x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"SOS ! მართლაც განგაშის დროა! " - გუჯა შვანგირაძე

image

" SOS ! მართლაც განგაშის დროა! "ეროვნული გეგმა" შეგვიმუშავეს?
რამხელა ცინიზმია ეროვნული უწოდო ერის შესაძლო განადგურების გეგმას.
არ ვიცი, რატომ უნდა ერქვას იმ დაწესებულებასაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, ვინც ეს გეგმა შეიმუშავა, ან იმ მთავრობას რატომ უნდა ერქვას საქართველოს მთავრობა, ვინც ეს გეგმა დაამტკიცა.
ესეც ცინიზმია, ანტიქართულ სტრუქტურებს რომ საქართველოს სახელი ჰქვიათ.
სწორედ მათ შეიმუშავეს და დააამტკიცეს გეგმა, რომლის მიხედვით საქართველოს მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრას.
გეგმა, რომელიც 21 იანვარს წარადგინეს ჯანდაცვის სამინისტროს ბრიფინგზე, ითვალისწინებს 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% -ის აცრას.
გეგმის მიხედვით ამ წლის განმავლობაში ვაქცინაცია უნდა გაუკეთდეს 1.7 მილიონ ადამიანს.
დიახ, საქართველოს მთავრობა მსოფლიო ჯანდაცვის მიერ მისთვის სესხად გამოყოფილი 2 მილიარდ დოლარის სანაცვლოდ,
იმ 2 მილიარდის, რომლის უმეტესი ნაწილი როგორც ყოველთვის არადანიშნულებისამებრ იქნება გამოყენებულ და სხვადასხვა სახელმწიფო, თუ კერძო ორგანიზაციების ანგარიშებზე დაილექება.
დიახ, სულ რაღაც 2 მილიარდად, ხელისუფლება ყიდის და საექსპერიმენტოდ იმეტებს საკუთარ მოსახლეობას.
სულ მცირე 1, 7 მილიონ ადამიანს საცდელ ვირთხებად აქცევს, რადგან ვაქცინაცია ტარდება ისეთი პრეპარატებით, რომელთა ზემოქმედება ადამიანებზე ბოლომდე გამოკვლეული კი არა, საერთოდ არ არის შესწავლილი.
აცრა კეთდება პრეპარატებით, რომლებმაც უკვე ასობით ადამიანი იმსხვერპლა მსოფლიოში. პრეპარატებით, რომლის მწარმოებელი კომპანიების თქმით ადამიანს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტს მხოლოდ 7 თვით შეუნარჩუნებს.
ანუ, ეს შეუსწავლელი პრეპარატები უნდა იკეთო განუწყვეტლივ, წლების განმავლობაში და წლების განმავლობაში უნდა გაგრძელდეს ექსპერიმენტებიც.
უფრო მეტიც, ხელშეკრულების თანახმად ვაქცინის მწარმოებელი და მომწოდებელი კომპანიები თავიდან იხსნიან პასუხისმგებლობას მოსალოდნელ შედეგებზე და საქართველოს მხარე ამაზეც თანხმდება.
გეგმა რამდენიმე ეტაპით უნდა განხორციელდეს და უკვე ამ თვეებში დაჩქარებული ტემპით ვაქცინაცია ჩაუტარდება სამედიცინო და სახელმწიფო ბიუჯეტზე არსებულ სხვა დაწესებულებებში და ორგანიზაციებში მომსახურე პერსონალს.
ანუ, სახელმწიფო, თუ კერძო საავადმყოფოებში მომუშავე პერსონალს და ჩინოვნიკებს, ჯარს, პოლიციას, ტრანსპორტის მუშაკებს, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების, ანუ, საპატიმროების პერსონალს და პატიმრებს, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანებს.
ვაქცინაცია გაუკეთდება ყველას, ვინც კი ასე თუ ისე სახელმწიფო ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ვაქცინაცია გაუკეთდება კერძო საბანკო სექტორში და სააფთიაქო ქსელში მომუშავე პერსონალსაც, საზოგადოებრივ კვების და სავაჭრო ობიექტების მოსამსახურეებს, აბსოლუტურად ყველას ვინც კი მომსახურეობის სფეროშია.
