სხვა გაიცანით რეალური მაუგლი - ბიჭი, რომელიც 1872 წელს ჯუნგლებში მცხოვრები იპოვეს 22 იანვარი, 18:26
გაიცანით დინა სანიჩარი, ან "ინდოელი მგელი-ბიჭი". ბიჭი, რომელიც მე -19 საუკუნეში ცხოვრობდა და მგლებმა აღზარდეს. ბევრი თვლის, რომ დინა იყო ნამდვილი ინსპირაცია "ჯუნგლების წიგნის" ავტორისათვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ რეალური ამბავი არ არის ისე სახალისო, როგორც ის, რომელსაც ჩვენ ნაჩვევი ვართ. სინამდვილეში, ის ბევრად უფრო ტრაგიკულია, ვიდრე წიგნში. სინამდვილეში, დინა იყო ერთ – ერთი იმ მრავალი ველური ბავშვთაგანი, რომელიც წლების განმავლობაში ინდოეთში იპოვნეს. აღმოჩნდა, რომ ქვეყანას დიდი ხნის ისტორია აქვს ბავშვებში, რომლებიც ყველანაირი ცხოველის მიერ არის გაზრდილი, მაგალითად ვეფხვის, ძაღლების და ქათმისაც კი.
ამის შემდეგ, ბიჭი, თავის თანმხლებ პირებთან ერთად, ღრმულში დაიმალა. მთელი ეს სანახაობა დამაინტრიგებელიც იყო და დამაშინებელიც მონადირეებისთვის. მას შემდეგ, რაც იდუმალმა ბიჭმა მათი ინტერესი გამოიწვია, ეკიპაჟმა მტკიცედ გადაწყვიტამისი დაჭერა. უპირველეს ყოვლისა, მონადირეებმა სცადეს გამოქვაბულიდან გამოყვანა ცეცხლის წაკიდებით. როდესაც ბოლოს მგლები და ბიჭი გამოვიდნენ, მონადირეებმა მოკლეს მგლები და ბიჭიც თან წაიყვანეს. ბიჭი სავარავუდოდ ექვსი წლის იყო. მონადირეებმა ბიჭი მიიყვანეს ბავშვთა სახლში, სადაც დაარქვეს სახელი სანიჩარი. ითვლებოდა, რომ სანიჩარს ძალიან დაბალი ინტელექტი ჰქონდა და მიუხედავად ბავშვთა სახლში ბევრი ადამიანის მცდელობისა, მან ვერასოდეს შეძლო ესწავლა ლაპარაკი, წერა ან კითხვა. თუმცა თავშესაფრის თანამშრომლების თქმით ის ბევრჯერ ჭკვიანურ სვლებსაც აკეთებდა. ბიჭი კომუნიკაციისთვის იყენებდა ცხოველურ ხმებს და განაგრძობდა ოთხზე მოძრაობას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს სანიჩარმა ორ ფეხზე სიარული ისწავლა, ის მაინც ებრძოდა ტანსაცმლის ტარებას და შიშვლად ყოფნას ამჯობინებდა.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ გამოირჩეოდა არცერთი ადამიანური თვისებით, მან მოახერხა ადამიანებთან მეგობრობა. როგორც ჩანს, ბავშვთა სახლში კიდევ ერთი ველური ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც ცხოველებთან ერთად გაიზარდა. ველურ ბუნებაში გაზრდის შემდეგ, ორივე მათგანს ადამიანებთან ურთიერთობა გაუჭირდა და ალბათ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ერთმანეთთან მკაფიო კავშირის დამყარება მოახერხეს. მამა ერჰარდტმა აღნიშნა, რომ ”უცნაურმა თანაგრძნობა დააკავშირა ეს ორი ბიჭი და უფროსმა, პირველმა მოყვანილმა ასწავლა უმცროსს ჭიქის გამოყენება და იქიდან დალევა”. ერთ-ერთი ადამიანური თვისება სანიჩარისა - იყო მოწევა. ვარაუდობენ, რომ მისი ტუბერკულიოზის განვითარების ერთერთი მტავარი მიზეზი სწორედ მოწევა იყო. მიუხედავად იმისა რომ ადამიანებთან ათი წელი გაატარა, ის თავს მაინც დაბნეულად გრძნობდა, უცხოპლანეტელად რომელიც ძალით მოსწყვიტეს მშობლიურ სახლს. დინა გარდაიცვალა ტუბერკულოზით 1895 წელს. ის მხოლოდ 29 წლის იყო როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ პერიოდში მრავლად იყვნენ ინდოეთში ცხოველების მიერ აღზრდილი ბავშვები.
ეს ისტორიები იყო ბევრი პოეტისა და მწერლის ინსპირაციის წყარო. 352 2-ს მოსწონს |
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge