x
მეტი
  • 01.03.2021
  • სტატია:108784
  • ვიდეო:351165
  • სურათი:477237
რა ბედი ეწია სტალინის ორეულს?

image




ხანშიშესული ხალხის ლიდერი შეცვალა 24 წლის დაღესტანელმა, რომელიც საოცრად გავდა სტალინს. ეს ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია!




იმ დროისთვის, როდესაც ახალგაზრდა ფელიქს დადაევი დაღესტნის სოფელიდან, ოფიციალურად გახდა ორეული, სტალინს უკვე ჰყავდა სამი ასეთი ორეული.





ორეულის არჩევის იდეა გენერალ ნიკოლაი ვლასიკს გაუჩნდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც ის კრემლის სპეციალური დაცვის უფროსი იყო. საიდუმლო პოლიციას მიაჩნდა, რომ სტალინისთვის სახიფათო იყო მუშათა მიტინგებზე გასვლა, პოლიტიკოსს ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა.





იდეამ შედეგი გამოიღო. პირველი ორეული, კავკასიელი რაშიდოვი აფეთქდა ჩადებულ ნაღმზე, როდესაც მისმა მანქანამ წითელ მოედანზე გაიარა. დადაევის ბედი ბევრად საოცარი აღმოჩნდა. ჯერ ერთი, ის 55 წლის განმავლობაში მალავდა ამ ფაქტს და ოჯახის წევრებსაც კი არ ეუბნებოდა. მეორე, ის ჯერ კიდევ ცოცხალია და ის ასი წლისაა!




image




დადაევი დაიბადა 1920 წელს დაღესტნის მაღალმთიან სოფელში, კაზი-კუმუხში. ბავშვობაში მუშაობდა მწყემსად და შემდგომ მან დაიწყო საიუვილერიო საქმიანობა. მისი ნამდვილი გატაცება ცეკვა იყო. ქალაქ გროზნოში გადასვლის შემდეგ, მან გაკვეთილები აიღო საბალეტო ქორეოგრაფისგან, ხოლო, როდესაც ოჯახი უკრაინაში გადავიდა, ის მიიწვიეს სახელმწიფო ანსამბლში.





ოცი წლის დაღესტნელმა მაშინ ბევრზე მოახდინა შთაბეჭდილება: ის ცეკვავდა, ილეთებს აკეთებდა, მსახიობობის ნიჭი ჰქონდა და რაც ყველაზე სასაცილო იყო, ქვეყნის მთავარ პირს გავდა.





image




”ახალგაზრდობაში საშინლად ვგავდი ყველა დროის დიდ ბელადს, ზოგიერთი სოფელში სოსოს მეძახდა. უკმაყოფილებას გამოვხატავდი, მაგრამ გულში ვამაყობდი ერების დიდ მამასთან მსგავსებით! " - ამბობს დადაევი.





როდესაც ომი დაიწყო, დადაევის ბედი წინასწარ იყო განსაზღვრული - ის გაგზავნეს ფრონტის ხაზზე საკონცერტო ბრიგადაში, ჯარისკაცების სულიერების ასამაღლებლად. მისმა პოპულარობამ სწრაფად მიაღწია ჯარის გენერლებმდე, მაგრამ არ არის ცნობილი, დაინტერესდებოდა თუ არა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი მისით, რომ არა, ერთი გარემოება. დადაევი მოხვდა ორმხრივ სროლაში და სერიოზულად დაიჭრა. ის მკვდარი ეგონათ.




"შვიდი გვამი მორგში მოათავსეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორი ადამიანი ცოცხალი იყო, ერთერთი მათგანი მე ვიყავი." - ამბობს დადაევი ამასთან, ისინი შეცდომას გვიან მიხვდნენ: ჰოსპიტალიდან დადაევის ნათესავებს სამძიმრის დეპეშა გაუგზავნეს. მთელი ომის განმავლობაში ისინი მას ფრონტზე გარდაცვლილად თვლიდნენ.




image




ეს გაუჩინარება ჩეკისტების ხელწერა იყო. 1943 წელს, მორიგი გამოსვლის შემდეგ, დადაევთან სამოქალაქო სამოსში ჩაცმული ხალხი მივიდა და იგი სპეციალური საიდუმლო რეისით გაგზავნეს მოსკოვში. მათ დადაევი მოთავსეს ქალაქგარეთ აგარაკზე, მიართვეს გემრიელი საჭმელი და აუხსნეს რა უნდოდათ მისგან. დასაწყისისთვის სტალინის ნაცვლად საჭირო ადგილას უნდა გამოჩენილიყო და ხალხის ყურადღება უნდა მიეპყრო. მაგალითად, კრემლიდან უნდა გამოსულიყო და მანქანაში ჩამჯდარიყო.






