x
მეტი
  • 28.02.2021
  • სტატია:108733
  • ვიდეო:351135
  • სურათი:477111
ბრონქიტი

ბრონქიტი არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ბქონქების ლორწოვანის ანთებით. ძირითადი როლი ბრონქიტის განვითარებაში ენიჭება ინფექციას (ძირითადად გრიპის, პარაგრიპის ვირუსი, ადენოვირუსები ), სხვა მიკრობებიდან პნევმოკოკს, სტაფილოკოკს, სტრეპტოკოკს, ჩირქოვან ფლორას. მეორე მიზეზი- ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედებაა ბრონქების ლორწოვანზე. მნიშვნელოვანი ფაქტორი ბრონქიტის განვითარებაში გახლავთ თამბაქოს გაძლიერებული მოხმარება.image

ბრონქიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკულად. გავრცელების მიხედვით დიფუზური და კეროვანი. სიღრმის მიხედვით - ზერელე (ლორწოვანის დაზიანებით) და ღრმა (ბრონქის ყველა შრის დაზიანებით). არჩევენ ტრაქეობრონქიტს (ზიანდება სასულე და მთავარი ბრონქები) და ბრონქიოლიტს (ზიანდება კაპილარული ბრონქები. ბრონქიტის განვითარებას ხელს უწყობს გაციება, გადაღლა, ნერვული და ფიზიკური გადაძაბვა. ბრონქების ლორწოვანი ჰიპერემიული და შეშუპებულია, ლორწოვანი შევიწროებულია გამოყოფილი სეკრეტისა ან სპაზმის გამო.

