x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აზერბაიჯანი თებერვლის თვეში პაკისტანიდან მიიღებს გამანადგურებელ-ბომბდამშენ "JF-17 Block 3"

image ყარაბაღის ომის დროს პაკისტანი გახლდათ ის ქვეყანა, ვინც თურქეთთან ერთად მიესალმებოდა აზერბაიჯანის არმიის მიერ მისი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად წარმოებულ შეტევით ოპერაციებს.
ისლამაბადი ისევე, როგორც ანკარა ღიად აცხადებდა, რომ აზერბაიჯანს სრული უფლება ჰქონდა აღედგინა კონსტიტუციური კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შემდგომ პერიოდშიც პაკისტანი სულ აფიქსირებდა სრულ მხარდაჭერას ბაქოს მიმართ.
ბოლო კვირეების მაძილზე სულ უფრო და უფრო ძლიერდება ამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა, სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში პაკისტანი აზერბაიჯანს მიაწვდის 21 ერთეულ გამანადგურებელ-ბომბდამშენ "JF-17 Block 3" (თვითმფრინავის ეს მოდიფიკაცია აღჭურვილია აქტიური, ფაზირებული ღობურა ანტენით "KLJ-7A" და ფართოკუთხოვანი ჰოლოგრაფიული დისპლეით).
მეორე თვითმფრინავს ბაქო მიიღებს სავარაუდოდ 2022-2023 წლებში, მთლიანად კი ბაქო 10 წლის განმავლობაში მიიღებს 21 ერთეულ გამანადგურებელ-ბომბდამშენს.
პაკისტანი აზერბაიჯანს სამხედრო თვითმფრინავებს ნავთობში გაუცვლის.
"JF-17" –რომლის პაკისტანური აღნიშვნა "FC-1" გახლავთ, ჩინეთ-პაკისტანის ერთობლივი წარმოების შედეგია. "J-7" –საბჭოთა საფრონტო გამანადგურებლის МиГ-21-ის მოდერნიზებული ჩინური კლონის აღმნიშვნელია.

0
200
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
200