სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები, მათი კლინიკური სტადიები, მკურნალობა და როგორ უნდა მოვიქცეთ მკურნალობის შემდეგ. 22 იანვარი, 23:18
სიმსივნე წარმოადგენს სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში თავისთავად განვითარებულ პათოლოგიურ წარმონაქმნს, რომელიც ხასიათდება ავტონომიური ზრდით, პოლიმორფიზმითა და უჯრედთა ატიპურობთ. სიკვდილიანობის მიზეზთა შორის ონკოლოგიურ დაავადებებს მე-2 ადგილი უკავია, გულ-სისხლძარღვთა პათლოგიის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა დაავადების შემდეგ, ყველაზე მღალია კანის კიბოს, საშვილოსნოს და შარდის ბუშტის კიბოს შემთხვევაში. ყველაზე ადრე იღუპებიან წინამდებარე ჯიკვლის კიბოთი დაავადებულები. სიმსივნური ზრდის თავისებურებაა ატიპიურობა, რომელიც არის ნორმალური ქსოვილისგან განმასხვავებელი თვისების კომპლექსი. ეს გამოიხატება პოლიმორფიზმით-უჯრედების ფორმისა და ზომის ცვლილებით. იგი შეიძლება იყოს სხვადასხვა ხარისხის. ზოგჯერ ატიპიურობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სიმსივნური უჯრედი აღარ ჰგავს ორგანოსა და ქსოვილის საწყის უჯრედს. ჰისტოლოგიური სტრუქტურის მიხედვით ასხვავებენ შემდეგი ტიპის სიმსივნეებს:
დაზიანებული ორგანოს მიხეედვით გამოყოფენ ფილტვის, საყლაპავის, კუჭის, კანის, ძვლების და ა.შ. სიმსივნეებს. ორგანიზმშ სიმსივნის ხასიათისა და გავრცელების მიხედვით განასხვავებენ კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს. ავთვისებიანი სიმსივნეები ავთვისებიანი სიმსივნეები წარმოიქმნებიან ატიპიური უჯრედების ჭარბი პროლიფერაციის შედეგად, რის გამოც მათ ძალუძთ გარემომცველ ნორმალურ ქსოვილში წარმოქმნან მეტასტაზები. ავთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნებიან სარკომები, კიბოები, ლეიკემიები, ლიმფომები და სხვა. ავთვისებიანი სიმსივნე ვრცელდება 4 გზით: ავთვისებიანი სიმსივნე შედარებით სწრაფად და ძლიერად მოქმედებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, იწვევს სიმსივნურ ინტოქსიკაციას, რაც ვლინდება ანემიით, სხეულის წონის დაკარგვით, განლევით. ეს მოვლენები ხშირია ხანგრძლივად მიმდინარე სიმსივნური პროცესების დროს, განსაკუთრებით მეტასტაზირებისას. ექსტირპაციის შემდეგ ავთვისებიანი სიმსივნეები ხშირად იძლევიან რეციდივებს. ყველა ავთვისებიანი ახალწარმონაქმნი იყოფა 2 ჯგუფად:
ავთვისებიანი სიმსივნეები კლინიკა და დიაგნოსტიკა ავთვისებიანი ახალწარმონაქმნთა დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, რაც ამ დაავადებების მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებებითაა განპირობებული. ავთვისებიან სიმსივნეთა კლინიკაში შეიძლება გამოვყოთ 4 ძირითადი სინდრომი: ავთვისრბიანი სიმსივნის მკურნალობის შედეგებსა და დაავადების სტადიებს შორის დამოკიდებულების, ასევე რეციდივებსა და პროცესის პროგრესირების მაღალი რისკის გათვალისწინებით, ამ დაავადებათა დიაგნოსტიკაში უნდა ვიხელმძღვანელოთ:
ათვისებიანი სიმსივნეების კლინიკური სტადიები ავთვისებიანი სიმსივნეებისათვის დამახასითებელია სწრაფი ინდილტრაციული ზრდა, მეტასტაზები ა რეციდივის შესაძლებლობა. ავტვისებიანი სიმსივნეების სტადიის განსასაზღვრად გამოიყენება კლასიფიკაცია TNM: T-ახასიათებს პირველადი სიმსივნის ზომას N-ახასიათებს ლიმფური კვანძების დაზიანების ხარისხსს. M-მიუთითებს ორგანოებში მეტასტაზების რაოდენობას. ეს კლასიფიკაცია მოგვიანებით გაფართოვდა: G-ავთვისებიანობის ხარისხი სიმსივნის უჯრედების დიფერენცირების დონის მიხედვით P-ჰისტოლოგიური კრიტერიუმი, რომელიცგანსაზღვრავს სიმსივნის ჩაზრდის სიღრმეს ღრუ ორგანოს კედელში. მკურნალობა ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის მეთოდებია:
