x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:108997
  • ვიდეო:351297
  • სურათი:477867
დააკავეს წყვილი, რომელიც “ეშმაკის ბორბალს” და ღია აუზს პორნოფილმების გადასაღებ მოედნად იყენებდა

სამხრეთ კაროლინაში პოლიციამ დააკავა ამერიკელი წყვილი, რომელიც შტატის ერთ-ერთ პარკში განთავსებულ ლაზერულ ატრაქციონებს და ღია აუზს პორნოფილმების გადასაღებ მოედნად იყენებდა. ჩადენილი დამაშაულის გამო 36 წლის ერიკ და ლორი ჰარმონებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ წყვილმა არაერთხელ გამოიყენა როგორც “ეშმაკის ბორბლის” გონდოლა, ასევე ღია საცურაო აუზი და იქ უამრავი ადამიანის თვალწინ სექსით დაკავდა, თუმცა არავის აზრად არ მოსვლია, პოლიციისთვის მიემართა. ჩადენილი დანაშაული მხოლოდ მას შემდეგ გამოვლინდა, რაც პოლიციამ მეუღლეების მიერ გადაღებული ვიდეო შემთხვევით აღმოაჩინა ერთ-ერთ პორნოსაიტზე.


როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, წყვილს აუზზე პირველი სექსი გასული წლის დეკემბერში ჰქონდა, ხოლო “ეშმაკის ბორბალზე” - ამა წლის 16 იანვარს. სექსის სცენის გარდა ვიდეოში ჩანს ასევე ისიც, თუ როგორ აშარდებს ლორი ჰარმონი გასაყიდ ავტომატს. მოგვიანებით მან ასევე მოშარდა ლიფტის იატაკზე, რის შემდეგაც იქვე პარტნიორთან სექსით დაკავდა.


პოლიცია წყვილს სხვისი ქონების დაზიანებასა და საჯარო ადგილებში არაერთგზის ჩადენილ უზნეო ქცევას ედავება.


საქმე განსახილველად უკვე გადაეცა სასამართლოს და პროკურორი იმედოვნებს, რომ წყვილისათვის თავისუფლების 3 წლით აღკვეთის გარდა დაზიანებული ავტომატის სანაცვლოდ 2000 დოლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებასაც მიაღწევს.


სექსი

0
409
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0