x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108878
  • ვიდეო:351229
  • სურათი:477587
მადმუაზელ ნიკოლეტა: “სექსი ყველაფრის გასაღებია”

ინსტაგრამზე განთავსებული ივენთი სახელწოდებით “Dirty Donnerstag” (“ბინძური ხუთშაბათი”) გერმანიაში კვირის ერთ-ერთ ყველაზე ყურებად მოვლენად იქცა. ივენთი 32 წლის გერმანელმა ინფლუენსერმა, მადმუაზელ ნიკოლეტამ გამართა, რომელიც წარმოშობით კობლენციდან გახლავთ. ღონისძიების თემა იყო ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სექსი, როცა პარტნიორს ეძებ.


ივენთის მიმდინარეობის პროცესში ერთმა მდედრობითი სქესის ფანმა მადმუაზელ ნიკოლეტას შემდეგი შეკითხვა დაუსვა: “ძვირფასო ნიკოლეტა, მე და ერთ ახლად გაცნობილ მამაკაცს აქტუალური სიტუაციის გათვალისწინებით დეითი სახლში გვაქვს. რა უნდა ვქნა? როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობა?”


ინფლუენსერმა ურჩია გოგონას, საუბარი საერთო ეროტიკული გამოცდილებით შეევსო. გერმანული ინტერნეტის ცნობილმა სახემ ფანს განუმარტა, რომ სექსი გაცნობის პროცესში არანორმალურად მნიშვნელოვანია.


“დამიჯერე, დაწექი ადამიანთან, შემდეგ შენ ბევრად მეტი გეცოდინება მასზე. ჟიმაობა ყოველთვის შეიძლება იქცეს გასაღებად, რომელიც დაუცველობის შეგრძნებას აღმოფხვრის”, - თქვა მადმუაზელ ნიკოლეტამ საკუთარ ინსტაგრამ სთორიში ფანის შეკითხვის საპასუხოდ.


მეორე ფანმაც (რომელიც ასევე მდედრობითი სქესის იყო) მადმუაზელ ნიკოლეტას შემდეგი შეკითხვა დაუსვა:


“ძვირფასო ნიკოლეტა, მე და ჩემს პარტნიორს გვყავს მეგობრები, რომლებთანაც პარტნიორები გავცვალეთ. ეს ყველაფერი როგორღაც ძალიან აღმგზნები იყო, რას ფიქრობ ამის შესახებ?”


ამ შემთხვევაშიც 32 წლის კობლენცელი შეუვალი იყო:


“აი, ხომ ხედავ, კოვიდმა ახალი შესაძლებლობები გააჩინა. ზოგიერთი ორსულდება, ზოგი თხოვდება, ზოგს ძაღლი მიჰყავს სახლში, ზოგი დუბაიში მიფრინავს, ზოგი სახლს აშენებს, ზოგი კი პარტნიორს ცვლის”.


ამის შემდეგ მან ჩაიცინა და განაგრძო: “მე იმას ვამბობ, რომ როგორღაც უნდა განვიტვირთოთ, მძიმე დროა”.


მადმუაზელ ნიკოლეტას “ბინძური ხუთშაბათი” ერთადერთი შესაძლებლობაა, რითაც მის ფანებს საკუთარი კუმირისთვის კითხვის დასმა შეუძლიათ. ფანების რაოდენობა კი უკვე ძალიან დიდია: 243 ათასი და ყოველდღიურად სულ უფრო სწრაფად იზრდება.


მადმუაზელ ნიკოლეტა

0
148
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0