x
მეტი
  • 28.02.2021
  • სტატია:108733
  • ვიდეო:351135
  • სურათი:477109
"ავწიოთ უკანალები და გავაპროტესტოთ ის, ამდენს რომ გვიბედავს ხელისუფლება"- ნინო ჯანგირაშვილის მიმართვა საზოგადოებას

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას პირველი მარტიდან განაახლებს. ჯანგირაშვილი მოსახლეობას ტრანსპორტის აკრძალვის გამო მეტი აქტიურობისკენ და ქუჩის პროტესტისკენ მოუწოდებს: "სინამდვილეში პოლიტიკა იმიტომ უნდა გვაინტერესებდეს, რომ უკეთესად ვიცხოვროთ, უკეთესი ხელფასი გვქონდეს, უკეთეს ჰაერს ვსუნთქავდეთ, უკეთეს საკვებს ვჭამდეთ, უკეთესი ტრანსპორტი გვქონდეს, უკეთესი განათლება, ჯანდაცვა და სახელმწიფო სერვისები, ჩვენი გადახდილი გადასახადები უფრო ეფექტურად იხარჯებოდეს და ა.შ. საქართველო მგონი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პოლიტიკა თავისთავად, ამ ყველაფრისგან განყენებულად აინტერესებთ და ესეირებათ, როგორც სპორტის სახეობა ან გასართობი ინდუსტრიის ნაწილი. დიდი უბედურება ის არის, რომ ვერ ვხედავთ პირდაპირ კავშირს პოლიტიკასა და ჩვენს ყოველდღიურობას შორის. ხოდა, მოკლედ, ყველაზე დიდი პოლიტიკა ის იქნება, რომ ავწიოთ უკანალები, გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა და ის, რომ ამდენს გვიბედავს ხელისუფლება, რომელიც იდეაში ჩვენი არჩეულია (სინამდვილეში რომ არ აგვირჩევია, ვიცით, და მითუმეტეს ვერ უნდა გვიბედავდეს ამდენს). ნუუ, ახლა ტრანსპორტის გამო აქციაზე ხომ არ გამოვალ პოზიცია არის ზუსტად არასახელმწიფოებრივი აზროვნება. როცა ადამიანების ელემენტარულ უფლებას ვერ ვიცავთ, სხვა ყველაფერზე ლაპარაკი ზედმეტია" - წერს ნინო ჯანგირაშვილი. შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღადგენა პირველი მარტიდან იგეგმება.








0
203
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
203