x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108878
  • ვიდეო:351228
  • სურათი:477587
Covid-19-ით გამოწვეული უეცარი სიკვდილი გახშირდა

კორონავირუსი სულ უფრო შემაშფოთებელ სიურპრიზებს გვიმზადებს. ერთ-ერთი მათგანი არის ინფარქტის შემთხვევების მკვეთრი მატება, რაც ბოლო ხანებში ევროპის და ამერიკის მედიკოსებმა დააფიქსირეს. მილანის, პარიზის და ნიუ-იორკის წამყვანი კლინიკები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გულის უეცარი შეტევის შედეგად გარდაიცვალნენ.


იტალიელი ექიმების განცხადებით, კორონავირუსის პირველი ტალღის დროს მთელი 58 %-ით გაიზარდა გულის უეცარი შეტევის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი.


ფრანგი ექიმები პარიზში ინფარქტების გაორმაგებულ რაოდენობაზე იძლევიან ცნობებს. ყოველ ერთ მილიონ მცხოვრებზე მსგავსი სიკვდილით გარდაცვლილთა რაოდენობა 13, 42-დან 26, 64-მდე გაიზარდა, რაც თითქმის გაორმაგებას ნიშნავს.


კორონავირუსი თავს ესხმის გულის კუნთის უჯრედებს, რაც გულის ინფარქტის მარკერ ტროპონინის მატებაში ვლინდება. ზოგჯერ დაზიანებული გული ვეღარ ასრულებს საკუთარ ფუნქციას და უბრალოდ ჩერდება.


ინფარქტის გარდა კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დამატებითი მიზეზები ფილტვის უკმარისობა და თრომბოემბოლიაც არის. პაციენტები მსგავსი გართულებებით მანამდე კვდებიან, სანამ კლინიკას მიაღწევდნენ.


როგორც კვლევებით დადგინდა, ბევრი პაციენტი მხოლოდ იმის გამო გარდაიცვალა, რომ ინფიცირების დადგენის შიშით საავადმყოფოს არ მიაკითხა.


კორონავირუსი

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0