x
image
natia.a
ექიმები ზოგ შემთხვევაში პაციენტებს წირავენ სიკვდილისთვის? - რას ყვება ექიმი პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე
image
კორონავირუსის შეჩერებასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს ექიმი არჩილ მარშანია. მისი აზრით, ქვეყნის გახსნა-არგახსნის საკითხით მანიპულირება არის "პოლიტიკური ქულების მავნებლური დაგროვება". აქვე მოჰყავს ექიმების მაგალითი, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობაში ძალიან რთული, ზოგისთვის მიუღებელი გადაწყვეტილების მიღება უწევთ ხოლმე:
გახსენით ქვეყანა, გახსენით ყველაფერი!!! გამოფხიზლდით მონებო!!! სანამ ქვეყნის სრულად გახსნას განვიხილავ რატომ უნდა მოხდეს, ჯერ ეს ნახეთ:

გსმენიათ თუ არა ის, რომ ექიმები ზოგ შემთხვევაში პაციენტებს შეგნებულად წირავენ სიკვდილისთვის?

ამ მკვლელებზე რატომ არავინ ლაპარაკობს მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლეა, პრობლემა არ არის და ამის გამო ექიმს არც მკვლელი უნდა ეძახო და ციხეშიც არ უნდა ჩასვა.

რატომ?


მოდი ჯერ დავიწყოთ იმით რა უნდა იცოდეს ექიმმა.

ექიმმა ზოგადად, უნდა იცოდეს მედიცინის რამდენიმე ბაზისური ნაწილი:

- მტკიცებულებები

- კრიტიკული აზროვნება

- საექიმო ეთიკა

- სამეცნიერო კომუნიკაცია

ყველა ერთად ოღონდ, ეს ყველაფერი ერთად, სწორ ნაზავში არის მედიცინა, ცალ-ცალკე ყველა ფარატინა ფურცელია რომელიც პაციენტს ვერ მოუტანს სარგებელს.

ახლა მიუხედავად ტექნიკურად სიმართლის თქმისა, მე დავარღვიე სამეცნიერო კომუნიკაციის ბაზისები და ეს სიმართლე ისე ვთქვი, რომ ექიმებისადმი არასწორად განგაწყვეთ, სინამდვილეში კი საუბარია ტრიაჟზე ( https://bit.ly/39a5i73) ტრიაჟი ხდება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, მაშინ როცა პაციენტების რაოდენობა აღემატება ხელთარსებულ რესურსებს.

მაგალითად, როდესაც ჩემთან მოვა ერთი პაციენტი რომელსაც სჭირდება გულ-ფილტვის რეანიმაცია (სასიცოცხლო მანიპულაცია, რომლის გარეშეც პაციენტი აუცილებლად მოკვდება), მე თუ არ ვაკეთებ გულ-ფილტვის რეანიმაციას, მას ფაქტიურად ვწირავ სიკვდილისთვის, ვარღვევ საექიმო ეთიკას და უნდა ჩამსვან ციხეში.

თუმცა როცა არის საგანგებო მდგომარეობა და ჩემ კლინიკაში შემოდის 50 პაციენტი ერთდროულად, რომლის (ყველას ერთდროულად) მართვის რესურსი უბრალოდ არ არსებობს, ამ დროს მიწევს ტრიაჟის პრინციპებზე გადართვა და საექიმო ეთიკის ერთი ნაწილი „ყველას უმკურნალე თანაბრად“ იცვლება სხვა პრინციპით: „უმკურნალე მას ვისაც მეტი გადარჩენის შანსი აქვს“.

ამ დროს პაციენტებს ვისაც სჭირდბა გულ-ფილტვის რეანიმაცია და ნორმალურ სიტუაციაში ჩაუტარდებოდათ კიდეც, მათ ამ პროცედურას არ ვუტარებთ და პირდაპირ ვაფიქსირებთ სიკვდილს, ეს ადამიანურად ძალიან რთული გადაწყვეტილება განპირობებულია სამედიცინო კრიტიკული აზროვნებით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე თუ არ მოვიქცევით, მოკვდება უფრო მეტი პაციენტი.

და ამის გამო რომ ექიმს მკვლელი ეძახო, ნიშნავს რომ უბრალოდ არ გესმის მედიცინა (ყველა არც არის ვალდებული ესმოდეს ცხადია).

ანუ კიდევ სხვანაირად და შინაურულად რომ ვთქვათ, საგანგებო მდგომარეობისას არასაგანგებო მდგომარეობის კრიტერიუმებით მსჯელობა არის სიბეცე და მავნებლობა.

რა არის ეკონომიკის ვარდნის პრობლემა?

გაღარიბება.

კლავს კი ეკონომიკის ვარდნა ადამიანებს?

