x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134417
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
როგორ გავიპარსოთ ფეხები ზამთარში სწორად?! - საჭირო რჩევები
გაგიკვირდებათ და ცხელი და ცივი კლიმატის დროს თმის მოცილების პროცედურა სხვადასხვაგვარად უნდა ჩაიტაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მზარდი თმა კვლავ აბეზარი გახდება, ვინაიდან ზამთარში თმის ზრდის პროცესი 99%-ით იზრდება. როდესაც შარვალი, კოლგოტი და სხვა ქსოვილები კანს ეხება, იწვევს სიმშრალეს და მშრალი ჰაერი კი თმის ზრდის პროცესს აძლიერებს. სწორედ ამ დროს მატულობს ჩაზრდილი თმის ღერის რაოდენობა, გაპარსვის შემდეგ კი კანი უფრო მგრძნობიარეა, სპრეისა და დამატენიანებლების გამოყენება იწვევს გაღიზიანებასა და ალერგიულ რეაქციებს.


image



როგორ მოვიქცეთ?


1. გაპარსვამდე, ჩაილბეთ ფეხები, ორთქლის აბაზანა ძალიან კარგი იქნება, ან გამოიყენეთ რომელიმე სკრაბი. შემდეგ კი გადადით მომდევნო ეტაპზე.


2. ჯერ დარწმუნდით, რომ თქვენი სამართებელი ახალია და სუფთა. იმ შემთხვევაშიც, თუ ის ჯერ კიდევ კარგად ჭრის, თვეში ერთხელ აუცილებლად გამოცვალეთ, რადგან ძველ სამართებელს შეუძლია მიკროტრავმა გამოიწვიოს.




image



3. გაგიკვირდებათ, მაგრამ გამოყენებამდე სამართებელი რამდენიმე წუთით თბილ წყალში უნდა ჩაალბოთ.


4. საპარსი გელი ჩაანაცვლეთ საცხით (კრემით), რადგან მათ შემადგენლობაში არის სპირტი, რომელიც გამოაშრობს კანს და ხელს შეუწყობს მის აქერცვლას. საცხი არ გააღიზიანებს კანს და შეუნარჩუნებს სირბილეს.



image



5. გაპარსვის შემდეგ ჩამოიბანეთ ფეხები და პირსახოცის მჭიდრო დადებით ნელ-ნელა შეიმშრალეთ, შემდეგ კი წაისვით მკვებავი. 20-30 წუთი სჭირდება, კანმა ის რომ შეიწოვოს, თუ ამ დროის შემდეგ შეატყვეთ, რომ კანმა სულ შთანთქა ის, შეგიძლიათ კიდევ დაიტანოთ.



image


P.S. თუ ისინი, ვინც ფეხებს სამართებელით იპარსავთ აუცილებლად გაითვალისწინებთ რჩევებს, თავიდან აიცილებთ ფეხის კანის გაღიზიანებასა და მიკროტრავმას, რომ აღარაფერი ვთქვათ ფაქტზე - კანი უფრო გლუვი და ლამაზი გახდება.



0
112
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0