რა თქმა უნდა გეგმაში არ არის საუბარი, რომ ვაქცინაცია სავალდებულოა და იძულებითი, მაგრამ სწორედ ის ფაქტი, რომ საუბარია მოსახლეობის 60%-ის აცრაზე და რომ 1, 7 მილიონი ადამიანი უნდა აიცრას წლის ბოლომდე, მიუთითებს, რომ ხელისუფლება ეცდება ყველაფერი იღონოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დავალება რომ შეასრულოს.
რა თქმა უნდა სახლში არავინ შემოგივარდებათ, ჯერჯერობით მაინც, მაგრამ როგორც პირბადეს გარეშე არ გიშვებენ არსად, ისევე, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს ვაქცინაციის დამადასტურებელი ელექტრონული საბუთის, ან ელექტრონული კოდის გარეშე არ შეუშვებენ დაწესებულებებში და ორგანიზაციებში, ბანკებში, ტრანსპორტში, ვერ გაემგზავრებიან საზღვარგარეთ, სოციალურად დაუცველები ვერ მიიღებენ დახმარებებს, არ დაენიშნებათ პენსიები, არ მოემსახურებათ საავადმყოფოები, არ გაკეთდება ოპერაციები.
სასწრაფოც კი არ გამოვა გამოძახებაზე.
და მაშ როგორ გამოდის ნებაყოფლობითი?ეს ძალადობაა! და ვინ აგებს პასუხს ამ ყველაფერზე?
ვინ აგებს პასუხს იმ შედეგებზე ვაქცინაციის გაკეთებისთანავე რომ შეიძლება დადგეს, ან თუნდაც წლების მერე? და საალბათოდ ან სავარაუდოდ რატომ უნდა გავიხადოთ საქმე?
ან რატომ უნდა ჩავყვეთ მრავალმილიონიან ერებს სამარეში ერთი მუჭა ქართველობა?
თუნდაც კაცობრიობის საკეთილდღეოდ იყოს ეს ექსპერიმენტები, რატომ უნდა გადაიაროს ამან ქართველის ზურგზე?
ან რატომ უნდა შევეწიროთ მსოფლიო ფინანსური წრეების ინტერესებს, მილიარდებს რომ აკეთებენ კოვიდმაქინაციებით?
პასუხს ვინ აგებს?
ან პასუხს ვინ მოთხოვს მათ, ვინც პასუხი უნდა აგოს?
ან ამ ექსპერიმენტებით დარჩება კი წლების მერე ვინმე ამ ქვეყანაში, ვინც პასუხს მოთხოვს იმათ, ვინც დღეს ქვეყანას ყიდის?
ჩვენი თავი თუ არ გვენანება შვილებმა რა დაგვიშავეს?
იმ წინაპრებმა რა დაგვიშავეს ეს ქვეყანა რომ აქამდე მოგვიტანეს?
ჩვენით და ჩვენივე ხელით და ახლა უნდა დამთავრდეს საქართველო?
ეს არ უნდა დავუშვათ!
პოლიტიკოსები და პარტიები ამ ყველაფერს არ გააპროტესტებენ, ისინი სისტემასთან არიან გარიგებულნი და არც არასდროს არ ამოიღებენ ხმას.
ქვემოდან, ხალხიდან უნდა დაიწყოს პროტესტი.
სასწრაფოდ უნდა შედგეს მართლაც ეროვნული თავდაცვის კომიტეტი,
სადაც იქნება გაერთიანებული ყველა, ვინც თვლის რომ ეს გაუმართლებელი ექსპერიმენტი ერის არსებობას უქმნის საფრთხეს, მართლაც უნდა შევიმუშავოთ თავდაცვის გეგმა და მართლაც ჭეშმარიტად ეროვნული, ქართული გეგმა.
დრო მართლაც აღარ დაგვრჩა!
დრო საერთოდ აღარ დაგვრჩა!
2021 წელი მართლაც გადამწყვეტი უნდა გახდეს!" - წერს სამოქალაქო აქტივისტი, რეჟისორი გუჯა შვანგირაძე.
1
218
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
218
  
2021, 23 იანვარი, 21:00
:))) ესაა კაცი, რომლისგანაც უამრავი ტყუილი მაქვს მოსმენილი. ნეტა მისი სიტყვისა თუ გჯერათ. მაგ კაცმა დამმართა ნევროზი ჯერ კიდევ პატარას , როცა ჩემი მამინაცვალი იყო
0 1 1