x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:109000
  • ვიდეო:351297
  • სურათი:477867
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ქალებს მათ საძინებელში უთვალთვალებდა

ბევრი ადამიანი ამონტაჟებს კამერებს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში თუ აგარაკზე, რათა თავი უფრო დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ფირმა ADT-ს ერთ-ერთ თანამშრომელს თავში აზრადაც არ მოსვლია მისი სამსახურის კლიენტებზე ეზრუნა, როცა მოწყენილობის გასაქარვებლად მათზე თვალთვალი დაიწყო.


35 წლის მამაკაცი მთელი 5 წლის მანძილზე სისტემატიურად უთვალთვალებდა ფირმის კლიენტ ქალებს, აფიქსირებდა მათ თითოეულ ნაბიჯს და უყურებდა სექსუალურ სცენებს მათი ცხოვრებიდან. აღნიშნულის შესახებ დამნაშავემ ტეხასის შესაბამის რაიონულ სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა.


საბოლოო ჯამში დაზარალებული აღმოჩნდა 220 ქალი, რომლებიც უზნეო მოხელის აღგზნებული ფანტაზიების წყაროს წლების მანძილზე წარმოადგენდნენ.


რა თქმა უნდა, ფირმას 220-ზე გაცილებით მეტი კლიენტი ჰყავდა, თუმცა უსაფრთხოების თანამშრომელი ყველა მათგანს არ აკვირდებოდა. მისი ინტერესის ობიექტებს მხოლოდ გამორჩეულად ლამაზი და მიმზიდველი ქალები წარმოადგენდნენ.


კლიენტებს სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით გამუდმებით ჰქონდათ წვდომა მათ სახლში განთავსებულ კამერებთან. საამისოდ მათ შესაბამის ველში მხოლოდ იმეილის მითითება სჭირდებოდათ. გარყვნილი მოხელე ქალების ნაწილს არწმუნებდა, რომ აპლიკაციაში სწორედ მისი იმეილი უნდა ყოფილიყო ჩასმული, რათა მას სისტემა უსაფრთხოების მიზნით მუდმივად გაეტესტა, ნაწილმა კი აპლიკაციის შესახებ საერთოდ არაფერი უწყოდა, სადაც 35 წლის მამაკაცს საკუთარი მონაცემები მათ მაგივრად უნებართვოდ შეჰყავდა.


საქმე მას შემდეგ გასკდა, რაც ერთ-ერთმა კლიენტმა აღმოაჩინა, რომ მის სისტემაში უცხო იმეილს ჰქონდა გავლილი ავტორიზაცია, რის შემდეგაც დაზარალებულმა დაუყოვნებლივ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.


უსაფრთხოების სამსახურის აწ უკვე ყოფილ თანამშრომელს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


სექსი

0
228
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0