x
მეტი
  • 01.03.2021
  • სტატია:108785
  • ვიდეო:351165
  • სურათი:477237
"რაც მე დამაბრალეთ არის სიცრუე, ამისთვის ვითხოვ ბოდიშს" - ნახეთ, რატომ დაუპირისპირდა ირაკლი ლატარია ინგა გრიგოლიას

image


ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში "რეაქციის" წამყვანს, ინგა გრიგოლიას პერსონალურად მიმართავს და მას სიცრუის გავრცელებისთვის საჯაროდ, ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. ლატარიას თქმით, ტელეწამყვანის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ხელისუფლების მხარდამჭერები მის გადაცემებში მხოლოდ იმიტომ არ დადიან რომ მათ უბრალოდ სათქმელი არაფერი აქვთ მტკნარი სიცრუეა: "არ შემიძლია, რომ არ დავწერო!!! ინგა გრიგოლია თითქმის ყველა გადაცემის ანონსში ამახვილებს ყურადღებას, რომ ხელისუფლების მხარდამჭერები აღარ დადიანო, ოღონდ ამას საუბრობს ისეთი მიმართულებით, რომ თითქოს ხელისუფლებას მხარდამჭერებიც კი შეუმცირდა და აღარ აპირებენ დააფიქსირონ ის პოზიციები, რაც ხდება ქვეყანაში!!! მე, ვარ ის ერთ - ერთი ადამიანი, ვინც ყოველთვის დავდიოდი ყველა დებატში, არ არსებობდა დებატი ან თემა (რა თქმა უნდა რაც მესმოდა ის თემები), რომ მე უარი მეთქვას ტვ პირველისთვის. მელაძის გადაცემის შემდეგ, მელაძის ტყუილის შემდეგ, არაერთხელ დამირეკეს მე პირადად ტვ პირველიდან და მთხოვეს მისვლა სტუდიაში. შემომთავაზეს, რომ მივსულიყავი და რა პრეტენზიაც მქონდა მელაძისა და ზოგადად ტვ პირველის მიმართ, იმაზე მესაუბრა და თავიანთვე სტუდიიდან გადმომეცა ჩემი შინაგანი წყენის მიზეზები!!! რამდენიმე ხნის წინაც დამიკავშირდნენ აღნიშნული ტელევიზიიდან, ჩვენ რა შუაში ვართ მელაძის გადაცემასთანო, მობრძანდით ეს ხომ სხვა ფორმატაიო და მე უარი განვაცხადე. საკმაოდ მოწიწებით და პატივისცემით ვარ განწყობილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც აქვს სურვილი, რომ რეალური დებატი შედგეს და ამ დებატის ერთ - ერთი მონაწილე უნდათ რომ ვიყო - მე!!! ქალბატონო ინგა, რასაც თქვენ საუბრობთ რომ ხელისუფლების მხარდამჭერები ვერ მოდიან, არ აქვთ არგუმენტი და ა.შ (თქვენი პათოსი სწორედ ამაზე მიუთითებს) არის მტკნარი სიცრუე. მოვალ და მეტსაც ვიზამ, არანაირი პრობლემა არ მაქვს დავიცვა ხელისუფლება, უფროსწორად ვისაუბრო ფაქტებით და არა პანიკით, არანაირი პრობლემა არ მაქვს ნებისმიერ ადამიანთან დავამტკიცო სიმართლე და ჰაერზე არ ვიწიკვინო, როგორც ხდება ამ ბოლო დროს ხშირად. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მარტივი და საკმაოდ საინტერესოც არის, მაგრამ არის ერთი - ნო!!! რაც მე დამაბრალეთ, ამისთვის ვითხოვ ბოდიშს. მოიხადეთ ბოდიში და არასოდეს ვიტყვი უარს თქვენს ეთერში მოსვლაზე - არასოდეს!!! ხელისუფლებას ჰყავს დამცველი, საკმაოდ ჭკვიანი და მებრძოლი დამცველებიც და რაც მთავარია, “ჩვენ" ყოველთვის ვსაუბრობთ ფაქტებით და არა - “გუუგლში" მოძიებული ფეიკებით. პატივისცემით, ირაკლი ლატარია" - დაწერა ირაკლი ლატარიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.









0
464
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
464