x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
საათები, რომელთა ფასი მხოლოდ მილიონებია


მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საათი Graff Diamonds-ის $55 მილიონ დოლარიანი მაჯის საათია. იშვიათი, მდიდრული და ათასობით ფერით გამორჩეული ულამაზესი საათი.


თუმცა ეს ერთადერთი საათია არ არის, რომელიც მილიონები ღირს.



image





10. HUBLOT BIG BANG – $5 000 000

1282 ცალ 100 კარატიან ბრილიანტშია მოქცეული. ეს საათი გამოირჩევა ელეგანტურობით, რასაც ფასი ნამდილად უსვამს ხაზს.



imageimage






9. PATEK PHILIPPE REF. 1527 - $5 700 000

შეიქმნა 1933 წელს. საათის შექმნის დეტალებზზე ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ის ორიდან ერთ – ერთია და ახლა, შვეიცარიის Patek Phillipe-ს მუზეუმში მდებარეობს.


imageimage






8. PATEK PHILIPPE REF. 1518 IN STAINLESS STEEL – $11 100 000

Louis MoinetMeterois- ის მსგავსად, Patek Philippe- ის 1518 სერიაც შეზღუდული გამოცემაა და შეიქმნა მხოლოდ 4 საათი. რაც მას განსაკუთრებულ და უნიკალურს ხდის სხვა ძვირადღირებულ საათებთან შედარებით.

ჩვეულებრივ, Patek Philippe ცნობილია იმით, რომ ქმნის ვარდისფერ, ან ოქროსფერ საათებს. მაგრამ ამ საათის შემთხვევაში უჟანგაი ფოლადი გამოიყენეს. ის შეიქმნა 1941 წელს და ერთი წლის წინ გაიყიდა აუქციონზე 11, 1 მილიონ დოლარად.


image

image






7. PAUL NEWMAN ROLEX DAYTONA – $17 800 000

პოლ ნიუმანის Rolex Daytona 1968 წელს გაიყიდა 17, 8 მილიონ დოლარად, 400 მსურველს შორის. ეს არის კლასიკური დიზაინი, მაგრამ აქვს საკმაოდ არტ – დეკო ესთეტიკა.


image

image





6. JACOB & CO. BILLIONAIRE WATCH – $18 000 000

Jacob & Co– ს BILLIONAIRE WATCH-ში არის რაღაც ძალიან მოხდენილი და მისი სახელი ძალიან სათანადოდ აღწერს, თუ როგორ იგრძნობდით თავს, მაჯაზე მისი გაკეთებისას.


მაჯის საათის კორპუსის ყოველი ინჩი დაფარულია 260 კარატიანი ბრილიანტებით.


imageimage





5. THE 201 – CARAT WATCH BY CHOPARD- $25 000 000

როგორც სახელიდან ჩანს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მაჯის საათი, დაახლოებით 874 ბრილიანტით, რომელიც 201 კარატს შეადგენს. თვალწარმტაც საათს რამდენიმე ბრწყინვალე ფერადი ბრილიანტი ამშვენებს ლურჯი ფერის ბრილიანტი 12 კარატიანი, 15 კარატიანია ვარდისფერი ბრილიანტი, ხოლო თეთრი ბრილიანტი 11 კარატიანია.


image

image





4.JAEGER-LECOULTRE JOAILLERIE 101 MANCHETTE – $26 000 000

Jaeger-LeCoultre Joaillene Manchette არის ერთ – ერთი ყველაზე ძვირადღირებული საათი.

საათი ჩასმულია თეთრ ოქროსა და ალმასის სამაჯურზე.

ზედაპირი დაფარულია საფირონის მინით. Jaeger-LeCoultre– ს ხელოვნების ექსკლუზიურ ნამუშევარს აქვს 576 ბრილიანტი და 11 ონიქსის ძვირფასი ქვა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ინფორმაცია არ არის მოცემული ამ შედევრის დიზაინის შესახებ, მესააათები ირწმუნებიან, რომ ანალოგიური საათი გადაეცა დედოფალ ელისაბედ II-ს მისი 60 წლის იუბილეზე.

imageimage






3. PATEK PHILIPPE GRANDMASTER CHIME – $31 000 000

Patek Philippe Grandmaster Chime Ref. 6300A სპეციალურად "The Only Watch"-თვის შეიქმნა.

საათს აქვს წინა და უკანა ციფერბლატი, ოქროსფერი და შავი, რომელთა შეცვლა შესაძლებელია შექცევადი ხრახნების საშუალებით.

პატეკ ფილიპმა Grandmaster Chime 2014 წელს წარმოადგინა შვიდი ცალი, 175 წლისთავის აღსანიშნავად. ეს არის ყველაზე რთულ მექანიზმიანი საათი, რომელიც ოდესმე შეუქმნია Patek Philippe-ს.


imageimage





2. THE FASCINATION BY GRAFF DIAMONDS – $40 000 000

Graff Diamonds არის კომპანია, რომელმაც შექმნა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საათი - The Fascination, რომელიც 40 მილიონი დოლარითაა შეფასებული.


გარდა იმისა, რომ უზარმაზარი თანხა ღირს, ამ საათის უნიკალურობა ისიცაა, რომ მასში მოთავსებული 38, 13 კარატიანი მსხლის ფორმის ბრილიანტია, ასევე შეიძლება ბეჭედად გადაკეთდეს.


მთლიანი საათი კი 152.96 კარატიანი თეთრი ბრილიანტითაა გაკეთებული.



image






1. HALLUCINATION BY GRAFF DIAMONDS – $55 000 000

ეს ნამდვილი ჰალუცინაციაა, თავისი ფერებით, ფორმებითა და რა თქმა უნდა ფასით.


თვითონ საათის სამაჯური დამზადებულია პლატინისგან, რომელიც მთლიანად დაფარულია 110 კარატიანი ბრილიანტების უმრავი რაოდენობით.


ეს არის ფერისა და ფორმის ჰარმონიული ნაზავი, ლურჯი, ყვითელი, ვარდისფერი და მწვანე ბრილიანტები სხვადასხვა ფორმებში.



imageimage









0
93
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0