x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ჰიგიენის 6 არასწორი წესი
image


ზოგადი ჰიგიენისა და საკუთარი თავის მოვლის წესები არც ისე რთულია, მაგრამ ზოგჯერ მაინც შეიძლება არასწორად გავაკეთოთ.


ამ დეტალების ცოდნა დაგვეხმარება მათ თავიდან აცილებაში.



1. უარი თქვით ყოველდღე შხაპის გელით ბანაობაზე

image



ჩვენ კანზე სასარგებლო ბაქტერიები ბინადრობენ, რომლებიც ინფექციებისაგან გვიცავენ და ბუნებრივ ტენიანობას უნარჩუნებენ სხეულს. საშხაპე გელის ყოველდღიური გამოყენება ანადგურებს ამ ბარიერს. სხეული უფრო მგრძნობიარე ხდება სხვადასხვა დაავადებების მიმართ, კანი კი - უფრო მშრალი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეგზემა.


საპნისა და გელის ყოველდღიური გამოყენება მხოლოდ ხელებზე და ტერფებზე შეიძლება. შხაპისას ყოველ 3 დღეში ერთხელ გამოიყენეთ.





2. არ აიფაროთ ხელები ხველების და ცემინების დროს


image


ხველის, ან დაცემინებისას სახეზე ხელების აფარებით მიკრობები მთელ სახეზე გადადის.
ეს განსაკუთრებით საშიშია ინფექციური დაავადებების დროს, რადგან თვალებზე შეხებამ შეიძლება ქუთუთოების ანთების პროვოცირება მოახდინოს.
როგორ გავაკეთოთ ეს სწორად: პირზე უნდა ავიფაროთ ცხვირსახოცი, ან რაიმე ნაჭერი, ან ერთჯერადი ხელსახოცი, და თუ არ გექნებათ უეცარ შემთხვევაში, იდაყვი აიფარეთ.




3. შეზღუდეთ ბევრი კბილის პასტის გამოყენება

image


ჯაგრისზე ზედმეტად ბევრი კბილის პასტა მნიშვნელოვნად ამცირებს გახეხვის ხარისხს.


როგორ გავაკეთოთ ეს სწორად: კბილების პასტის რეკომენდებული რაოდენობა მოზრდილებისთვის არის ბარდის მარცვლის ზომა; ბავშვებისთვის - ბრინჯის.





4. ფრჩხილების საკვნეტელით დაჭრა


image


ფრჩხილი ფირფიტებისგან შედგება. საკვნეტელის გამოყენებით ზიანდება ფრჩხილის სტრუქტურა და დეფორმირდება, რის შემდეგაც ხდება მტვრევადი.


როგორ მოვიქცეთ სწორად: მოჭრის შემდეგ გაიქლიბეთ.





5. ქცედა წამწამების ქუთუთოს შეღებვა


image


თქვენი ფანქრის წვერი და განსაკუთრებით თხევადი ლაინერის ფუნჯი შეიცავს ბაქტერიებს, რომლებსაც შეუძლიათ ინფექციის გამოწვევა, თვალის ლორწოვანთან შეხებისას, ცრემლთან შერევა, ქმნის ბაქტერიების გამრავლების პირობებს.


როგორ მოვიქცეთ სწორად: თუ გსურთ ქვედა წამწამის შეღებვა, გამოიყენეთ თვალის ჩრდილები, წაისვით წამწამებისგან ცოტა მოშორებით.





6. ძალიან ბევრი თმის ბალზამის გამოყენება


image

თმის ბალზამებს აქვს მკვრივი ტექსტურა სილიკონებისა და სხვა კომპონენტების გამო, რომელთა დანიშნულებაა თმი გახადოს გლუვი და პრიალა. ზედმეტი ბალზამის გამოყენებისას თმა სწრაფად ბინძურდება, ფორები იკეტება, რაც იწვევს ცხიმიანობის გაზრდას და თმის ცუდ ზრდას.


როგორ გავაკეთოთ ეს სწორად: ბალზამის ოპტიმალური რაოდენობაა - ის დაისხით პატარა მონეტის სიდიდეზე. და მხოლოდ მაშინ უნდა გმოიყენოთ თუ თმა მშრალი და ბოლოები გაყოფილია.




0
357
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0