x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:108997
  • ვიდეო:351297
  • სურათი:477867
"გორში ისკანდერი არ ჩამოვარდნილა და ის ფოტოები, რაც ჩვენ გვქონდა, იყო ფოტოშოპით შექმნილი“, - განაცხადა წულუკიანმა.

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც ჩვენ არ გვქონდა, 2013 წლიდან სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“, რომელიც რუსეთმა გორში ჩამოაგდო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„პირველად ვამბობ ამას საჯაროდ, ვინაიდან დავა დასრულებულია და გადაწყვეტილებაც საბოლოოა, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეს და პარტნიორს, რადგან ის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც ჩვენ არ გვქონდა, არ გვქონდა ხუთი წლის მანძილზე, 2013 წლიდან სანთლით ვეძებდით, ჩვენ სწორედ მათი დახმარებით, 2018 წელს, საუბარია „ისკანდერზე“, რომელიც რუსეთმა გორში ჩამოაგდო, დავაბრუნეთ საქართველოში. ამით ჩვენი პოზიციები ერთი ორად გამყარდა, ვინაიდან მანამდე ღია სხდომებზე, მათ შორის სტრასბურგში გამართულ სხდომებზე გამოდიოდნენ რუსი სამხედროები და გვეუბნეოდნენ დაცინვით, გორში ისკანდერი არ ჩამოვარდნილა და ის ფოტოები, რაც ჩვენ გვქონდა, იყო ფოტოშოპით შექმნილი“, - განაცხადა წულუკიანმა.ომისტატიაში მასალები გამოყენებულია ინტერპრესნიუსიდან

16
618
1-ს მოსწონს
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
618
  
22 იანვარი, 23:59
2008 წელს გენშტაბის უფროსი იყო ზაზა გოგავა...
22 იანვარი, 23:35
ნუ ნოემბერი ხო, შევცდი მარა 2008 წელი ხო იყო?
22 იანვარი, 23:32
ომიდან დაბრუნებულს ომის ამბებს შინ ახვედრებდნენო. :))
ომის დროს ზაზა გოგავა იყო გენერალური შტაბის უფროსი, ჩაჩიბაია კი ნოემბერში დაინიშნა გენშტაბის უფროსად, 4 თვეში კი მებრძოლი გენერალი სრულიად გამოუცდელი ახალაიათი ჩაანაცვლეს.
22 იანვარი, 22:29
ჩაჩიბაია 2008 წელს სექტემბერში შეცვალა ახალაიამ, რას მელაპარაკებით...
22 იანვარი, 22:22
სად იყო ჩაჩიბაია ან ახალაია გენშტაბის უფროსი ომის დროს, ვინ გითხრათ ეს სისულელე? :)
გოგავა იყო გენშტაბის უფროსი, აჯობა რას ნიშნავს? რაში ან როდის აჯობა მებრძოლ გენერალ ჩაჩიბაიას ახალაიამ?
სასაცილო რაღაცას კი წერ მე და ჩემმა ღმერთმა.
22 იანვარი, 21:58
ჩაჩიბაია იყო და რა ქნა რო? ახალაიამ აჯობა ბოლოს
22 იანვარი, 20:13
იმ კონფიგურაციის საომარი მოქმედებების დროს, როგორშიც ჩვენ ვიყავით ეს იყო დანაშაულიც კი.
ომის თეატრს მართავს გენერალური შტაბი.
21 იანვარი, 23:57
ჩარევა სასურველია ხანდახან
21 იანვარი, 22:57
კონსტიტუციური უფლება გვქონდა გაგვეკეთებინა ის რაც მოხდა.
სხვა ემაა სამხედროების საქმეში ჩინოვნიკები, რომ ჩაერივნენ, რამაც ომის ვადები შეკვეცა.
აგრესორს დიდია თუ პატარა ქვეყანა, უნდა ესროლო თუ ღირსება გაგაჩნია.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10