x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აშშ-მექსიკის საზღვარზე დამონტაჟებული ვარდისფერი "აიწონა-დაიწონას" ინსტალაცია 2020 წლის საუკეთესო დიზაინის გამარჯვებული გახდა

imageშეერთებული შტატებისა და მექსიკის ეროვნული საზღვარი არა მხოლოდ ერთ-ერთი გრძელია მსოფლიოში, არამედ ის ნამდვილად დიდ ყურადღებას იქცევს. წლების განმავლობაში ის გარკვეულწილად დაყოფის, ასევე თანაცხოვრებისა და მეგობრობის სიმბოლოდაც იქცა. მაგრამ ორივე მხარეს დაძაბულობა იგრძნობა საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის საკითხებთან დაკავშირებით.

ორ ქვეყანას შორის თითქმის 2000 მილის სიგრძის საზღვარმა ადრე რამდენიმე ხელოვანის ყურადღება მიიპყრო და ამჯერად, ლონდონის დიზაინის მუზეუმის მიერ მომზადებული "წლის დიზაინი" მიიღო ვარდისფერმა "აიწონა-დაიწონამ". საქანელა დამონტაჟდა ფოლადის სასაზღვრო ღობეზე. imageimageimageimageimageimage

სათამაშო ინსტალაციამ დაუყოვნებლივ გაიტაცა ბავშვები გასართობად, მაგრამ ეს ასევე გახლდათ სოციალური და მხატვრული განცხადებაც.

საქანელა ასევე განიხილეს როგორც დონალდ ტრამპის გამყოფი პოლიტიკის პასუხი, რამაც ბევრი ემოცია გამოიწვია.
ვარდისფერი საქანელა რომლებიც მექსიკელი მხატვრების კოლექტივის დახმარებით დამონტაჟდა სიმბოლურად აღნიშნავს "ერთობას".

რაელისა და ფრატელოს იდეას კონცეპტუალიზაციისთვის დრო დასჭირდა და 10 წლის მუშაობის შემდეგ, იგი საბოლოოდ განხორციელდაimage


0
126
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0