x
მეტი
  • 28.02.2021
  • სტატია:108733
  • ვიდეო:351135
  • სურათი:477109
სიცოცხლისათვის ხელსაყრელია დაახლოებით 300 მილიონი პლანეტა

image

როდესაც ეძებენ სიცოცხლის არსებობისათვის ხელსაყრელ ეგზოპლანეტას, ასტრონომები ითვალისწინებენ მხოლოდ სამ ფაქტორს:

არის თუ არა ეგზოპლანეტა კლდოვანი, ანუ ისეთი, როგორიც არის დედამიწა, მარსი და ვენერა?

მოძრაობს თუ არა ის მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო?

მოძრაობს თუ არა ის ვარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაში, ანუ მისგან ისეთ მანძილზე, რომ ტემპერატურა ხელსაყრელი იყოს მის ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებისთვის?

კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმის დადგენა იყო, დაახლოებით რამდენი პლანეტაა ირმის ნახტომში, რომლებიც ამ სამ პარამეტრს აკმაყოფილებს.

ვარსკვლავები, რომლებსაც კეპლერი სწავლობდა, სიკაშკაშის თვალსაზრისით მზეზე გაცილებით ცვალებადები იყვნენ.

მკვლევრები შემოიფარგლნენ მხოლოდ იმ პლანეტების ძებნით, რომელთა მასაც 0, 5-1, 5 დედამიწის მასებს შორის მერყეობს, ვარსკვლავების ეფექტიანი ტემპერატურა კი 4530-6025 გრადუს ცელსიუსს შორის (მზის ეფექტიანი ტემპერატურა 5506 გრადუსია).

გათვლებზე დაყრდნობით მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ ვარსკვლავთა დაახლოებით ნახევარს უნდა ჰყავდეს კლდოვანი, სასიცოცხლო ზონაში მოძრავი ეგზოპლანეტები. ამჟამინდელი გამოთვლებით, ირმის ნახტომში დაახლოებით 300 მილიონი ასეთი ვარსკვლავია.

ვარსკვლავების შეზღუდვების გათვალისწინებით, ეს სრული სურათი არ გახლავთ.

0
112
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0