x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ იღებენ იდეალურ ფოტოს instagram-ისთვის
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.



image



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.



ალბათ ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოუხატავს აღტაცება ცნობილის, უცხოს ან მეგობრის ინსტაგრამის გვერდის დათვალიერების შემდეგ რომელიმე კონკრეტულ ფოტოზე. როგორც ჩანს, ასეთი სურათის გადასაღებად საჭიროა სპეციალისტების მთელი არმია: ფოტოგრაფიდან და ილუმინატორიდან დაწყებული, მაკიაჟის მხატვრით და ფოტოების დამუშავების ოსტატებით დამთავრებული. ამასთან, პროფესიონალმა მექსიკელმა ფოტოგრაფმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ლამაზი და ორიგინალური სურათების მიღება მინიმალური აღჭურვილობითა და დეკორაციებით.




imageimageimageimageimageimageimage


0
44
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0