x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
თავი შორს დაიჭირეთ მზიანი ეგოისტებისგან. ისინი ძალიან სახიფათონი არიან!

imageემილი ფარმერის ტილო "ბავშვი და თოჯინა" მზიანი ეგოიზმის არაჩვეულებრივი აღწერაა - ნათელი და გულწრფელი. ზრდასრულ ადამიანზე ვამბობ.
ექსპერიმენტიც მომაგონა: სხედან ერთმანეთის პირისპირ ბავშვი და თოჯინა. ბავშვს სთხოვენ, აღწეროს, რას ხედავს. ბავშვიც ასახელებს: მაგიდა, ფანჯარა, სკამი... და როცა ეკითხებიან, რას ხედავს თოჯინა, ბავშვი აღწერს, რასაც თვითონ ხედავს. მართალია, თოჯინა სხვა მხარეს იცქირება და საერთოდ სხვა რაღაცებს "ხედავს", მაგრამ ბავშვისთვის სულერთია. მას მიაჩნია, რომ თოჯინა ზუსტად იმავეს "გრძნობს", რასაც თვითონ: თოჯინას არ შია, რადგან ბავშვმა კარგად ისადილა, თოჯინას უხარია - რადგან ბავშვი ხალისიანადაა, თოჯინა ბრაზობს, თუკი ბავშვი გაბრაზებულია

მზიან ეგოისტში ბავშვი არც არასდროს იზრდება, არც ბერდება. არც სურს გაიზარდოს. მას ყველანი მივაჩნივართ თავის თოჯინებად და მიიჩნევს, რომ ჩვენც ზუსტად იმას ვხედავთ, რასაც ის; იმას ვგრძნობთ, რასაც ის და უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც მას მიაჩნია, რომ უნდა მოვიქცეთ. მზიანი ეგოისტი ზოგადად არც ისე ცუდად გვექცევა და შეიძლება გულწრფელადაც ვუყვარვართ, მაგრამ საკმარისია უთხრა, რომ რაღაცას განსხვავებულად ხედავ; გშია, როცა ის ნასადილევია, ან მოწყენილი ხარ, როცა მას უხარია, ან გიხარია, როცა ის მოწყენილია, ან დაღლილი ხარ და არ შეგიძლია ეთამაშო - ესაუბრო ზუსტად იმ მომენტში, როცა მას უნდა, ჩათვალეთ, რომ მხრებზე თავი აღარ გაქვთ (მეტაფორულად, რა თქმა უნდა)!

"განა რა საჭიროა ასეთი არასწორი თოჯინა?! ჭყპკშჯჭც!!!"

მერე შესაძლოა, დაავიწყდეს ეს წყენა და თავი ისევ თავის ადგილზე დაგიბრუნოს.

ამიტომ მზიანი ეგოისტებისგან უსაფრთხო დისტანცირება სჯობს, სანამ ჯერ კიდევ არ გაგიბრაზებია და თავი ადგილზე გაქვს.... თორემ მრავალჯერ მონაგლეჯ-მინაკერები თავი ძალიან მტკივნეულია მერე, ძალიან!

0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0