x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"მზად არიან ყელი გამოგვჭრან პირდაპირ ეთერში, სისხლი სახეზე წაისვან და მაყურებლის ,,ლაიქები” დაითვალონ"- ირაკლი ლატარია

image


ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას იმ ფეისბუქპოსტს ეხმიანება, სადაც მან ოპოზიციის ლიდერების "რუსთავი 2" -ის პოლიტიკურ თოქ-შოუებში სტუმრობა ნეგატიურად შეაფასა. ლატარიას თქმით, ისინი მაყურებელთა თითოეული "ლაიქის" მოსაპოვებლად მზად არიან პირდაპირ ეთერში ყველაფერზე წავიდნენ, ამიტომ ერთადერთ გამოსავალს ის მათ იგნორირებაში ხედავს. შეგახსენებთ, რომ გვარამიას ეს განცხადება, რამდენიმე დღის წინ, რ2ში "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და "ლელოს" დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა, გვარამიას თქმით, ვინც ჩხარტიშვილის არხზე დადის, ძაან მიქარავს და ის ყველაფრის ღირსია: "წართმეული რუსთავი ორი" -ო გვარამიამ!!! არა ნუ, რამდენჯერ მიფიქრია, ნუთუ არსებობს რამ რაც შეიძლება მათში გააღვიძოს ნამუსის, სიმართლის, ადამიანობის, სიკეთის - ნატამალი? მაგრამ არა და არა, რაც დროს გადის, უფრო და უფრო გიჟდებიან, ბოროტდებიან. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მათგანი მზად არის ყელი გამოგვჭრას პირდაპირ ეთერში, სისხლი სახეზე წაისვას და მაყურებლის "ლაიქები" დაითვალოს. მაგრამ აქ ბევრად მძიმედ აღსაქმელი სხვა რამ არის, ეგ მაყურებელიც რომ არსებობს? თან როგორ არსებობს, ხიბლით და თვითმონობის ინსტიქტით. ალბათ უკვე დროა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ მათ აღარაფერი შეცვლის და უბრალოდ ნელ-ნელა გაიხრწნებიან საკუთარ ბოღმასა და ღვარძლში. გინდათ დავამარცხოთ რეალურად? იგნორი და ჩვენი წინსვლა, არის ამ ყველაფრის წამალი, სხვა დანარჩენი კი - შოუს ელემენტებია"- დაწერა ირაკლი ლატარიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.








0
318
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
318