x
მეტი
  • 28.02.2021
  • სტატია:108733
  • ვიდეო:351135
  • სურათი:477109
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა

image
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს ჩვენი ქვეყნისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის განცხადებით, რუსეთმა 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებების კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია, ამასთან რუსეთი აღნიშულ პერიოდში ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონზე ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს. სასამრთლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დაუშვებელია მათი ცალკე რესპუბლიკებად აღიარება.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა საქართველოს მოქალაქეების ეთნიკური წმენდა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი 12 წლის განმავლობაში განიხილებოდა. საქმის არსებითი განხილვები 2018 წელს დასრულდა, დღეს კი საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ცნობისათვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლების წევრებმა განცხადებები გაავრცელეს:

“დღეს საართვეოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამინაის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართვეოს გამარჯვებით დასრულდა, ეს საერთო გამარჯვებაა!" – გიორგი გახარია.


“ეს არის საყრდენი, რომელზედაც მომავალი უნდა აშენდეს"– სალომე ზურაბიშვილი.

“დიდი შრომა ინა ამ გამარჯვებაში ჩადებული..ამ გადაწყვეტილებით საქართვეოლომ შეიძინა საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური დოკუმენტი" – თეა წულუკიანი.


ასევე საინტერესოა:

“მზად ვარ, საქართველოს პოლიტიკაში ჩავერიო" – ლეონიდ ჩერნოვეცკი

*

პუტინს სიმსივნე აქვს?! – ვის ტოვებს რუსეთის პრეზიდენტი თავის მემკვიდრედ?!

0
10
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0