x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი ,,ოჯახის დამანგრეველი" ქალბატონები

image


ცნობილი ფაქტია, რომ ქორწინებები ჰოლივუდში უმეტეს შემთხვევასი არ ამართლებს, განსაკუთრებით კი მაშნ, თუ ორივე ცნობილი ადამიანია. განსხვავებული გრაფიკები, მივლინებები და სტრესი, ყველაფერი ეს ხელს უწყობს ოჯახის დანგრევას, ხოლო თუ საქმეში მესამე ზედმეტი ერევა, მაშინ უკვე ყველაფერი მარტივი წარმოსადგენია:


ანჯელინა ჯოლი- მსახიობმა ბრედ პიტი “მისტერ და მისის სმიტების" გადაღებებზე გაიცნო, იმ პერიოდში პიტი წლების განმავლობაში ჯენიფე ენისტონს ხვდებოდა.image



კლერ დეინსი- “სამშობლოს" ვარსკვლავმა კლერ დეინსმა მსახიობი ბილი კრადაპი მის ორსულ შეყვარებულს წაართვა, რომელსაც 8 წელი ხვდებოდა.image


დენიზ რიჩარდსი- მსახიობმა Bon Jovi-ს გიტარისტი რიჩი სამბორი საკუთარ მეგობარს წაართვა.image


ემბერ ჰერდი- ჯონი დეპმა ახალგაზრდა მსახიობის გამო ვანესა პარადი და 2 შვილი მიატოვა, რასაც სავარაუდოდ ახლა ძალიან ნანობს. წყვილი ერთმანეთს ოჯახურ ძალადობაში სდებს ბრალს და სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.image


მარლა მეიპლსი- მოდელმა დონალდ ტრამპის პირველი ქორწინება დაანგრია. მის გამო ტრამპმა შვილები და ივანა ზელნიჩკოვა მიატოვა.image


ბრიტნი სპირსი- მომღერალმა კევინ ფენერლაინი მსახიობ შარ ჯეკსონს წაართვა, რომელიც იმ დროს მეორე შვილზე იყო ორსულად. წყვილს 2 ვაჟი შეეძინა ქორწინებიდან, მაგრამ 2 წელიწადში ერთმანეთს დაშორდნენ. ფედერლაინი სპირსისგან დღემდე ალიმენტებს ითხოვს.image


კარლა ბრუნი- მოდელი თინეიჯერობის ასაკიდან იყო შეყვარებული მიკ ჯაგერზე. სამოდელო კარიერის დაწყების შემდეგ მან რომანი გააბა ცნობილ გიტარისტ ერიკ კლეპტონთან, მისი საშუალებით კი მიკ ჯაგერი გაიცნო, რომელიც იმ დროისთვის მსახიობ ჯერი ჰოლზე იყო დაქორწინებული. ბრუნის გამო ცოლს დაშორდა, მათი რომანი კი 8 წელი გაგრძელდა.image



ერინ ბარი- სილამაზე და ცნობადობა ვერ დაეხმარა ევა ლონგორიას ოჯახის შენარჩუნებასი, კალათბურთელმა ტონი პარკერმა საკუთარი თანაგუნდელის ცოლთან, ერინ ბართან გააბა რომანი. ეს ოჯახები ერთმანეთს ემეგობრებოდნენ კიდეც.image


მირანდა ლამბერტი- მომღერალმა ბლეიკ შელტონთან რომანი მაშინ გააბა, როდესაც მამაკაცი დაქორწინებული იყო. შემდგომში ისტორია განმეორდა, ოღონდ ლამბერტის სასარგებლოდ არა. დღეს შელტონი მომღერალ გვენ სტეფანის ხვდება.image


ალიშა ქიზი- მომღერალმა რომანი გააბა რეპერ Swizz Beatz სთან, როდესაც ის დაქორწინებული იყო.image


ქლოი კარდაშიანი- რეალითი შოუს ვარსკვლავამა რომანი French Montana სთან გააბა, როდესაც ის მომღერალ ტრინას ხვდებოდა.image

1
977
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
977
  
2021, 22 იანვარი, 19:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1