”საერთოდ, მე და სოსოს ასპროცენტიანი მსგავსება გვქონდა ყველაფერში! მე მასთან დამთხვევები მაქვს სიმაღლით, ხმით და ცხვირით. მხოლოდ ყურები მქონდა განსხვავებული. სხვათა შორის, პროცესი არ იყო რთული. ყურზე მაკრავდნენ სპეციალურ ხორცისფერ წებოვანს. შემდეგ კოსმეტიკური პუდრით ნიღბავდნენ და ამხანაგი სტალინის ფორმის ყურები მზად იყო." - იხსენებს ფელიქს დადაევი.




image




იმისთვის, რომ ზუსტი ასლი გამხდარიყო, მას მოუწია 11 კილოგრამის მომატება, ხელოვნურად კბილების გაყვითლება. (სტალინი ბევრს ეწეოდა, დადაევი კი არა) რამდენიმე თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის და აქტიორული ხელოვნების მასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ სწავლობდა სტალინის მიმიკას, ინტონაციას, მოძრაობას და უმნიშვნელო დეტალებსაც.დადაევი საათობით უყურებდა პირველი პირის კინოქრონიკებს. იყო ერთი მნიშვნელოვანი შეუსაბამობა - ასაკი. სხვაობა ორიგინალსა და ორეულს შორის თითქმის ორმოცი წელი იყო.





" იმ წლებში ისეთი პლასტიკური გრიმი არ არსებობდა, როგორც ახლაა. გრიმიორი მუშაობდა ჩემზე, მაგრამ ის ყოველდღე ვერ იქნებოდა ჩემს გარშემო. ამიტომ, მე ვისწავლე, როგორ გამეკეთებინა ჩუტყვავილას ლაქები სახეზე(სტალინს ბავშვობაში გადატანილი ჩუტყვავილის გამო სახეზე ქონდა ლაქები). ჯერ ყავისფერ ტონს ვისვამდი სახეზე, შემდეგ ქალის ჩვეულებრივი რკინის კბილებიან ჯაგრისს სახეზე ვიჭერდი და ღრმა ლაქები მივიღე. მაკიაჟი რომ შრებოდა, სახეზე პუდრს ვისვამდი. მთელი დღე ასე დავდიოდი და საღამოს ვიბანდი."- ამბობს დადაევი.




image




მხოლოდ ვიწრო წრეში იცოდნენ სტალინის ორეულის არსებობის შესახებ. დადაევს ხელი ქონდა მოწერილი ხელშეკრულებაზე, მას ეკრძალებოდა ოჯახთან ურთიერთობა.




სამიზნე მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდების
პირველ ეტაპს მარტივად გაართვა თავი, შემდგომ დადაევს ახალი ამოცანა დაეკისრა - საზოგადოებაში გამოჩენა თანაპარტიელების წრეში.





თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, "ქვეყანა- ესტრადა", მან დაწერა: ”მთავარი იყო პირველი ტესტური შეხვედრის ჩატარება მთავრობის წევრებთან. შეხვედრაზე ლიდერი ჩუმად უნდა ყოფილიყო, მაგრამ თუ მოუხდებოდა რამის თქმა, ეს უნდა გაეკეთებინა ლაკონურად და რა თქმა უნდა, იოსებ ბესარიონის ძის ხმით. ეს, ალბათ, ყველაზე მარტივი, ყველაზე მშვიდი ამოცანა იყო. ”




image




ამის შემდეგ დადაევი ატარებდა სტალინის ოფიციალურ ვიზიტებს, უცხოური დელეგაციების შეხვედრებს, ახალი ამბების ქრონიკების გადაღებას, რადიოში კითხულობდა რეპორტაჟებს, წითელ მოედანზე აღლუმის დროს მსვლელობას აწყობდა თანამოაზრეებთან, მავზოლეუმთან იდგა. არცერთ დამსწრეს ეჭვი არ გასჩენია მასზე. შემდგომ აღმოჩნდა, რომ ბევრ წიგნსა და მედიაში ლიდერის საზეიმო პორტრეტზე რეალურად დადაევი იყო გამოსახული.




ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იყო სსრკ-ს მეთაურის "ფრენის"თამაში 1943 წელს თეირანში, რომ შეხვედროდა სამ ლიდერს.




image




”მოიფიქრეს, რომ ყოფილიყო ორი რეისი, ერთში მე ვმონაწილეობდი. სტალინის ფორმით დანიშნულ დროს, მანქანაში ჩავჯექი და დაცვის სამსახურთან ერთად აეროპორტში წამიყვანეს. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ სტალინს, უფრო სწორად, მისი ორეულს, მიექცია საგარეო დაზვერვის ყურადღება. ” - იხსენებს იგი. დადაევი თეირანში არ იმყოფებოდა, იგი მხოლოდ აეროპორტში გადაიყვანეს. სწორედ იქ მოხდა მკვლელობის მცდელობა.





თავად დადაევი სტალინს მხოლოდ ერთხელ შეხვდა. ეს ხუთ წუთს გაგრძელდა ლიდერის მისაღებში, მაგრამ შოკისმომგვრელ მდგომარეობაში მყოფ ორეულს თითქმის არაფერი ახსოვს, იოსებ ბესარიონის ძის ღიმილის გარდა.





სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ორეულის საჭიროება თავისთავად გაქრა და დადაევმა განაგრძო მსახიობობა. ის ეწეოდა იუმორისტულ საქმიანობას, საკონცერტო პროგრამებით გამოსვლებს. 1996 წლამდე, ყველა ინფორმაცია იყო საიდუმლო, ეს ფაქტი იყო მხოლოდ მის პირად საქმეში, რომელიც ინახებოდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ფაილებში. ვეტოს მოხსნისთანავე, ეს ფაქტი გახდა საჯარო, მაგრამ ამდენი წლის შემდეგაც დადაევი ამბობს, რომ მას არ შეუძლია თქვას ყველაფერი. თავის წიგნში მან მხოლოდ ერთი თავი მიუძღვნა თავისი ბიოგრაფიის ამ ფაქტს.

0
444
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0