x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108879
  • ვიდეო:351229
  • სურათი:477587
54 წლის სალმა ჰაიეკი თაყვანისმცემლებს აოცებს

image

პოპულარული 54 წლის მექსიკელი მსახიობი სალმა ჰაიეკი მრავალი თაობის კერპი გახდა და არა მხოლოდ სამსახიობო ნიჭის გამო. ასაკის მიუხედავად, ვარსკვლავი თავს იწონებს შესანიშნავი ფიგურით და ყოველთვის, როდესაც მსახიობი საცურაო კოსტუმში გამოჩნდება, უმალ ჩნდება თაყვანისმცმელების აღფრთოვანებული კომენტარები.


ახალ ფოტოებში სალმა სანაპიროზე ისვენებს, რა დროსაც შავი ფერის ღია საცურაო კოსტუმი აირჩია, რომელიც ძლივს უფარავს საჭირო ადგილებს.


მსახიობმა ტრადიციულად უარი თქვა მაკიაჟზე - თაყვანისმცემლებს არც არასდროს შეუმჩნევიათ მისგან კოსმეტიკისადმი განსაკუთრებული სიყვარული. ვარსკვლავი ქვიშაზე მედიტაციის პოზაში ზის - დაეს შემთხვევით არ ხდება. სალმა ყოველთვის მხარს უჭერდა ბუნებასთან ერთობას და სულიერ სიმშვიდეს. გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იყო.

image

"ჩვენ ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე", - ასე წააწერა მსახიობმა ფოტოს. სხვათა შორის, სწორედ ეს დაეხმარა, რომ ყოველთვის ახალგაზრდა და ლამაზი ყოფილიყო.


სალმამ აღიარა, რომ არ უყვარს სპორტული დარბაზი და არ კარგავს დროს ფიტნესზე. ამის ნაცვლად, მას უბრალოდ უფრო მეტხანს სძინავს და დაკავებულია იოგათი, რა დროსაც ისეთ კუნთებსაც კი ავარჯიშებს, რომელთა შესახებ ბევრმა არც იცის.

image

მექსიკელმა მსახიობმა კარიერა ტელესერიალებით დაიწყო, შემდეგ კი აშშ-ში, ჰოლივუდში განაგრძო მოღვაწეობა, მისი პირველი წარმატება იწყება ფილმით „სასოწარკვეთილი“(1995), სადაც მას პარტნირობას უწევდა ანტონიო ბანდერასი, შემდეგ იყო მთავარი როლი რომანტიკულ კომედიაში "აჩქარებით ქვეყანა არავის აუშენებია"(1997), ვილ სმიტთან ერთად "ველური, ველური დასავლეთი"(1999) და რა თქმა უნდა ბიოგრაფიული ფილმი "ფრიდა", რისთვისაც სალმა "ოსკარზე" იყო წარგენილი.

0
200
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0