x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108878
  • ვიდეო:351227
  • სურათი:477587
10 გასაოცარი ფაქტი, რის შესახებაც სხვებს აუცილებლად უნდა მოუყვე

სამყაროში ყოველდღიურად ხდება ახალ-ახალი, ერთმანეთზე უფრო გასაოცარი ფაქტები და მოვლენები, რომელთა შესახებაც უმრავლესობა ჩვენთაგანმა არაფერი იცის. ჩვენ ამ სტატიაში 10 ასეთ ფაქტზე გვექნება საუბარი, რის მოყოლითაც მეგობრებთან და ნაცნობებთან საუბრისას თავი შეგიძლია მოიწონო:


  • ბავშვი ყველაზე სწრაფად მისი დაბადებიდან ერთ წელიწადში იზრდება. ადამიანი რომ 20 წლამდე იმავე ტემპით იზრდებოდეს, რითაც დაბადებიდან პირველ წელს, თითოეული ჩვენთაგანის სიმაღლე საშუალოდ 5 მეტრი იქნებოდა.

  • მსოფლიოს ყველაზე საშიში და მომაკვდინებელი არსება არის... კოღო! დიახ, სწორად წაიკითხეთ: კოღოა ის არსება, რომელმაც მხოლოდ 2014 წელს 275 ათასი ადამიანი მოკლა, დააინფიცირა რა ისინი მალარიით და დენგას ცხელებით. შედარებისთვის ზვიგენებმა იმავე წელს “სულ რაღაც” 10 ადამიანი იმსხვერპლეს.

  • ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს ბევრი რაღაც ეკრძალებათ. ერთ-ერთი ასეთი აკრძალვა თამაშ “მონოპოლიას” ეხება. რადგან ეს თამაში ჩხუბს და დაძაბულობას ხშირად იწვევს, ხოლო სამეფო ოჯახის წევრებს ეს არ შეშვენის, მათ არ შეუძლიათ, “მონოპოლია” ითამაშონ.

  • პლანეტა ურანს დაახლოებით 70 წლის მანძილზე ჯორჯი ერქვა. მისმა აღმომჩენმა, ვილჰელმ ჰერშელმა ეს სახელი მას მეფე ჯორჯ მესამის საპატივსაცემოდ უწოდა. Georgium Sidus - “ჯორჯის ვარსკვლავი” - თავდაპირველად ასე ერქვა ურანს. მხოლოდ მე-19 საუკუნის 50-იან წლებში გადაერქვა მას სახელი საბოლოოდ.

  • გერმანელების 11 % მიულერის გვარს ატარებს.

  • ადამიანის სხეულში 39 მილიარდი ბაქტერია ბინადრობს. ეს იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა (7, 6 მილიარდი).

  • ულმის მიუნსტერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი გუმბათია. 161, 5 მეტრი - ასეთია მისი სიმაღლე.

  • გენიალური ბერძენი დრამატურგი და პოეტი ესქილე მოკლა... კუმ, რომელიც მის თავზე მტაცებელმა ფრინველმა ციდან დაუშვა. ფრინველს პოეტის მელოტი თავი ქვა ეგონა, რომელზეც დაცემისას კუს ბაკნის გატეხვას იმედოვნებდა.

  • ზარმაცებს საკვების მოსანელებლად ერთი თვე სჭირდებათ.

  • ბლუთუზს სახელი ვიკინგების დანიელი მეფის, ჰარალდ ლურჯკბილას სახელის მიხედვით ეწოდა.

  • ურანი

    0
    160
    შეფასება არ არის
    ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
    დავითი ჩუთლაშვილი
    160
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0