x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108879
  • ვიდეო:351229
  • სურათი:477587
ინოვაციური პირბადეები, რომლებსაც გვერდს გულგრილად ვერ ჩაუვლით

ჩანს, კიდევ არცთუ ისე მცირე ხანს მოგვიწევს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ გამომგონებლები ზრუნავენ სულ უფრო თანამედროვე პირბადეების დამზადებაზე. ქვემოთ სწორედ რამდენიმე გასაოცარ მათგანს გიჩვენებთ, რომლებიც სულ რამდენიმე დღის წინ CES-ზე (მომხმარებელთა ელექტრონული შოუ) წარადგინეს:


  • გონიერი პირბადე “ბინატონ მასკფონი”

  • კორონავირუსი


    ამ პირბადის თავისებურება ისაა, რომ გონიერ ყურსაცვამებს და მიკროფონს ფლობს. მისი მიერთება ბლუთუზით სმარტფონთან არის შესაძლებელი. პირბადეს N95 ფილტრი აქვს. ის უკვე შეგიძლიათ გამოიწეროთ; 50 ევრო ღირს.


  • პირბადე “პროექტი ჰაზელი” ფირმა “რაზერისგან”

  • კორონავირუსი


    “რაზერს” გეიმერები კარგად იცნობენ. ეს ფირმა მოთამაშეთა სამყაროს ინოვაციებით აოცებს. ამჯერად მან პირბადე დაამზადა, რომელიც ჰაერში ნაწილაკების 95 %-ს ფილტრავს. რადგან გამჭვირვალეა, სოციალურ ინტერაქციას ხელს არ უშლის. მას დასადგამი აქვს, რომელზეც იმუხტება და დეზინფიცირებასაც განიცდის.


  • “ელ ჯის” გონიერი პირბადე “Puricare Wearable”

  • კორონავირუსი


    კომპანია აღნიშნული პირბადის დამზადებას თვეების წინ აანონსებდა. მას არამხოლოდ ფუტურისტული დიზაინი აქვს, არამედ გასაოცარი ფუნქციებიც: H13 HEPA-ფილტრი, რომელიც ბაქტერიების და ვირუსების 99, 95 %-ს შეღწევის შესაძლებლობას არ აძლევს. პირბადეს ასევე აქვს ორი ვენტილატორი და სუნთქვის სენსორი, რომელსაც ლითიუმის ბატარეა ემსახურება, რაც 8 საათის მანძილზე ვენტილატორების უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფს. ის ასევე აღჭურვილია ულტრაიისფერი სხივის მოწყობილობით, რომელიც მიკრობების 99, 99 %-ს ანადგურებს. მისი ფასი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.


  • “აირპოპ აქტივ+”

  • კორონავირუსი


    ეს პირბადე აქტიური ცხოვრების წესის მიმდევრებისთვისაა. სენსორები აქვს, რომელთა მეშვეობით ის თქვენი სუნთქვის რიტმს ზომავს და ასევე გეუბნებათ, თუ რომელი მავნე ნივთიერება გაფილტრა. საამისოდ, ზუსტი ცნობების მისაღებად საკუთარ სმარტფონში მისი სინქრონიზება სპეციალურ აპლიკაციასთან უნდა მოახდინოთ. ასევე სწორედ აპლიკაცია გამცნობთ, თუ როდის უნდა გამოცვალოთ ფილტრი.


    და ბოლოს: გახსოვდეთ, რომ პირბადის ტარება კორონავირუსის დასამარცხებლად აუცილებელია. აუცილებლად ატარეთ პირბადე, რათა დაიცვათ თქვენი და ირგვლივმყოფების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

    0
    55
    შეფასება არ არის
    ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
    დავითი ჩუთლაშვილი
    55
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0