კი, თუმცა ეს სიკვდილი სხვაგვარია, ისე არ ხდება რომ მაგალითად 3% დაეცა ეკონომიკა და იმავე თვეში ან წელში მხოლოდ ამის გამო დამატებით მოკვდა 5000 ადამიანი, მაგ ლოგიკით 90ანები საერთოდ ვერ უნდა გადაგვეტანა.
ეკონომიკა კლავს ადამიანებს, რადგან რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით ნაკლებია ადამიანების შემოსავალი და შესაბამისად ვერ იღებენ ვერც ხარისხიან ცხოვრებას და ვერც ხარისხიან სამედიცინო სერვისს, ამიტომ შორ მომავალში ეს აისახება იმაზე, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ღარიბ ქვეყანაში მცირდება.
რა არის პანდემიის პრობლემა?

კოვიდ19-ს პანდემიის პრობლემაა:

სწრაფი გავრცელება ანუ ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა/კოლაფსი;

ჯანდაცვის გადატვირთვით/კოლაფსით გამოწვეული სიკვდილიანობა;

კოვიდ19-თ გამოწვეული სიკვდილიანობა;

ჯანდაცვის გადატვირთვით გამოწვეული ქაოსი, რაც დამატებით იწვევს ეკონომიკის ვარდნას.

სწრაფი გავრცელება ანუ ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა/კოლაფსი:

როდესაც აღმოჩნდა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება ვირუსი, მიაწყდა ადამიანების დიდი ნაკადი ჰოსპიტალებს, მაშინ თითქმის ყველა ქვეყანაში, სხვადასხვა პრინციპით იქნა გადაწყვეტილება მიღებული ჩაკეტვაზე და/ან მკაცრ რეკომენდაციებზე, პაციენტთა ნაკადის შესაჩერებლად.

იმ სპეკულაციებს რომ თავი დავანებოთ ვითომ ტყუილად აწვენენ პაციენტებს, ჩაკეტილ ქვეყანაში რეანიმაციების გადატვრთვა მოხდა ადრინდელზე, ჩაუკეტავ შემთხვევაზე მეტად, იმედია ისიც არ გვგონია, რომ პაციენტები თავისით შედიოდნენ რეანიმაციაში და ეკიდებოდნენ აპარატზე.

საფრანგეთში ასეთი გადატვირთვა მითუმეტეს ჩაკეტილ ქვეყანაში არ ახსოვთ, ლოქდაუნს და რეგულაციების გამარტივებას შორის რენიმაციის/ჰოსპიტალების დატვირთვა შეგიძლიათ თავადვე ნახოთ ( https://bit.ly/2MhtvyZ ); აშშ-ში მწვავე ეპიდაფეთქებისას მითუმეტეს და მერეც, რეანიმაციებში ადგილების სერიოზული დეფიციტი შეიქმნა, მეტიც, დეკემბრისთვის მოსახლეობის მესამედი უკვე ცხოვრობდა ისეთ რეგიონებში სადაც ელემენტარულად ან ადგილი არ იყო რეანიმაციებშ ან სერიოზული დეფიციტი იყო ( https://bit.ly/3qF8SvN );

ესპანეთს და იტალიას აღარ მოვყვები ლომბარდიის ამბები იმედია გვახსოვს, სხვა ქვეყნებიც შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

ჯანდაცვის გადატვირთვით/კოლაფსით გამოწვეული სიკვდილიანობა:

პანდემიის მიშვება და ყველაფრის გახსნა და ჯანდაცვის გადატვირთვა/კოლაფსი გამოიწვევს თავისთავადვე, კოვიდის გარეშეც სიკვდილობის აწევას, ადამიანები სხვა ავადობებისთვის სამედიცინო სერვისს ვერ მიიღებენ.
კოვიდ19-თ გამოწვეული სიკვდილიანობა:

22 იანვრის მონაცემებით 98, 248, 317 კოვიდ19-ს შემთხვევაა მთელ მსოფლიოში დაფიქსირებული.
მოკვდა 2, 103, 671 ადამიანი.

აქვე ძალიან გთხოვთ, ის სიბეცე, რომ თურმე კოვიდ19-ს დიაგნოზი მთვარი კი არა თანმხლები დიაგნოზი იყოო არ დამიწეროთ, თანმხლებ-ქრონიკულ დაავადებებზე ხაზგასმით. ჯერ ერთი მთელი მედიცინის მთელი არსი არის ზუსტად ქრონიკული თუ თანმხლები დაავადებების მქონე ავადმყოფების სიცოცხლის შენარჩუნება და გახანგრძლივება.

მეორე კიდევ, ვთქვათ ადამიანს ყავს შვილი, დიაბეტით, რომელიც ქრონიკული მართვადი დაავადებაა და ამ დიაბეტთან ერთად მთელი ცხოვრება იცოცხლებს დიდი ალბათობით, და მას დაემარათა კოვიდ19 და მოკვდა, ექიმი რომ გამოვიდეს და უთხრას, იცი რა, ძირითადი მიზეზი კი არ იყო კოვიდი, თანმხლები დიაგნოზი იყო, არ იდარდოთო, როგორ გგონიათ რას იფიქრებს ან იზამს ეს ადამიანი?

