x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
დედაზე ფსიქოლოგიური ჩაბღაუჭების მსხვერპლი

imageლაო ძის აქვს: "მოკალი დედა შენში" . ამაში იგი არ გულისხმობს დედის მოკვლას პირდაპირი მნიშვნელობით, ან კიდევ მისადმი უპატივცემლობას, მაგრამ როცა მშობელზე მჭიდრო ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას გრძნობ, ეს სავალალო ფსიქოლოგიურ შედეგებს იწვევს მშობლის გარდაცვალების შემდეგ.

შეიძლება წარმატებულ, ბედნიერ, ენერგიულ, ბედისგან განებივრებულ პიროვნებად გამოიყურებოდე სრულიად საწყალი ადამიანი. ყველაფერი გქონდეს: პატივიც, დიდებაც, ხალხისგან დიდი სიყვარულიც, სილამაზეც, სიმდიდრეც და ახალგაზრდობაც, მაგრამ მაინც უბედურად გრძნობდე თავს, რადგან მარტოსული ხარ და სხვისი ოცნების განხორციელებას უფრო წარმოადგენ, ვიდრე საკუთარის. სულაც არ ხარ ისეთი, როგორიც ჰგონიათ - ეს მხოლოდ შენი ნიღაბია. ელვისმაც ეს ნიღაბი მოირგო ერთხელაც, ქერა თმაც შავად გადაიღება და დედის თხოვნით და ხათრით მიაღწია უზარმაზარ წარმატებას.

4 დოლარად ჩაწერილი პირველი ფირფიტა დედას მიუძღვნა.

სულ რაღაც 42 წლის ასაკში კი თავი დაღლილად, უბედურად, მარტროსულად იგრძნო.. ირგვლივ ყველა ეგზალტირებულად აპლოდირებდა და სიყვარულში უტყდებოდა, მაგრამ მშვენივრად ესმოდა, რომ ეს ყველაფერი ეკუთვნოდა არა მას, არამედ - ნიღაბს. აპლოდირებდნენ და სიყვარულს უფრქვევდნენ არა ისინი, ვინც მას სჭირდებოდა.... ვინც სჭირდებოდა - ის უკვე გვერდით აღარ იყო...

სიკვდილამდე არც ისე დიდიხნით ადრე მოფიქრებულ საშინელ გეგმაზე ღირს დაფიუქრება, საიდან და რატომ უნდა მოგივიდეს თავში კაცს ასეთი იდეა: ეძებდა მძიმე ავადმყოფს, მომაკვდავ ადამიანს, რომელსაც ჩასვამდა ოქროში, აავსებდა ფულით, თუ სახის გადანერგვაზე დასთანხმდებოდა. საშინელებაა, ხომ? როკ'ნ როლის მეფის სახე მომაკვდავს, თვითონ მეფეს კი - გაჭირვებული მომაკვდავის სახე. მიზანი ცხადია: ავადმყოფი რომ მოკვდება, მსოფლიო გაიგებს, რომ ელვისი მოკვდა. ელვისი კი ახალი სახით იცხოვრებს მშვიდად, აღარ იმღერებს, იკითხავს წიგნებს. (აბაზანაშიც ხომ წიგნს კითხულობდა უკანასკნელ წუთებში, თან ფილოსოფიურს, თან ღმერთზე)...
წარმოგიდგენიათ, რა საშინლად უნდა გრძნობდე თავს, რომ ეს გეგმა მოიფიქრო?

"როკ'ნ როლის მეფობამდე" დედასთან ერთად სიღარიბეში გაცილებით ბედნიერად გრძნობდა თავს. დედის გარეშე კი ამ პოპულარობის მასკარადში მონაწილეობა უკვე აღარ შეეძლო. ფულს ურიგებდა უცნობებს, ავტომანქანებსა და ძვირფასეულობას შემთხვევით შემხვედრებს სჩუქნიდა. მიზანი აღარ ჰქონდა - წარმატების მისაძღვნელი ობიექტი - დედა ხომ უკვე აღარ იყო? ირგვლივ იყვნენ მხოლოდ გიჟი ფანები. რამდენად უნდა შეგაწუხონ ადამიანებმა ფანატიზმით, რომ საზამთროები დაუშინო!

საიდან დეპრესია და სწორედ იმ დედის მონატრებიდან, რომლის ხათრითაც პოპულარული გახდა. დედის სიკვდილის შემდეგ კი მარტოობით გამოწვეული დარდისა და სევდისაგან თავდასაღწევად ექიმის დანიშნულებით "წამლების" მიღება დაიწყო. დიახ, ექიმის დანიშნულებით.

კარგი შვილი, დედის შვილი...

ამიტომ არ ღირს არავისთვის წარმატების მიძღვნა, ხათრით წარმატება...
თვითონ უნდა გინდოდეს ის, რასაც აღწევ!

0
49
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0