ექსუდატი დასაწყისში ცოტა, შემდგომში კი დიდი რაოდენიბით არის.დაავადების მწვავე ფორმა იწყება უეცრად განვითარებული ხველით, რომელსაც ხშირად წინ უძღვის ზედა სასუნთქი გზების კატარი (სურდო, ყელის ტკივილი). ხველა ჯერ მშრალი და მყეფავი ხასიათისაა, ხოლო დაავადების განვითარებასთან ერთად ის უფრო რბილი და ლორწოვან-ჩირქოვანი ხდება. დაავადების პირველ დღეებში ადგილი აქვს მკერდის ძვლის უკან ფხაჭნისა და ჩახეხვის შეგრძნებას. ხშირ ხველასთან დაკავშირებით ავადმყოფს აქვს ტკივილი კისრისა და გულმკერდის კუნთებში და მოჭერის შეგრძნება კისერში. ტემპერატურა მეტწილად სუბფებრილურია, მძიმე მიმდინარეობის დროს კი შეიძლება 39-40 ͦ კი მიაღწიოს. ხშირად ავადმყოფი მოდუნებულია, აქვს ტაქიკარდია, თავის ტკივილი, ინტოქსიკაციის გამო შრომისუნარიანობის დაქვეითება. რენტგენოლოგიურად ადგილი აქვს ჰილუსების გაძლიერებას.
სისხლის მხრივ აღინიშნება ლეიკოციტოზი და ედს-ის აჩქარება.
ნახველში ლეიკოციტების სიმრავლე და მრავალფეროვანი მიკრობული ფლორაა.
მიმდინარეობა და პროგნოზი - დაავადება მიმდინარეობს საშუალოდ 2-3 კვირა, პროგნოზი კარგია, ზოგჯერ შეიძლება ქრონიკულ ფორმაში გადავიდეს.imageქრონიკული ბრონქიტი ბრონქების დიფუზური, ხანგრძლივი დაავადებაა.
მწვავე ბრონქიტის გამომწვევი ფაქტორების ხანგრძლივი მოქმედება, პროფესიული დამტვერიანებისა და თამბაქოს ბოლის ზემოქმედება. ქრონიკული ბრონქიტი გამწვავება-რემისიებით მიმდინარე დაავადებაა, რომელიც ხშირად ხანდაზმულ მამაკაცებს ემართებათ.
ქრონიკული ბრონქიტის განვითარებას ხელს უწყობს გულისა და ფილტვის დაავადებები, გარკვეული კლიმატური პირობები, ამინდის მკვეთრი ცვალებადობა.
აღინიშნება ბრონქების ლორწოვანის ჰიპერემია, ჰიპერტროფია, ჰიპერსეკრეცია. ლორწოს გამომყოფი უჯრედების გამრავლება, რომლებიც ჩაანაცვლებენ მოციმციმე ეპითელურ უჯრედებს (მოციმციმე ეპითელიუმი პასუხისმგებელია ლორწოს ევაკუაციაში და ბრონქების მიკრობებისგან განთავისუფლებაში).ამის შედეგად რთულდება ლორწოს და მასში არსებული უცხო ნივთიერებების ევაკუაცია და მისი მოცილება ხდება პათოლოგიური მექანიზმებით-ხველით. კედლის მთელ სისქეზე პროცესის გავრცელების დროს კედელი სქელდება, ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი, რაც იწვევს წვრილი ბრონქების გამტარობის, გარეგანი სუნთქვის დარღვევას.image კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით არჩევენ ორი ტიპის ქრონიკულ ბრონქიტს-არაობსტრუქციულსა და ობსტრუქციულს. არაობსტრუქციული ბრონქიტის ძირითადი სიმპტომია ხველა ნახველით, რომელიც ძირითადად დილის საათებშია. ნახველი შეიძლება იყოს მცირე ან დიდი რაოდენობით ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი, ავადმყოფს აღენიშნება ზოგადი სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება, შემცივნება, ოფლიანობა, ხანდახან სუბფებრილური ცხელება. ობიექტური გასინჯვით ცვლილებები აღინიშნება მხოლოდ აუსკულტაციით. სახეზეა მკვრივი სუნთქვა, მშრალი მოგუგუნე, მსტვინავი ხიხინი, ნახველის ამოღებამდე შეიძლება სველი ხიხინიც აღინიშნოს. imageსისხლში ზომიერი ლეიკოციტოზი, ედს-ის აჩქარება, ჩნდება დადებითი C რეაქტიული ცილა, ჰაპტოგლობინი. სუნთქვის უკმარისობის დროს შეიძლება გაჩნდეს ჰიპოქსემია და ჰიპერკაპნიაც.
მძიმე მიმდინარეობა შეიძლება გართულდეს ფილტვის ემფიზემით, ბრონქოექტაზიით, კეროვანი პნევმონიით, დიფუზური პნევმოსკლეროზით.
რენტგენოლოგიური ცვლილებები სახეზეა უპირატესად ობსტრუქციული ბრონქიტის დროს- ვლინდება ფილტვის სურათის ბადობრივობა, გამჭირვალობის მატება უფრო მწვერვალის მიდამოში, სისხლძარღვოვანი სურათის გაძლიერება ფილტვის კარში, გულის მარჯვენა ნაწილების გაფართოება. ბრონქოგრაფიულად- ბრონქების კონტურის უსწორობა და გაგანივრება. imageარაობსტრუქციული მიმდინარეობის დროს პროგნოზი კარგია, ობსტრუქციული ფორმის დროს კი ხშირია სხვადასხვა გართულება ემფიზემის, ბრონქოექტაზიის, ბრონქოპნევმონიის სახით. საბოლოოდ შეიძლება ფილტვისმიერი გული და გულ-ფილტვის უკმარისობა განვითარდეს. ქრონიკულ ბრონქიტს ხშირად მივყავართ წვრილი ბრონქების შეუქცევად ანთებით-ფიბროზულ ცვლილებებამდე, რაც წარმოადგენს „ფქოდ“-ის საფუძველს. დაავადების პროგრესირების ყველაზე ხშირი ეთიოლოგიური ფაქტორი გახლავთ-მწეველობა.

0
72
შეფასება არ არის
ავტორი:ჯახტანიძე ქეთევან
ჯახტანიძე ქეთევან
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0