x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:109002
  • ვიდეო:351297
  • სურათი:477867
რატომ არის (ორივე) “გირჩი” ცუდი პარტია?

მართალია, პარტია “გირჩი” ორად გაიხლიჩა, მაგრამ ძველი პარტიის ნიადაგზე აღმოცენებულ ორივე ახალ პარტიას ერთნაირი იდეოლოგია აქვს. ორივე ნახევარს შორის რეალურად არც ყოფილა რაიმე იდეოლოგიური შინაარსის დაპირისპირება და არც დღეს არის. მათ შორის დაპირისპირება წარმოიშვა შიდაპარტიული ძალაუფლების განაწილების საკითხის ირგვლივ და ამიტომ მოდით, ორივე პარტია ამ ბლოგში ერთსა და იმავე ჭრილში განვიხილოთ.


ჩემი აზრით, “გირჩების” იდეოლოგიებს შორის ყველაზე ხაზგასასმელი ნიშანი არის ცინიკური დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. სახელმწიფო - ეს არის რეგულაციები, ხოლო “გირჩები” აგდებულად უყურებენ ნებისმიერ რეგულაციას. მათი არგუმენტი იმის თაობაზე, თუ რატომ არ უნდა არსებობდეს ესა თუ ის რეგულაცია, მდგომარეობს შემდგომში: “გირჩების” მოსაზრებით ყველა ადამიანი გახრწნილია, ამიტომ ნებისმიერი მათგანი აუცილებლად ეცდება, კორუფციულ გარიგებებში შევიდეს რეგულაციების დამრღვევებთან, თუ სათანადო უფლებამოსილებით აღვჭურავთ მას. “გირჩებისთვის” სახელმწიფო მეტისმეტად მოუქნელი და სუსტია საიმისოდ, რათა აღკვეთოს რეგულაციათა დარღვევის საფრთხეები. ამიტომ კორუფციისგან თავის დაზღვევის ერთადერთი შანსი მათი აზრით არის რეგულაციების გაუქმება. “გირჩები” მოქმედებენ უკიდურესად ცინიკური სტალინური პრინციპით: არ არსებობს ადამიანი - არ არსებობს პრობლემა (ოღონდ ამ შემთხვევაში სიტყვა “ადამიანის” ნაცვლად “რეგულაცია” უნდა ჩავსვათ). “გირჩები” საკუთარ დაბალშემოსავლიან და ხელფასზე დამოკიდებულ მხარდამჭერებს აგუებენ იმ აზრს, რომ მათ შრომით უფლებებს ვერავინ დაიცავს, ოღონდ არა იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ ექნება სათანადო ნება, არამედ იმის გამო, რომ ეს ობიექტურად არის შეუძლებელი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლებაში მყოფ ძალას ექნება ძალიან მკაფიო სურვილი საამისოდ.


რეალურად “გირჩები” რასაც აკეთებენ, ეს არის ადამიანების მონობასთან შეგუების პროგრამა. ამ პარტიების მხარდამჭერები სწორედ ამას ქადაგებენ. მათი სურვილია, აღზარდონ ახალგაზრდები აპათიური სულისკვეთებით და ჩაუნერგონ მათ იმის რწმენა, რომ ყველაფერი აზრს არის მოკლებული, რასაც მშრომელი ადამიანის საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესება შეუძლია. ეს თავისი არსით ტოტალიტარული იდეოლოგიაა. უიმედობის, სასოწარკვეთილების, აპათიის და აბსურდის ყოვლისმომცველი განცდის დანერგვა ტირანებს ახასიათებთ. “გირჩების” ლიდერები შესაძლოა არიან კიდეც ტირანები - პოლიტიკა მათთვის ბიზნესია, სადაც ხმების მიღმა ცოცხალი ადამიანების სვე-ბედი კი არ მოჩანს, არამედ “პოლიტიკური კაპიტალი”.


რეალურად, რასაკვირველია, “გირჩების” იდეოლოგია სიცრუეს ეფუძნება. რეგულაციები ნამდვილად მუშაობს და სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში მათი ეფექტურობის ეჭვქვეშ დაყენება წარმოუდგენელია; ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოში არსებობენ ძლიერი სახელმწიფოები, რომლებიც ეფექტურად აღასრულებენ რეგულაციებს.


გახსოვდეთ, მონობის და სიკვდილის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამიტომ ნუ ენდობით “გირჩების” სათავეში მყოფ ვაიპოლიტიკოსებს. ისინი თქვენ კარგს არაფერს მოგიტანენ.


გირჩი

1
198
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
198
  
22 იანვარი, 9:34
და რამდენი გადაგიხადეს ამ სტატიაში?
0 1 1