ქირურგიული მკურნალობა ქირურგიულ მეთოდს ბევრი უპირატესობა აქვს:
ქირურგიული მეთოდის ნაკლია ჯანსაღი ქსოვილების ნაწილის ამოკვეთის გარდუვალობა. ასევე ქირურგიული ჩარევის აგრესიულობა და გაღთლებების შესაძლებლობა. არსებობს რადიკალური ოპერაციული ჩარევა რომლის მიზანია ავადმყოფის სრული განკურნება და პანიატიური ოპერაცია რომელიც ტარდება სიმსივნური პროცესის გართულებების თავიდან ასაცილებლად. სხივური თერაპია ზოგიერთი ავთისებიანი სისმსივნის ეფექტურ საშუალებად ითვლება მაიონებელი გამოსხივება. იგი გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა 50-60 %ში. მისი უპირატესობაა სიმსივნური ქსოვილის განადგურების შეაძლებლობა, ორგანოს ანატომიური მთლიანობის შენარჩუნების გზით. მეთოდის უარყოფითი მხარეა არასასურველი გართლებები და მკურნალობისთის საჭირო ხანგრძლივი დროის მონაკვეთ. გამოსხივების წყაროს განლაგების მიხედვით გამოგყოფენ სხივური თერაპიის 3 ძირითად სახეს:
ქიმიო თერაპია ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია არის მკურნალობის მიზნით იმ პრეპარატების გამოყენება რომლების აბრკოლებენ სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციას ან შეუქცევადად აზიანებენ მათ. სიმსივნეთა ქიმიოთერაპიის ძირითადოი პრინციპები:
სიმსივნის საწინააღმდეგო გამოყენების მეთოდის მიხედვით არჩევენ სისტემურ, რეგიონულ და ლოკალურ ქიმიოთერაპიას. სიმსივნეთა სისტემურ ქიმიოთერაპიას მიეკუთვნება პრეპარატების შეყვანა პერპრალურად კანქვეშ, ინტრავენურად, კუნთში ან რექტალურად და გათვლილია ზოგად ანტისიმსივნურ ეფექტზე. რეგიონული ქიმიოთერაპია გულისხმობს სიმსივნეზე ზემოქმედებას მაღალი კონცენტრაციიის ციტოსტატიკებით რომელთა შეღწევა დაუზიანებელ ორგანოებში მინიმალურია. სმსივნედ გადაგვარებულ ორგანოში კი მათი მოხვედრა ხდება პერფუზიით ან ახალწარმონაქმნის მკვებავი სისხლძარღვებიდან. ლოკალური ქიმიოთერაპიის დროს ციტოსტატიკები შესაბამისი სამკურნლო ფორმით ეფინება ზედაპირულ სიმსივნურ კერებს, შეჰყავთ სეროზულ ღრუებში გამონაჟონის დროს, სუბარაქნოიდულ სივრცეში ტვინის გარსების დაზიანების დროს, შარდის ბუშტის სიმსივნური დაზიანების დროს. გამოყოფენ მონოქიმიოთერაპიასაც როცა სამკურნალო საშუალებად გამოიყენება ერთი ციტოსტატიკი და კომბინირებულ ქიმიოთერაპიას როცა ხდება რამდენიმე პრეპარატის კომბინირება ან ციტოსტატიკის ჰორმონის ერთდროული გამოყენება. ქიმიოთერაპიის ჯგუფებია:
გენური თერაპია გენური თერაპიის არსი საკმაოდ მარტივია და გამოიხატება კარგი დენის ტრანსდუქციით სომატურ უჯრედში. ცუდი გენის ლიკვიდაციის ან მისი ზემოქმედების შედეგების კომპენსირების მიზნით. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია პირველ რიგში კარგი გენის კლონირება და მათი მოთავსება ვექტორში, რომლის საშუალებითაც იგი შეაღწევს დაზიანებული ქსოვილის უჯრედებში და საბოლოოდ ხდება გენის ინდუცირება მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მკურნალობის შემდეგ: თუ არის ძვლის სიმსივნე, როდესაც მისი მკურნალობა დასრულდება, შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი რენტგენი და სხვა ვიზუალიზაციის კვლევები, რომ დაადასტუროთ, რომ სიმსივნე გაქრა. ექიმთან რეგულარული ვიზიტი და ტესტები შეიძლება საჭირო გახდეს ყოველ რამდენიმე თვეში. როდესაც სიმსივნე გაქრება, მნიშვნელოვანია თქვენი სხეულის მონიტორინგი შესაძლო რეციდივისთვის. 77 1-ს მოსწონს
|