x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108877
  • ვიდეო:351227
  • სურათი:477587
ანევრიზმა.რისკის ფაქტორები,გამომწვევი მიზეზები,სიმპტომები,მკურნალობა.

image
ანევრიზმა - გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად მიიჩნევა.ის აზიანებს და ცვლის სისხლძარღვის კედლის სტრუქტურას და სისხლძარღვი კარგავს თავის ელასტიურობას და შეიძლება გასკდეს კიდეც, რაც იწვევსთავის ტვინში სისხლდენას(ჰემორაგიული ინსულტი), რასაც სისხლის მიმოქცევის მოშლა მოჰყვება.ადგილმდებარეობის მიხედვთ განასხვავებენ რამოდენიმე მის კლინიკურ ფორმას. ანევრიზმა ნებისმიერ სისხლძარღვში შეიძლება ჩამოყალიბდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად თავის ტვინსა და მის ამომფენ თხელ ქსოვილებს შორის არსებულ სივრცეში სკდება.განსაკუთრებით საშიშია ჯამრთელობისტვის მსხვილი სისხლძარღვებისა და აორტის ანევრიზმები.არსებობს ასევე ანევრიზმის გახეთქვის საფრთხემ თავად სისხლძარღვის დეფორმაციაც არის სახიფათო, რადგან შესაძლებელია გადიდებული უბანი მიაწვეს ირგვლის მდებარე ნერვებს და ამ ირგვლივ მდებარე უბნების დეფორმაცია გამოიწვიოს. სისხლძარღვის კედლის ამობურცულობაა და გამოიყურება, როგორც ყუნწზე ჩამოკიდებული კენკრა.

რისკის ფაქტორები:

*არტერიული ჰიპერტენზია;

*ასაკი-50 წელზე მეტი;

*სქესი-მამრობითი;

*გულის იშემიური დაავადება;

*ფილტვების არასპეციფიური ქრონიკული დაავადებები;

*თამბაქოს მოწევა, რადგან ანევრიზმიანი პაციენტების უმრავლესობას 20 წელზე ხანგრძლივი სტაჟი აქვთ.

ანევრიზმით დაავადებულ პაციენტთა უმრავლესობას აქვთ არტერიული წნევის მაჩვენებელი 150-ზე მაღალი მაჩვენებელი, აღენიშნებათ ერდროულად ასევე გულის იშემიური დაავადება და ასევე ფილტვების არასპეციფიური დაავადებები აწუხებთ. მხოლოდ ნაწილს უდასტურდება გადატანილი მიოკარდიუმის ინფაქრტი.

რა იწვევს ანევრიზმის განვითარებას?

უხშირესად ანევრიზმების სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანების გამო ძნდება.ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია -სისხლძარღვთა კედლის ათეროსკლეროზული გადაგვარებაა, უფრო სწორად- სისხლძარღვთა კედლებში ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩალაგება.კედელი ელასტიურობას კარგავს ამ დროს.და ამის გამო არის მაგალი წნევა სისხლძარღვებში და დაზიანებული სისხლძარღვის კედელი შესაძლოა წნევის შედეგად გაფართოვდეს და წარმოიქმნას ანევრიზმა.

ასევე განსაკუთრებით საყურადღებოა ანევრიზმის ჩამოყალიბებაში ვირუსების როლიც, კერძოდ სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციები, რომელთა დროსაც სისხლძარღვთა კედელში ანთებითი პროცესი ვითარდება.ზიანდება სისხლძარღვი, ძლიერდება ელასტინის დაშლა, რაც განაპირობება ანევრიზმის წარმოშობას.

მნიშვნელოვანია ასევე ქლამიდიური ინფექციების როლიც, რომელიც ასევე იწვევს სისხლძარღვის კედელში ანთებით პროცესს.

სიფილისისა და ტუბერკულოზური ინფექციებიც გარკვეულ როლს თამაშობენ ანნევრიზმის ჩამოყალიბებაში.

სიმპტომები:

მუცლის აორტის ანევრიზმის დროს აღინიშნება ტკივილი მუცლის ან წელის მიდანოში, დისპეპსიური მოვლრნები, მოპულსირე წარმონაქმნის არსებობა მუცლის ღრუში. უმრავლეს შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

თავის ტვინის ანევრიზმის დროს აღინიშნება: ამობურცული ანევრიზმა ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოა, მაგრამ თუ ის დიდი ზომისაა და აწვება თავის ტვინის ქსოვილებს და ნერვებს და იწვევს შემდეგ სიმპტომებს:

*ტკივილი თვალის ზედა და უკანა ნაწილებში;

*თვალის გუგის დიამეტრის გადიდება;

*მხედველობის გაორება ან სხვა პრობლემები დაკავშირებული მხედველობასთან;

*ჩამოკიდებული ქუთუთო;

*გაშეშება, სისუსტე ან პარალიზი სახის ცალ მხარეს.

როგორ ხდება ანევრიზმის დიაგნოსტიკა?

დიაგნოსტიკა ხდება ძირითადად კომპიუტერული ტომოგრაფიით.აორტის ანევრისმის შემთხვევაში პირველ ეტაპზე სრულიად საკმარისია მუცლის აორტისა და თეძოს არტერიების დუპლექს-სკანირება. აორტო-არტერიოგრაფია გამოიყენება იმისთვის რომ შეირჩეს შესაბამისი ქირურგიული მკურნალობის ტაქტიკა.

მკურნალობა:

როგორც ტრადიციული-ღია წესით ოპერაციული მკურნალობა, ასევე ენდოვასკულარული წესით ხდება ანევრიზმის მკურნალობა.








0
44
შეფასება არ არის
ავტორი:მარია პავლიაშვილი
მარია პავლიაშვილი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0