x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:108997
  • ვიდეო:351296
  • სურათი:477867
პნევმონია

image



პნევმონია ეწოდება უპირტესად ბაქტერიული ეტიოლოგიის მწვავე ინფექციურ დაავადებას, რომელიც უწვრილეს ბრონქებს, ალვეოლებსა და მათ შორის მდებარე ქსოვილებს მოიცავს.


არსებობს პნევმონიის 2 კლასიფიკაცია:კლინიკური კლასიფიკაცია და საერთაშორისო კლასიფიკაცია.


კლინიკურად განსანხვავებენ პნევმონიის კეროვან და კრუპოზულ ფორმებს.


კეროვანი პნევმონიის დროს ანებითი პროცესი მოიცავს ფილტვის ქსოვილის ცალკეულ უბნებს.

კრუპოზული პნევმონია ხასიათდება პროცეში ფილტვის წილისა და პლევრის მმდებარე უბნის სწრაფი ჩართვით.

საერთაშორისო კლასიფიკაციაში გამოყოფენ პნევმონიის 4 ფორმას

1.საავადმყოფოსგარე პნევმონია- პირველადი, სამკურნალო დაწესებულების გარეთ შეძენილი.

2.საავადმყოფოსშიდა პნევმინია- ნოზოკომური, ჰოსპიტალური, რომელიც შეძენილია სამკურნალო დაწესებულებაში.

3.პნევმონია იმუნიტეტის მძიმე დეფიციტის მქონე პაციენტებში.

4.ასპირაციული პნევმონია.


ეტიოლოგია:პნევმონიის განვითარების მიზეზია პათოგენური გამომწვევით ფილტვების რესპირაციული ნაწილების დაზიანება .

გამომწვევი ფაქტორის მიხედვით არსებობს ბაქტერიული და ვირუსული პნევმონია.

• ბაქტერიული პნევმონია შეიძლება განვითარდეს ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ნიადაგზე, მაგალითად გაციების ან გრიპის დროს. პნევმონიის ეს ფორმა მძიმედ მიმდინარეობს და უფრო ხშირად იწვევს გართულებებს.

• ვირუსულ პნევმონიას ახასიათებს უფრო მსუბუქი მიმდინარეობა ვიდრე ბაქტერიულს, ხშირად ზამთარში გვხვდება და გამომწვევის გადაცემა ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით.

ზოგჯერ პნევმონიის გამომწვევი მიკოპლაზმები და მიკროორგანიზმებია, რომლებიც როგორც ვირუსულ, ასევე ბაქტერიულ ბუნებას ატარებენ.

იშვიათად პნევმონია შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანმა დაავადებამ და პარაზიტებმა.


გამომწვევის სპექტრი დამოკიდებულია პნევმონიის ტიპზე.

საავადმყოფოსგარე პნევმონიის ყველაზე სავარაუდო ეტიოლოგიური ფაქტორებია პნევმოკოკები, უჯრედშიდა გამომწვევები და ჰემოფილური ჩხირი

საავადმყოფოსშიდა პნევმონიებიის ყველაზე ხშირი გამომწვევია გრამდადებით მიკროფლორიდან- Staphylococcus aureus და Streptococcus pneumoniae, გრამუარყოფითი მიკროფლორიდან Pseudomonas aeruginosa .ასევე ანაერობები, ვირუსები,

იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში პნევმონია შეიძლება გამოწვეული იყოს ციტომეგალოვირუსით, პათოგენური სოკოებით, ატიპიური მიკობაქტერიებით, ასევე სხვა მიკროორგანიზმებით.

ასპირაციულ პნევმონიას ხშირად იწვევს ობლიგაციური ანაერობები ან მათი ასოციაცია აერობულ გრამუარყოფით მიკროფლორასთან, რომელიც ბინადრობს პირის ღრუსა და ხახაში.


პათოგენეზი:ანთების განვითარება დაკავშირებულია ინფექციის შეჭრის მექანიზმებთან, ამ შეჭრის პირობებთან და ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობასთან.


გამომწვევის შეჭრის გზებიპნევმონიის დროს ინფიცირების მნიშვნელოვანი გზაა პირ-ხახის სეკრეტის ასპიაცია, რომლის დროსაც გამომწვევი ორგანიზმში ხდება პირ-ხახიდან და ეს შეიძლება მოხდეს ჯანმრთელ ადამიანთა 15%-ში და ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი კონტაქტი ინფიცირებულთან, საკმარისია მიკროორკანიზმების ადგილობრივი და ზოგადი დაცვისუნარიანობის დაქვეითება.

მეორე გზა ეს არის სასუნთქი გზა.სასუნთქ გზებში ინჰალაციური ნაწილაკების განაწილება უმეეტესად დამოკიდებულია მათ ზომაზე, რაც უფრო პატარაა ნაწილაკი, მით უფრო დიდი რაოდენობით ილექება ბრონქიოლებში და ალვეოლებში.

მესამე არის ჰემაროგენური გზა.ჰემატოგენური დისემინაციის დროს ფილტვგარეთა კერიდან გამომწვევი ფილტვშ აღწევს სისხლის ნაკადთან ერთად.

