტრუქციები;
o დისციპლინა გამოიყენეთ სწავლებისა და არა დასჯისთვის;
o არასოდეს შეეცადოთ ბავშვის დისციპლინირებას, როდესაც საკუთარ თავს ვერ
აკონტროლებთ;
o შენიშვნის მიცემისას შეაფასეთ ქცევა და არა პიროვნება;
o შეინარჩუნეთ სიმშივდე და არ გამოამჟღავნოთ ემოციები;
o კარგად გაიაზრეთ, რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამა თუ იმ ქცევას წინასწარ;
o აქცენტი გააკეთეთ სასურველ ქცევაზე, მიანიშნეთ ბავშვს, როროგი საქციელი
მოგწონთ.

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:ინნაბ ასლანოვა
ინნაბ ასლანოვა
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0