x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108878
  • ვიდეო:351229
  • სურათი:477587
ოხ, ეს უსირცხვილო და თავხედი ახალგაზრდა ექიმები

image


როცა იდეა სხვის თავში მწიფდება და სხა ან იპარავს ან რეალიზებას უკეთებს, აღარ არის ავთენტური იმ იდეის, რომელიც ავტორის თავში დაიბადა. დედა ხშირად იხსენებს ამ ნაწილობრივ სასაცილო და ნაწილობრივ სატირალ ფაქტს:

საავადმყოფოში ვმუშაობ.მთავარ ექიმს 50 წლის იუბილე აქვს. გაივლის, გამოივლის და ვბერდები, ვბერდებიო, წუწუნებს. გოგოებმა შევუკვეთეთ გრანდიოზული ტორტი. ოღონდ, მამაკაცია იუბილარი და როგორ გავაფორმებინოთ, აზრი არ მოგვდის არცერთს.. ეს პროფილური ორგანოები კი მოძველებული თემაა და ჩვენ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა, დამწყები ექიმები ვართ საიმისოდ, რომ თავხედურად ვიოხუნჯოთ..
წარწერები ტორტებზე მაშინ ჯერ კიდევ არ იყო აქტუალური. ვიორიგინალეთ. ვთხოვეთ მცხობელს, წაეწერა: "შენ არ ბერდები, შენ ძლიერდები!". გაოცებულმა შემოგვხედა, მრგვალად წავაწერო თუ ხაზებადო და ჩვენც ავუხსენით ხაზებად-თქო, "შენ არ ბერდები" - ზევით, "შენ ძლიერდები" - ქვევით.
მეორე დღეა. იუბილეზე გვაგვიანდება. მანქანას ავარიული სიგნალით ვაჩერებთ, რადგან გადავსებულია ტროტუარის მიმდებარე ადგილები საცხობთან. გადახტა ერთ-ერთი...ეს არის თქვენი ტორტიო, მიუთითეს თაროსკენ, ეცა, ჩაიხუტა უზარმაზარი კოლოფი და ძლივს ჩამოეკვეხა მანქანაში.
რესტორანში ოფიციანტს გადასცა...
გახურდა ქეიფი. შემოდის ჩვენი ულამაზესი ტორტიც სანთლებით და... ვაიმეეე!
ტორტზე შოკოლადის წარწერაა:
"შენ არ ბერდები ზევით, შენ ძლიერდები ქვევით!"
ატყდა ხორხოცი. მოსკოველი მეგობარი ექიმია ერთ-ერთი სტუმარი... ვერ გაიგო რა ხდება... უთარგმნეს... ჯერ აყირავდა, მერე ტორტს არ აჭრევინებდა ცოცხალი თავით... ცოტა ხანში ფოტოგრაფი შემოჰყავს.(არ იყო მაშინ, ბატონო, ეს "ნავაროჩენი" მობილურები. "კირპიჩი "მოტოროლა იყო "ცვეტში"). ტორტი ფოტოსესიისას ბზრიალებს, ტრიალებს, იქცა დაბდღის მთავარ გმირად. ჩვენ კი უხერხულად ვიშმუშნებით და ხარხარს მთლად უნისონში ვერ ვყვებით...
ასეა, იდეა შენს თავში რომ მწიფდება და სხვა რომ აცხობს"
0
77
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0