ვთქვათ მეგობარი გყავთ ჭარბწონიანი, რომელიც დიდი ალბათობით ძალიან ბევრი წელი იცოცხლებს ამ წონით და ასევე 100% ექნება იმის შანსი რომ ამ წლების განმავლობაში დაძლიოს ეს სიმსუქნე, მარა დაემართა კოვიდი და მოკვდა, ექიმმა კი ისევ „დაგამშვიდათ“ ძირითადი დიაგნოზი არ იყო, თანმხლები იყო კოვიდიო, რას იზამთ?
ბებია? რომელიც გულ-სისხლძარღვდა დაავადება აქვს და დიდი ალბათობით კიდევ იცოცხლებს ამ დაავადებით, დაემართა კოვიდი და მოკვდა, ექიმმა რომ იგივე გითხრათ რას იზამთ? მაგაშია საქმე.

მაგას რომ თავი დავანებოთ, ავიღოთ ყველა მიზეზით სიკვდილიანობა, თითქმის ყველა ქვეყანაში, წინა წლებთან შედარებით მომატებულია, ჩაკეტილ და მკაცრ რეკომენდაციებში მყოფ ქვეყანაში იგივე ან მეტი რომ კვდება ე.ი. რაღაც პრობლემაა ხო?

გერმანიაში 2020 წლის 362 დღის გარდაცვალებათა მონაცემებში აღმოჩნდა რომ 966 828 ადამიანი დაიღუპა, რაც უკვე 3.5%-ით მეტია (ლაითად იკითხება ხო 3.5%? აბა გადავიყვანოთ რამდენი ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი), ვიდრე წინა ოთხი წლის განმავლობაში საშუალოდ კვდებოდა. ( https://bit.ly/3o4oNSt ) საქართველოში კორონამ არასრულ 4 თვეში 3000 მდე ადამიანი მოკლა (ლოქდაუნის გათვალისწინებით, „დახურულ“ ქვეყანაში). გახსენდებათ რომელიმე პერიოდი, იგივე სისწრაფის სიკვდილიანობით? ( shorturl.at/xFN07 ) და ა.შ.

ყველა ქვეყნის ჭარბსიკვდილიანობა წინა წლებთან შედარებით შეგიძლიათ აქ იხილოთ:

https://ourworldindata.org/excess-mortality-covid

ჯანდაცვის გადატვირთვით გამოწვეული ქაოსი, რაც დამატებით იწვევს ეკონომიკის ვარდნას:

როდესაც ადამიანი მიიყვანს საავადმყოფოში შვილს/დედას/მამას და ჯანდაცვა უბრალოდ ვერ უზრუნველყოფს ავადმყოფის დაწვენას კლინიკაში, რას იზმას ეს ადამიანი წარმოიდგინეთ და მერე წარმოიდგიეთ 10 000 ეგეთივე ადამიანი, ეგ არის ქაოსი და ქვეყანაში სადაც ქაოსია და საავადმყოფო არ არის, იქ ეკონომიკა არ იზრდება და არ ყვავის.

თუმცა კარგი ხელჩასაჭიდია მერე მთავრობას ეძახო, რომ ვერაფერს აკეთებს და ვერ მართავს ქვეყანას (wait ანუ გეგონათ, რომ პანდემიას პოლიტიკურ იარაღად მხოლოდ პოზიცია იყენებს და ოპოზიცია არა? Ok you sweet little summer child).

შესაბამისად ეკონომიკის ვარდნით ვიღებთ: გაღარიბებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ხოლო ყველაფრის გახსნით და პანდემიის მიშვებით ვიღებთ:

მოკლე დროში ბევრ და სწრაფ სიკვდილს;

ჯანდაცვის გადატვირთვას/კოლაფფსს;

აქედან გამომიდნარე ქაოსს და ეკონომიკის ვარდნას, გაღარიბებას და მასთან დაკავშირებულ პრობელემებს.
ანუ არაფერი უნდა მოვითხოვოთ?

არა, უნდა მოვითხოვოთ:

სახელმწიფომ უზრუნველყოს საოციალურად დაუცველები, მისცეს ფული;

მოხდეს შემოსული თანხების ხარჯვების გამჭირვალობა;

სულ მიმდინარეობდეს რეგულაციებზე საჯარო დისკუსია და არგუმენტირებული დასაბუთება ყველა რეგულაციის;

ამ დისკუსიის ფონზე ნებისმიერი რეგულაციის მართებულობა/არამართებულობის გადაწყვეტა და დინამიური ცვლილებები;

სასწრაფოდ შემოვიდეს ვაქცინა ქვეყანაში.

ეს უნდა მოვითხოვოთ.

დასკვნა:

„გახსენით ქვეყანა, გახსენით ყველაფერი!“-ს მოთხოვნა არის პოლიტიკური ქულების მავნებლური დაგროვება და საგანგებო მდგომარეობისას, არასაგანგებო მდგომარეობის კრიტერიუმებით მსჯელობა ანუ არამეცნიერული სიბეცე." - წერს არჩილ მარშანია

1
342
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
342
  
2021, 24 იანვარი, 0:11
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
0 1 1