მეოთხე არის გამომწვევის პირდაპირი გავრცელება, რაც გულისხმობს მის უშუალო შეღწევას ფილტვში ტრაქეას ინკუბაციის ან გულმკერდის ჭრილობის შედეგად.


პათმორფოლოგიური სურათი ეტიოლოგიური ფაქტორის მიხედვით


პნევმოკოკურ პნევმონიას იშვიათად ახასიათებს ნეკროზისა და აბსცესის განვითარება

სტრეპტოკოკური - ხასიათდება ფილტვის ქსოვილის მკვეთრად გამოხატული ნეკროზითა და ნაკლებათ გამოხატული ჰემორაგიული კომპონენტებით

სტაფილოკოკური - გამოვლინდება ფილტვის ქსოვილის ნეკროზით, რომლის ირგვლივაც გროვდება ნეიტროფილები.

ლურჯ-მწვანე მაჩირქებელი ჩხირით გამოწვეული პნევმონიისთვის დამახასიათებელია მორუხო-წითელი ფერის ცომისებური კონსისტენციის ანთების კერა

Klebsiella pneumoniae-თი გამოწვეული პნევმონიის დროს ანთებითი პროცესი შეიძლება მოიცავდეს წილს.

ვირუსული და მიკოპლაზმური პნევმონიები-უპირატესად მიმდინარეობს ფილტვის ინტერსტიციუმის დაზიანებით.


პნევმონიის კლინიკური სურათი დამოკიდებულია ფილტვის ქსოვილის დაზიანების მოცულობაზე, დაავადების სიმძიმეზე, გამომწვევის ვირულენტობაზე, თანმხლე დაავადებების არსებობაზე, პაციენტის ასაკსა და სხვა ფაქტორებზე.

პნევმონიის მქონე პაციენტების ყველაზე ხშირი ჩივილებია-სისუსტე, მადის დაკარგვა, შემცივნება, ქოშინი, ტკივილები გულმკერდის არეში.

image


დიაგნოსტიკა:პნევმონიის დიაგნოსტიკისთვის საჯირო გამოკვლევებია:


ფიზიკური გამოკვლევა- დათვალიერება, პალპაცია, პერკუსია, აუსკულტაცი.


ინტრუმენტულ გამოკვლევა-რენტგენოლოგიური, ფიბროპრონქოსკომპია, კვლევის დამხმარე მეთოდები.


ლაბარატორიული გამოკვლევა-სისხლის კლინიკური ანალიზი, ნახველის გამოკლევა, მიკრობიოლოგიური გამოკლევის სტანდარტული მეთოდით, მიკრობიოლოგიური გამოკლევის დამატებითი მეთოდები, არტერიული სისხლის აიროვანი შემადგენლობის გამოკლევა


პნევმონიის გართულებებია


• ფილტვში პლევრიტი

• ჩირქოვანი პროცესები

• მიოკარდიტი

• მენინგიტი

• გლომერულო-ნეფრიტი

• ინფექციური-ტოქსიკური შოკი

• დისემინირებული სისხლძარღვში და შედედების სინდრომი

• სუნთქვის უკმარისობა



დიფერენციული დიაგნოსტიკა


• ტუბერკულოზური ინფილტრატი

• ფილტვის კიბო

• ფილტვის ინფარქტი

• ეოზინოფილური ინფილტრატი


პნევმონიის მკურნალობა

პნევმონიის მკურნალობა ხორციელდება ამბულატორულ პირობებში, თერაპიული და ინფექციური პროფილის სტაციონარებში და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.

პნევმონიის მქონე პაციენტებში ინტენსიური თერაპია საჭიროა შემდეგი მდგომარეობების დროს:

1. სუნთქვის უკმარისობა

2.სისხლის მიმოქცევის უკმარისობა

3. თირკმელების მწვავე უკმარისობა

4. მენინგიტი

5.კომა

ანტბიოტიკოთერაპია- ანტიბაქტერიული პრეპარატების შერჩევა განისაზღვრება პნევმონიის ტიპით.ანტიბიოტიკოთერაპიის განხრძლივობა დამოკიდებულია დაავადების საწყის სიმძიმეზე, გართულებების არსებობაზე, თანხმლე დაავადებებზე, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს სხეულის ტემპერატურის ნორმალიზებიდან სულ მცირე 3 დღის განმავლობაში.დადებითი კლინიკური სურათის გარდა ანტიბიოტიკების მოხსნის საიმედო ორიენტირებია რენტგენოლოგიური სურათისა და სისხლის და შარდის ანალიზის ნორმალიზაცია.

არ უნდა დავივიწოთ, რომ რაციონალური ანტიბაქტერიულ მკურნალობასთან ერთა, პნევმონიის მქონე პაციენტი საჭიეროებს დამზოგველ რეჟიმს, ჭარბ სითხეს, მიზანშეწონილია სუნთქვითი ვარჯიშები სხვადასხვა ხელსაწყოენით, მაგალითად ბუშტით.პნევმონიაგადატანილი პაციენტები საჭიროებენ სანატორიულ-კურორტულ მკურნალობას.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0